უდავოდ, თუ ოთახის მცენარე ყვავის და არომატულია, დიასახლისი კმაყოფილია. სტუმრები მოვლილი ოთახის მწვანე ბაღით აღფრთოვანებული არიან. სწორედ ამიტომ, დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სასუქი ოთახის ყვავილებისთვის საკუთარი ხელით. ამისთვის ბევრი დრო და საშუალება საჭირო არაა. თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
სამწუხაროდ, ზოგჯერ გამოცდილი მებაღეც ყვავილის გადარჩენას ვერ ახერხებს. ხან დროულად არ მორწყა, ხან მიწის გამოცვლა დაავიწყდა, ხან ჩრდილში დადგა. ჩვენ მიერ მომზადებული საშუალება თქვენს მცენარეს გარანტირებულად ყვავილობას აიძულებს. ეს ძალიან ძველი და გამოცდილი რეცეპტია. სწორედ ამიტომ, დაჟინებით გირჩევთ „პაპარაცის“ სტატია შეინახოთ და პირველივე შესაძლებლობაზე ჩვენი რეკომენდაცია გამოიყენოთ.
სასუქი ოთახის მცენარეებისთვის
ამ ჯადოსნური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ აბუსალათინის ზეთი. მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად შეძლებთ. თუმცა სუფთა სახით არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ. აბუსალათინის ზეთი ბევრ წყალში უნდა გააზავოთ.
ემულსიის მოსამზადებლად 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი 1 ლ თბილ წყალში გააზავეთ. სითხეები თავსახურიან ჭურჭელში აურიეთ და რამდენიმე წუთით კარგად შეანჟღრიეთ.
სანამ ნარევს გამოიყენებთ, მცენარე უბრალო წყლით მორწყეთ. შემდეგ ემულსია მცირე რაოდენობით გამოიყენეთ. მთელი ქოთანი მორწყეთ, რადგან ხსნარი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. პროცედურა წელიწადში 2–3–ჯერ გაიმეორეთ.
ვიმედოვნებთ, ჩვენი სტატია სასარგებლო იყო. ყველას გისურვებთ, რომ თქვენი საყვარელი ოთახის მცენარე ლამაზი ყვავილებით და ნაზი არომატით ყოველთვის გახარებდეთ.