სოკოსა და მჟავე კიტრის უგემრიელესი სალათი

0
209

ახალი წლის სუფრა სასმელებისა და გემრიელი კერძების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ამ სტატიაში ერთ-ერთი კულინარიული YouTube არხის შემოთავაზებულ სალათის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

სოკოსა და მჟავე კიტრის სალათი

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი მოხარშული კარტოფილი
  • 200 გრამი ქაშაყის ფილე
  • 100 გრამი კიტრის მწნილი
  • 100 გრამი სოკოს მწნილი
  • 50 გრამი ზეთისხილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 20 გრამი მწვანე ხახვი
  • 50 გრამი დაჭრილი ხახვი
  • რამდენიმე ტოტი ქინძი და კამა
  • მწიკვი გამხმარი რეჰანი და ორეგანო
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი

1. ქაშაყის ფილე მცირე ზომის კუბებად დაჭერით.

Photo credit: Depositphotos

2. სოკოს მარინადი, მოხარშული კარტოფილი და კიტრი თხელ კუბებად დაჭერით – ქაშაყის მსგავსად.

Photo credit: Depositphotos

3. დაჭრილი ინგრეიენტები კარგად აურიეთ.
4. პატარა ზეთისხილები შეგიძიათ მთელი გამოიყენოთ, დიდები კი რამდნეიმე ნაწილად გაჭერით.

Photo credit: Depositphotos

5. ხახვი წვრილ ნახევარ-რგოლებად დაჭერით.

Photo credit: Depositphotos

6. ნიორი სახეხზე გახეხეთ და მწვანილი დაჭერით.
7. სალათს დაუმატეთ ხახვი, ნიორი დამწვანილი. შეაზავეთ მცენარეული ზეთით.

Photo credit: Depositphotos

8. სულ ეს არის, ჩვენი სალათი სოკოთი და მჟავე კიტრით უკვე მზად არის. ქვემოთ შეგიძლიათ მისი მომზადების პროცესის ვიდეოც იხილოთ. გემრიელად მიირთვით!

Photo credit: Depositphotos

ეს სალათი თითქმის ყველა ტრადიციულ ინგრედიენტს შეიცავს: ქაშაყი, სოკო, მჟავე კიტრი, ზეთისხილი. მისი ინგრედიენტები სამარხვოა და საახალწლო სუფრის გამრავალფეროვნებაშიც დაგეხმარებათ!