რას უნდა ელოდოს თითოეული ქალი თეთრი მეტალის ხარისგან 2021 წელს

0
1575

ეჭვგარეშეა, რომ მათ შორის, ვისაც თავის გეგმებში ასტროლოგების პროგნოზების მიხედვით შესწორებები შეაქვს, უმეტესობა ქალია. სწორედ ამიტომ, დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ 2021 წლის ზუსტ ჰოროსკოპს ქალებისთვის.

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი

უკვე გიამბეთ, თუ რატომ უნდა ველოდოთ დიდ ცვლილებებს თეთრი მეტალის ხარის წელში, მაგრამ როგორი ცვლილებები ელოდებათ თითოეულ ქალს ცხოვრებაში? და ვის ელოდება 2021 წელს ნამდვილი სასწაული?

photo credit: depositphotos

ცეცხლის ნიშნები

ვერძი

ქალ ვერძს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ყველა პირობა ექნება, მაგრამ ამისთვის შრომა მოუწევთ. ასტროლოგები გირჩევენ ურთიერთობის წრე გააფართოოთ და ახალი ნაცნობები შეიძინოთ. ასე კარიერულ კიბეზე წინსვლას ან საკუთარი საქმის გახსნას და განვითარებას შეძლებთ.

მარტოხელა ვერძი უკვე წლის დასაწყისში თავის სიყვარულს იპოვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აგვისტოში ან სექტემბერში დაქორწინდეთ. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, 2021 წელს სიამოვნების მისაღებად ბევრი შრომა მოგიწევთ. აი, მომავალში ფულის ჩადება შეიძლება და საჭიროცაა.

photo credit: depositphotos

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს სიზარმაცის დავიწყება მოუწევთ. შრომისმოყვარე ხარი თქვენს მონდომებას დააფასებს და დამსახურებულ ჯილდოს მოგცემთ. თქვენ არა მხოლოდ დიდი ძალისხმევის გაღება, არამედ საკუთარი თავის აღზრდაც მოგიწევთ. საქმე თვითნებაზე არ მიუშვათ, რადგან ყველაფერი თავისით არ მოგვარდება. დეტალებში გაერკვიეთ და საუკეთესო გადაწყვეტილება იპოვეთ. ასეთი სიზუსტე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

ოჯახურ ურთიერთობაში ყველაფერი დალაგდება. ქმართან სკანდალი ჩვეულებრივი საქმე გახდება, თუ ლომი მისი თავისუფლების შეზღუდვას გააგრძელებს. ეჭვიანობის ქცევები გაანალიზეთ. შესაძლოა, ურთიერთობამ უკვე საკუთარი თავი ამოწურა.

მშვილდოსანი

ეს წელი წინაზე გაცილებით უკეთესი იქნება. სამსახური სიამოვნებას მოგიტანთ, რაც პროდუქტიულობაზეც აისახება. კოლეგებს შორის ავტორიტეტი ცამდე გაიზრდება.

სახლში ქალი მშვილდოსნის გამაღიზიანებელი ქცევები ახლობლების ნერვებზე ითამაშებს. სწორედ ამიტომ, ყველა წვრილმანზე კამათს მოეშვით და გახსოვდეთ, რომ მოთმინება ოჯახურ ბუდეში კეთილდღეობის გარანტიაა. თან არა მხოლოდ 2021 წელს.

photo credit: depositphotos

მიწის ნიშნები

კურო

კონსერვატიულმა და ნელმა კურომ საკუთარ თავში შეუპოვრობა უნდა მოძებნოს და აჩქარება ისწავლოს. თეთრი მეტალის ხარი გულუხვი მფარველი აღმოჩნდება, მაგრამ მონდომების გარეშე არაფერი გამოგივათ. სწორედ ამიტომ, ოჯახს, კარიერას და ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება დაუთმეთ.

მარტოხელა კურო ამ წელს მეორე ნახევარს შეხვდება. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, სწორედ იმ შემოთავაზებას მიიღებთ. ზედმეტად ფრთხილმა და გაჭინაურებულმა ანალიზმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. პარტნიორი თქვენგან პასუხის მიღების ლოდინით უბრალოდ დაიღლება. დიდხანს არ იფიქროთ, რომ ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

მშვიდი ქალწულის რაიმეთი აღელვება შეუძლებელია. ამ წელს გეგმიურად წინ წავა, თუმცა პატარა ნაბიჯებით. სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე გაზაფხულზე ფულთან დამოკიდებულებას გადახედოთ და რაღაც უფრო მეტი მოისურვოთ. წინ დიდი შესაძლებლობა გელოდებათ, რომ სასურველს მიაღწიოთ. მთავარია – ცოტა სითამამე გამოიჩინოთ და დაფიქრებულად გარისკოთ, თუ საქმე მოგებას ეხება.

მეორე ნახევართან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი, რასაც უსაფუძვლო და შეთხზული ეჭვიანობა გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, სანამ პარტნიორს შეავიწროებთ, სიტუაცია სწორად შეაფასეთ. რაც შეეხება მარტოხელა ქალწულს, ასტროლოგები არა ერთ რომანს გპირდებათ, მაგრამ პარტნიორებს სერიოზული ზრახვები არ ექნებათ.

თხის რქა

სამსახურში საქმე თანაბრად წინ მიიწევს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ დამატებითი განათლება მიიღოთ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოთ. ასე მომავალში შესაძლებლობების გამოყენებას შეძლებთ, რომ შემოსავალი გაზარდოთ ან უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავოთ.

ბედნიერი პირადი ცხოვრების შესაქმნელად ეჭვებზე უარი თქვით და მუდმივად უკან ნუ იხედებით. ნეგატიური გამოცდილება შეიძლება ახალი ურთიერთობისთვის სერიოზული დაბრკოლება გახდეს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ, რომელიც მოულოდნელად შეიძლება გაუარესდეს. სწორედ ამიტომ, პრობლემები დაუყონებლივ მოაგვარეთ და საავადმყოფოში ვიზიტი არ გადადოთ.

photo credit: depositphotos

ჰაერის ნიშნები

ტყუპები

2021 წელს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯოსების დიდი შანსია. შეუპოვრობა და ხალხთან კონტაქტის დამყარების უნარი საქმიანი კავშირების დამყარებასა და შემოსავლის ახალი წყაროს პოვნაში დაგეხმარებათ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ თავს ხანგრძლივი შვებულება მოუწყოთ, რომ სრულყოფილად დაისვენოთ და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ძალები დააგროვოთ. ხარის წელში პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდება, სამაგიეროდ კარიერაში მონდომება და შრომა ბრწყინვალე პერსპექტივებს მოგიტანთ.

სასწორი

თებერვალში მოსალოდნელია სირთულეები და ამ დროისთვის მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. ზამთრის ბოლოს სამსახურის შეცვლაც არ ღირს. სხვა პერიოდში წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

ბუნებრივი ფეთქებადობა შეიძლება პრობლემების წყარო გახდეს. შედეგად, მცირე უთანხმოებაც ოჯახში დიდი კამათის მიზეზი გახდება. მარტოხელა სასწორს წელს უამრავი თაყვანისმცემლის მოგერიება მოუწევს. სიმტკიცე გამოიჩინეთ და პირდაპირ „არა“ თქვით, რომ გვერდით მხოლოდ ღირსეული პრეტენდენტები დატოვოთ.

მერწყული

სამსახურში თქვენი ნიჭი და მონდომება რომ დაინახონ, ინიციატივის და შეუპოვრობის გამოჩენა მოგიწევთ. ამის გარეშე კარიერულ ზრდას ვერ მიაღწევთ, ხოლო ხელმძღვანელობა თითქოსდა თქვენს მიღწევებს სპეციალურად არ იმჩნევს. ეცადეთ, საკუთარი თავი ყველა მხრიდან გამოავლინოთ.

წელს ბევრი რომანტიკული და გულისამაჩუყებელი მომენტი გელოდებათ. რჩეულის მიმართ მსგავსი ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან სხვა შემთხვევაში გაბრაზდება და ზღაპარი დასრულდება. რაც შეეხება ფულს, წელს ბევრი ხარჯია მოსალოდნელი, ამიტომ გონივრულად იმოქმედეთ, რომ დეკემბერში საერთოდ არ გაკოტრდეთ.

photo credit: depositphotos

წყლის ნიშნები

კირჩხიბი

თებერვალი – აპრილის პერიოდი მოვლენებით გაჯერებული იქნება. სასიამოვნო დროის გატარებით და ნაცნობების შეძენით თავბრუ დაგეხვევათ. თუმცა მაისში გამოფხიზლდებით. მოგიწევთ ყოველდღიურ საქმეს ხელი მოკიდოთ და საკითხები მოაგვაროთ.

ხარის წელში ასტროლოგები სამსახურის შეცვლას ან ბიზნესში ექსპერიმენტებს არ გირჩევთ. გირჩევთ ეს დრო სისტემურ განვითარებაზე დახარჯოთ, რომ არსებული არ დაკარგოთ. ოჯახს, მშობლებს და შვილებს უფრო მეტი დრო დაუთმეთ. საინტერესოა, რომ მარტოხელა კირჩხიბს ზაფხულში საბედისწერო შეხვედრა ელოდება.

მორიელი

ხარის წელი მორიელისთვის წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდება. ეშმაკი მორიელი თავის წარმოჩენას შეძლებს, რაც რამდენიმე ფრონტზე წარმატებას მიღწევაში დაეხმარება. მაგალითად, ბასრი კუთხეების თავიდან აცილების უნარი კარიერულ კიბეზე წინსვლაში დაეხმარება. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლობლებიც თქვენგან ყურადღებას ითხოვენ, ამიტომ მათთვის დრო გამოყავით.

პირად ურთიერთობაში ჰარმონიის მისაღწევად რთული ხასიათი შეიძლება დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს. პარტნიორის შემოწმების სურვილი გაგიჩნდებათ, რომ გაიგოთ, თუ რამდენად ეშინია თქვენი დაკარგვის. და მაინც, გონივრულად იმოქმედეთ.

თევზები

ეს წელი პოზიტიური იქნება და თევზის ნიშნის წარმომადგენელი თითქოსდა არსაიდან ენერგიას მიიღებს. შედეგად საქმე წინ წავა და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. თუმცა ღრუბლებში ფრენას მოეშვით და განვითარება არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლო გამოწვევებს ღირსეულად შეხვდეთ.

მარტოხელა თევზს მარტი–აპრილის პერიოდში საინტერესო ნაცნობობა ელოდება. ურთიერთობას კი ოფიციალურად ივნისი–სექტემბრის პერიოდში გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ფინანსური კუთხით სრული წესრიგია, თაღლითები ხელს ვერ შეგიშლიან.

photo credit: depositphotos

აი, ასეთი იმედის მომცემი და ოპტიმისტური აღმოჩნდა 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალებითვის. როგორც ჩანს, ნამდვილად ცვლილებები გველოდება, რომლებიც ცხოვრებაზე კარგ გავლენას მოახდენს. მხოლოდ ძალისხმევა გაიღეთ, რომ კარგმა ცვლილებებმა ხელი არ შეგიშალოთ.