საჩუქრების შავი სია ან რის ჩუქებას გვიკრძალავენ ასტროლოგები 2021 წელს

6295

საზრიანი მარკეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ საახალწლო დღესასწაულები საჩუქრებისთვის საუკეთესო დროა. სწორედ ამიტომ, დანაზოგი სასწრაფოდ უნდა დახარჯოთ, რომ ახლობლებს საჩუქრები უყიდოთ. ამასთან ზოგიერთი საჩუქარი ნამდვილად უსარგებლოა, ზოგი კი საერთოდ საზიანო.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ყველაზე ცუდი საახალწლო საჩუქრების ჩამონათვალს. ცრუმორწმუნე ასტროლოგები მათ ჩუქებას არ გირჩევენ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ და 2021 წლის სიმბოლოს, ძუნწ, თეთრ მეტალის ხარს მხოლოდ აანერვიულებს.

photo credit: depositphotos

ყველაზე ცუდი საჩუქრები ახალი წლისთვის

ხარის წელი დიდ ცვლილებებს გვპირდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ უკვე გიამბეთ. როგორ დავიწყოთ ახალი წელი წარმატებულად და ცვლილებებიდან მხოლოდ კარგი ავიღოთ? ასეთ მძიმე პერიოდში ნამდვილად არ ღირს საჩუქარზე ფულის დახარჯვა, რომელიც არანაირ პრაქტიკულ სარგებელს არ მოგიტანთ.

photo credit: depositphotos

აღმოსავლური (ჩინური) კალენდრის მიხედვით 2021 წლის მფარველი თეთრი, მეტალის ხარია. ცნობილია, რომ ცხოველი შეუპოვრობის, შრომისმოყვარეობის, საიმედოობის და კონსერვატიზმის სიმბოლოა. თუ ხარის წყენინება არ გსურთ, თავი შეიკავეთ საჩუქრებისგან, რომლებიც უძველესი დროიდან ჩინეთშიც კი ცუდ ტონად ითვლება.

photo credit: depositphotos

საუბარი გვაქვს საჩუქრებზე შემდეგი ცხოველების გამოსახულებით: მაიმუნი, ძაღლი, ვირთხა, იხვი, ბუ, გველი, მგელი. 4 ნივთის (ან ციფრის გამოსახულების) ჩუქება არ ღირს. ჩინეთში 4 სიკვდილს ნიშნავს.

მშვიდობისმოყვარე ხარს აგრესიის სიმბოლოს საჩუქრები არ მოეწონება. არ გააჩუქოთ ქოლგა (უცნაურია, თუ ვინმე ახალ წელს ქოლგის ჩუქებას გადაწყვეტს) ან საათი (ჩინელები ნებისმიერ დღესასწაულზე საათს ყველაზე საშინელ საჩუქრად თვლიან).

photo credit: depositphotos

რას გვირჩევენ ასტროლოგები

ხარი წითელ ფერს ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, წითელ ფერს გვერდი აუარეთ. საჩუქრები წითელი ფერის ქაღალდში არ გაახვიოთ.

უსარგებლო საჩუქრების გაცემაც არ ღირს. ხარი ძუნწია, ამიტომ სულელურ ნივთებზე ფულის ხარჯვა გააბრაზებს. ან რაღაც ღირებული და საჭირო აჩუქეთ, ან საერთოდ არაფერი აჩუქოთ.

photo credit: depositphotos

2021 წლის მფარველისთვის ტკბილეულობა სასურველი საჩუქარია. ტკბილეულობა უნდა იყოს ხარისხიანი. იაფი კანფეტებით და პალმის ზეთზე მომზადებული საეჭვო ვაფლებით ვერ გამოძვრებით.

ნამდვილად არ ღირს სარიტუალო ნივთების ჩუქება, როგორიცაა პირსახოცი, ცხვირსახოცი, ჩუსტი ან სარკე. საინტერესოა, რომ ასტროლოგები კარგ გადასაფარებელს გონივრულ საჩუქრად თვლიან. მთავარია, რომ საჩუქარი არა მხოლოდ ხარს, არამედ იმ ადამიანს მოეწონოს, ვისაც ჩუქნით.

photo credit: depositphotos

საჩუქრები, როგორიცაა წინდები ან საპარსის ნაკრები ხარს არ მოეწონება. თუ ჩუქნით, რაღაც ღირებული აჩუქეთ. თუ იდეები არ გაქვთ, ხარისხიანი საკანცელარიო ნაკრები გონივრული იქნება, თუ საქმიანი ადამიანის გახარება გსურთ. ჩინეთში მსგავსი საჩუქრები ყოველთვის სასურველია, ხოლო ხარის წელს შესაფერისიც იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს