დღეს უამრავი მწარმოებელი არსებობს, რომლებიც მუდმივად იხვეწებიან და ბაზარე თანდათან უფრო და უფრო მეტი მოდელის აპარატი გამოდის. გახსოვთ თუ როგორი იყო პირველი სარეცხი მანქანა? უბრალო ბაკი რომელშიც ყველაფერი ტრიალებს. ახალ კი გავლება, წურვა და უამრავი ფუნქცია აქვთ. როგორ უნდა შეავრჩიოთ სარეცხი მანქანა მაგალითად ბებოსთვის?!
გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ეს საკითხი და გადაგვეხედა თუ რას წერენ ინტერნეტში აქტიური დიასახლისები. ალბათ იკითხავდით: რა შუაშია აქ ბებო?! მოხუცებს ძალიან უჭირთ თეთრეულის რეცხვა და წურვა. იგივე ეხება თბილ სამოსს, პლედებს და საბნებსაც…
როგორი სარეცხი მანქანა ავირჩიოთ
ჩვენი აზრით ბებოს შრობის რეჟიმის მქონე სარეცხის მანქანა ძალიან მოუხდებოდა, გარდა ამისა საჭიროა, რომ მისი ჩართვა ინტუიციურადაც იოლი გასაგები იყოს. მოკლედ, რა გვჭირდება უკვე ვიცით. ფუნქციები თითქმის ყველა აპარატს ერთნაირი აქვს. მანქანა ციმციმებს ესეიგი თეთრეულის ჩატვირთვა უკვე შიეძლება. თუმცა სარეცხმა მანქანამ ზოგჯერ შეიძება სიურპრიზი მოგიწყოთ. მაგალითად ბამბის ნივთების შრობით რეცხვა საათნახევრის ნაცვლად 8 საათს გაგრძელდა. მისი ადრე გამორთვა შეუძლებელია, ერთადერთი შეგიძლიათ პაუზის ღილაკს დააჭიროთ.
აი მეორე საკითხიც: ერთის მხრივ პროგრესი და კომფორტი, მეორე მხრივ კი ელექტროენერგიის მრიცხველი და დრო. კიდევ ერთი მინუსი რომელიც მაშინვე არ გამოვლენს თავს. იმისთვის, რომ მანქანამ თეთრეული ეფექტურად გაამშრალოს მასში არა 6 კგ, არამედ 3 კგ უნდა ჩატვირთოთ, ან უფრო უკეთესი – 2 კილოგრამი. ამგვარად დანახარჯი ორჯერ იზრდება.
როგორი სარეცხი მანქანა შევიძინოთ
მომხამრებელი სხვადასხვა რამეს წერს. ერთი ნაწილი უპირატესობას კომფორტს ანიჭებს, მაგალითად იმას, რომ სარეცხი მანქანა არ ხმაურობს, შესაძლებელია დელიკატური რეცხვის რეჟიმი აირჩიონ და ღამით დატოვოთ. ეს მათთვის არის კომფორტული ვინც სპორტით არის დაკავებული ან მუშაობს. ღამით ჩატვირთავ ტანსაცმელს და დილით მშრალს გამოიღებთ.
მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ზედმეტად ძვირადღირებული სარეცხის მანქანის შეძენა აუცილებელი არ არის და შრობა სუფთა ჰაერზე ჯობია, ამგავარად სამოსს უფრო სასიამოვნო სუნი აქვს, ამიტომ მათთვის სტანდარტული რეჟიმი უფრო მისაღებია.
მომხმარებლების მესამე ნაწილი კი თვლის, რომ აჯობებს ძველი მანქანა დაიტოვო და თუ შრობა გინდა უბრალოდ საშრობი შეიძინო.
სანმ ახალგაზრდა ხარ ხელით არაფრის კეთება გიჭირს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი რთულდება. კარგია როცა საფულე საშუალებას გაძლევთ ის შეიძინოთ რაც მოგესურვებათ თუმცა როდესაც მცირე ზომის პენსია გაქვს? დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ საკითხზე – სარეცხი მანქანის გამოცვლა ჯობია თუ უბრალოდ საშრობის შეძენა?