კერძები მანდარინისგან შეფ-მზარეულის რეცეპტით

295

მანდარინი ჩვენთვის ახალ წელთან ასოცირდება, ამიტომ საყვარელი დღესასწაულის ლოდინის ბევრს სურს მანდარინისგან რაიმე განსაკუთრებული მოამზადოს. ის რაც საახალწლო განწყოფას გაამძაფრებს და ლამაზი, გემრიელი და ორიგინალური იქნება.

Photo credit: Depositphotos

სალათი ქათმითა და ხილით

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ქათმის ფილე
  • 5 კვერცხი
  • 250 გრამი ყველი
  • 200 გრამი სოკოს მარინადი
  • 4 მანდარინი
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით
  • სალათის ფურცლები

მომზადების წესი

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე. მოხარშეთ კვერცხი.
  2. დაჭერით ქათამი, კვერცხი, ყველი და სოკო მცირე ნაჭრებად.
  3. გაასუფთავეთ მანდარინი ქერქისგან და თეთრი ნადებისგან, მოაშორეთ კურკა, დაჭერით 2-3 ნაწილად.
  4. ყველაფერი ჯამში აურიეთ. მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ მაონეზი.
  5. კერძი სალათის ფოთლებით და მანდარინის ნაჭრებით შეაზავეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!

მანდარინისა და ღვიძის სალათი

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 2 მოხარშული კატოფილი
  • 1 მოხარშული სტაფილო
  • 2 კვერცხი
  • 1 მსხვილი ხახვი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 უკურკო მანდარინი
  • 100 გრამი მჟავე კიტრი
  • 1 კბილი ნიორი
  • ნახეავრი ბულგარული წიწაკა
  • მაიონეზი ან სმეტანა
  • სოიოს სოუსი
  • მაგარი ყველი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ეს სალათი მანდარინისა და ქათმისგან მზადდება, ის შეგიძიათ ფილეთიც მოამზადოთ. დაჭერით ღვიძლი მცირე ნაჭრებად, ასევე დაჭერით ხახვიც და ცოტაოდენ ზეთში მოწვით.პროცესში ცოტაოდენი სოიოს სოუსი დაუმატეთ.
  2. ახლა კარტოფილი, კიტრი, კვერცხი, სტაფილო, მანდარინი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბებად.
  3. ამ ინგრედიენტებს ღვიძია, ხახვი და გაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. სალათი მაიონეზით შეაზავეთ.
  4. ასეთი სალათი სასურველია მცირე პორციებით მიიტანოთ სუფრაზე, მოაყაროთ მცირეოდენი გახეხილი ყველი და მწვანე ხახვი.

მანდარინი შოკოლადში

Photo credit: Depositphotos

ძალიან მარტივი მაგრამ უგემრიელესი საახალწლო დესერტი.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი მანდარინი
  • 200 გრამი წარე შოკოლადი
  • თხილი, ქოქოსის ფანტელი და შაქრის პუდრა მორთულობისთვის.

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ მანდარინი და დამარცვლეთ.
  2. დაადნეთ შოკოლადი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.
  3. მარცვლები შოკოლადში ამოავლეთ
  4. პერგამენტის ფურცელზე მოათავსეთ და შოკოლადს შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ.
  5. დესერტი მაცივარში მოატავსეთ რატა შოკოლადი კარგად გაცივდეს.

საშობაო კექსი მანდარინით

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 150 გრამი კარაქი
  • 125 გრამი შაქარი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 125 გრამი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

გულსართის ინგრედიენტები

  • 2 ცალი მანდარინი
  • 150 გრამი ჩირი
  • 1 მანდარინის ცედრა
  • 2 სუფრს კოვზი ფორთოხლის ლიქიორი
  • 20 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი

მოსართავი ინგრედიენტები

  • 80 გრამი შაქრის პუდრა
  • 1 სუფრის კოვზი წვრილად დაფქული შაქარი
  • 1 მანდარინი
  • ლიმონის ცედრა
  • 2-3 როზმარინის ტოტი

მომზადების წესი

  1. მადნარინი გაასუფთავეთ და დაანაწევრეთ. დატოვეთ 1 საათით.
  2. ჩირი პატარა სასალათეში ჩაყარეთ და მას ფორთოხლის ლიქიორი დაასხით, გააჩერეთ ნახევარი საათით.
  3.  ცომის მომზადებისთვის დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ აუმატეთ კვერცხი და კიდევ კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
  4. გამაფხვიერებლიანი ცომი თხევად მასაში ჩაასხით. მოზილეთ ცომი.
  5. ტაფა გააცხელეთ, დაადეთ მცირე ზომის კარაქი და შაქარი დაუმატეთ. დატოვეთ ცეცხლზე შაქრის გალღობამდე. ეს დაახლოებით 5 წუთს დაიკავებს. ტაფაზე მანდარინის ლებნები დალაგეთ და რამდენიმე წუთით წვით ორივე მხრიდან. ამოიღეთ მანდარინი თეფშზე.
  6. ამავე ტაფაზე მოათავსეთ ლიქიორიანი ჩირი. გააცხელეთ სანამ ალკოჰოლი არ ამოორთქლდება. ჩირი ცალკე თეფშზე გადადევით და გააგრილეთ.
  7. გახეხეთ 1 მანდარინის ცედრა და ცომშიდ აამატეთ. იქვე ჩაყარეთ ჩირები და ფრთხილად აურიეთ.
  8. საცხობ მართკუთხედის ფორმაში ცანევარი ცომი ჩაასხით. ზემოდან კარამელიზირებული მანდარინები მოალაგეთ შემდეგ კი ცომის მეორე ფენა მოასხით. კექსი 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 50 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით ამოწმეთ.
  9. მზა კექსი გააგრილეთ და შაქრის პუდრით, შაქრით, ლიმონის ცედრით, მანდარინის ლებნებით და როზმარინის ტოტებით მორთეთ.

მანდარინის ლიქიორი

Photo credit: Depositphotos
  • 3-4 მანდარინი
  • 500 მილიგრამი რომი
  • 250 მილიგრამი წყალი
  • 200 გრამი შაქარი

მოზმადების წესი

  1. გაასუფთავეთ მანდარინი. ხედრას თეთრი ფენა მოაშორეთ
  2. ცედრა ქილაში მოათავსეთ და რომი დაასხით
  3. მაცივარში რამდენიმე კვირით შედევით
  4. დროის გასვლის შემდეგ წყალი შაქარს შეურიეთ და ადუღებამდე მიიტანეთ. ხარშეთ სანამ არ შესქელდება.
  5. რომი გაწურეთ და მასში ცოტაოდენი გაგრილებული სიროფი დაუმატეთ
  6. მაგიდაზე მიტანამდე აჯობებს სასმელი გააცივოთ
Photo credit: Depositphotos

ეს კერძები წინასადღესასწაულო დღეებში მოამზადეთ. ისინი კარგ განწყობას გაჩუქებენ და ბავშვებსაც მოეწონებათ. გემრიეად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს