ახალგაზრდა ოჯახი რომელსაც ბავშვები არ ყავთ, უწევთ გარშემომყოფთაგან წნეხი აიტანონ. რატომ?! იმიტო, რომ ყველას არ ესმის – ბავშვის გაჩენა დღეს ყველასთვის პრიორიტეტეს აღარ წარმოადგენს. თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც მეუღლეს ბავშვი უნდა, თუმცა ქალი ამ საკითხს ზედმეტად სერიოზულად უდგება?
ახალგაზრდა ოჯახი ბავშვების გარეშე
ქორწინების საკითხის გადაწყვეტა გაცილებით იოლია ვიდრე ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება. პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილება მართალია საპასუხისმგებლოა მაგრამ, ამ პროცესში მონაწილეობას ზრდასრული ადამიანები იღებენ. ბავშვს კი დაოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და საკუთარ თავზე თავად ვერ იზრუნებს. მას მოთხოვნები აქვს რომლებიც მშობლების გარქონწინების შემდეგ არ გაქრებიან.
სწორედ ამიტომ საჭიროა ასჯერ დაფიქრდეთ სანამ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. მაგალითად დაწრმუნდით თქვენს ურთიერთობებში, თქვენს მეორე ნახევარში. ჩვეულბერივ ბავშვის დაბადება გარკვეულ პრობლემებს წამოჭრის წინ. ახალგაზრდა მშობლებს ნაკლები დრო რჩებათ ერთმანეთისთვის და უფრო მეტად იღლებიან. მსგავსი გამოცდის ჩაბარება ყველა ურთიერთოაბს არ შეუძლია.
თმცა მხოოდ მსგავსი პრობლემები არ აჩენს ბზარს ოჯახში, ერთ-ერთი მაგალითია ჩემი მეგობრის ისტორიაც.
ჩემი მეგობარი უზრუნველყოფილ ადამიანს გაყვა ცოლად, რომელიც მის ყველა სურვილს სიხარულით ასრულებდა. ჩემს მეგობარს საშუალება ჰქონდა თავისი საყვარელი საქმით ყოფილიყო დაკავებული და ფულსა და მის გამომუშავებაზე არც კი ეფიქრა.
წყვილი ქორწილამდე გადავდა ცალკე საცხოვრებლად. მომავალ მეუღლეს უზარმაზარი, ლამაზი და მყუდრო ბინა ჰქონდა. ჩემი მეგობარი ძალიან კმაყოფილი იყო რადგან მას ქირის გადახდა აღარ მოუწევდა.
ერთი წლის შემდეგ მისმა მეუღლემ ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით დაიწყო მინიშნებების გაკეთება. არც ნათესავები დუმდნენ: “ბინა გაქვთ, ფული გაქვთ, კიდევ რა გჭირდებათ?”, თუმცა ჩემი მეგობარი ამ აზრით გახარებული არ გახლდათ. თავიდან უბრალოდ თავს არიდებდა ამ საკიტხს შემდეგ კი თავისი პირობები წამოაყენა.
მან მეუღლეს ბინის ყიდვა სთხოვა, რომელიც მის პირად მფლობელობაში იქნებოდა. სიტუაცია მარტივი არ იყო, ეს ხომ ჩვეულებრივი თხოვნა არ არის. მაშინვე გაჩნდა ნდობის საკითხიც და არა მხოლოდ ნდობის საკითხი… მეუღლის ნათესავები ჩემი მეგობრის წინააღმდეგ განეწყვენ, მათ მოთხოვნა ზედმეტად თავხედურად მოეჩვენათ.
Paparazzi.ge-ს რედაქციისგან
ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მეგობრის მოთხოვნა ძალიან მერკანტილურია თუმცა ასეთი დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ. ჩემი მეგობარი ძალიან ღარიბი ოჯახიდან არის. მამამ დედა მაშინ მიატოვა როდესაც გოგონა 1 წლის იყო. რა თქმა უნდა ალიმენტები მას არ გადაუხდია. ჩემი მეგობარი და დედამისი მუდმივად ნაქირავებ ბინებში და დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც სიმყარე იგრძნო, ჩემი მეგობარი მიხვდა, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ნდობა შესანიშნავია, თუმცა საკუთარი გამოცდილება მას სიფრთხილისკენ უბიძგებს. საყვარელი ადამიანი შეიძება მალე შიცვალოს და ბავშვის გაჩენა კი რაიმეს გარანტია არ არის. რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა დედამ იმ შემთხვევაში თუ მეუღლეები განქორწინდებიან?