40 წელს გადაცილებული გამოცდილი ქალები ყველაფერში პრაქტიკულობას და კომფორტს ირჩევენ, იქნება ეს ყოველდღიური გარდერობი თუ მოდური ვარცხნილობა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელზე დღეს დეტალურად გიამბობთ. დამდეგ წელს ვარცხნილობა პიქსი განსაკუთრებით პოპულარული იქნება. თუ გარეგნობის განახლების მეთოდს ეძებთ, ამ ვარიანტს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. დღეს “პაპარაცი” ამ ქალური ვარცხნილობის ყველა უპირატესობის შესახებ გიამბობთ.
ვარცხნილობა პიქსი
წლები გადის, ხოლო ვარცხნილობა პიქსი თავის აქტუალობას არ კარგავს. მისი ვარიანტები როგორც ახალგაზრდა, ასევე 40-50 წლის ქალებსაც უხდება. განსაკუთრებით პოპულარულია დახეული პიქსი. ის თავზე ერთგვარ ქაოსს ქმნის, რის გამოც უფრო მოდურად და ახლებურად გამოიყურება.
ვარცხნილობის მთავარი თავისებურება მისი ფორმაა. ვარცხნილობის შესაქმნელად სტილისტმა საფეთქლები და კეფა უნდა გაპარსოს, ხოლო გვირგვინზე გრძელი კულულები დატოვოს. დახეული პიქსის განსაკუთრებული ხიბლი იმაშია, რომ თმა სპეციალურად ფილირებით მუშავდება. ეს უნიკალურ დახეულ ეფექტს ქმნის.
ახლა პიქსის უპირატესობაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, მის დავარცხნას ნებისმიერი ქალი გაუმკლავდება. ამისთვის განსაკუთრებული უნარების ცოდნა აუცილებელი არაა. მეორეც, ასეთი ვარცხნილობა თმას საჭირო მოცულობას და ჯანსაღ იერს მატებს. იდეალური გადაწყვეტილება ასაკოვანი ქალებისთვის.
ვარცხნილობის დავარცხნა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თავად ასე შეჭრა ადვილი არაა. თუ გარეგნობის შეცვლაზე ფიქრობთ, ვარცხნილობის გაკეთება ნამდვილ პროფესიონალს ანდეთ. ნამდვილად არ ინანებთ!
პიქსი გარეგნობას არა მხოლოდ განაახლებს, არამედ რამდენიმე წელს მოგაკლებთ. ამ ვარცხნილობით სახის ნაკვთებს მომგებიანად გამოკვეთთ. ვარცხნილობა ყველაზე მეტად მრგვალ სახეს უხდება, თუმცა სხვა ფორმებზეც ლამაზად გამოიყურება. მართალია, აქ, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.
მაგალითად, თუ მრგვალი სახე გაქვთ, ასიმეტრიული ფორმის პიქსი მოგიხდებათ. რომ არ შეცდეთ, წინასწარ პარიკმახერთან კონსულტანცია გაიარეთ. გარდა ამისა, რაც უფრო ხუჭუჭაა თმა, მით უფრო რთულია თმის დავარცხნა. ამის შესახებ გახსოვდეთ.
პიქსი იდეალურია თმაზე ექსპერიმენტებისთვის. ხშირად შეხვდებით ამ ვარცხნილობის სხვადასხვა ფერთა ვარიანტებს. მაგალითად, მარწყვისფერი ქერა ან იასამნისფერი შეფერილობა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული.
პიქსის ვარცხნილობის პოპულარობა
პიქსი ცნობილ ადამიანებს შორის პოპულარულია. უბრალოდ შეხედეთ ოდრი ტოტუს და მის ლაკონურ ვარცხნილობას სასიამოვნო შოკოლადის ფერში. თვალწარმტაცი!
აი, დიდებული ჰელი ბერი და მისი ქაოსური, მაგრამ არანაკლებ ლამაზი პიქსი. როგორც ხედავთ, ოდნავ ხვეულ თმასაც შესანიშნავად უხდება.
თუ ახალი ვარცხნილობის გაკეთება უკვე გადაწყვიტეთ, ემილი ანდერსონის, აშშ–ში პროფესიონალი სტილისტის გვერდს თვალი შეავლეთ. მის ინსტაგრამზე ძალიან ბევრ მოდურ ვარცხნილობას და შთაგონებას იპოვით!
ახალი წელი ცვლილებებისთვის იდეალური დროა. რატომ არ უნდა დაიწყოთ პიქსის მოდური ვარცხნილობით? მით უმეტეს, მომავალ წელს აქტუალური იქნება. თქვენს მიმოხილვებს მოუთმენლად ველოდებით.