1983 წლის 18 ნოემბერს უოლტონების ოჯახში მოხდა მოვლენა, რომელიც მალე ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ მაშინ ჯანეტმა თავის მეუღლეს აჩუქა 6 შვილი. პატარა უოლტონები იქცნენ მსოფლიოში პირველ 6 ტყუპ გოგოებად, რომლებიც მშობიარობისას სიკვდილს გადაურჩნენ.
თავად ჯანეტი იხსენებს, რომ იმ შემოდგომის უჩვეულოდ თბილ დღეს, მას ყველაზე მეტად ეშინოდა საავადმყოფოში დაგვიანების. იგი თავის მეუღლესთან ერთად მანქანით საცობში გაიჭედა!
ახლა 30 წლის შემდეგ, ჯანეტის ერთ-ერთმა გოგომ დედას აჩუქა შვილიშვილი. ხნიერ ქალბატონს ჩვილი ძალიან სუსტად მოეჩვენა.
ახლადგამომცხვარი ბებია ვერ იჯერებდა, რომ მისი შვილიშვილი იწონიდა 3,3 კგ-ს, ნორმის ფარგლებში. როდესაც თავად იმშობიარა, თითო გოგონა ოდნავ აღემატებოდა 1 კგ-ს.
ახლა მეუღლეები ღიმილით იხსენებენ, რომ ოდესღაც ისინი აპირებდნენ ბავშვების აყვანას ბავშვთა სახლიდან. ჯანეტს არ შველოდა არანაირი საშუალება. ამასთან ექიმები ეუბნებოდნენ მეუღლეებს, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ.
ამვარ ბედის საჩუქარს უოლტონები ნამდვილად არ მოელოდნენ. ჯანეტმა გადაწყვიტა ბოლომდე მიეძღვნა თავი შვილებისთვის, ხოლო გრეჰემმა ერთ წლიანი შვებულება აიღო იმისათვის, რომ დახმარებოდა მეუღლეს მათ მოვლაში.
პირველი ექვსი კვირა გოგონებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარეს. მშობლებმა ბოლოს როგორც იქნა შეძლეს მათი სახლში წაყვანა და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი.
ახლა, როდესაც ქალიშვილი ჩივის, რომ ბავშვი მთელი ღამე არ აძინებს, ჯანეტს მხოლოდ ეცინება. 6 ბავშვის ხელში მეუღლეებს მთელი წლის განმავლობაში ღამით მხოლოდ რამდენიმე საათი ეძინათ.
ამას წინათ მათ დათვალეს, რომ პირველი წლის მანძილზე გოგონებს 11 000 საფენი უყიდეს. გრეჰემს ახლაც მშვენივრად ახსოვს: მთელი სახლში სარეცხი ფხვნილის და ბავშვის პუდრის სუნი იდგა.
სეირნობისას, მეუღლეები ცალი ხელით ტყუპების ეტლს მიაგორებდნენ, ხოლო თითო გოგონა კი ხელში ეჭირათ. ხოლო როცა სახლში სტუმარი ეწვეოდათ, ჯანეტი და მისი მეუღლე პირდაპირ გადასცემდნენ მას მესამე ეტლს და ყველანი ერთად მიდიოდნენ სასეირნოდ.
გოგონების დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ გრეჰემი დაუბრუნდა მხატვარ-დეკორატორის კარიერას. გავიდა კიდევ რადენიმე წელი და ჯანეტმაც დაარღვია პირობა. ქალმა მუშაობა დაიწყო სამშობიარო სახლის ნეონატალურ განყოფილებაში, სადაც მოღვაწეობდა პენსიაში გასვლამდე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პენსიაში გასვლიდან რამდენიმე თვეში სწორედ აღნიშნულ სამშობიაროში დაიბადა მისი შვილიშვილი.
დაბადებიდან პირველივე დღეებში ბავშვი მოექცა ყურადღების ცენტრში. ბავშვს ხომ არა მარტო მშობლები და ბებია-ბაბუა ჰყავს, არამედ 5 დეიდაც. ოჯახი ხხშირად იკრიბება ჯანეტსა და გრეჰემთან. უოლტონები მოუთმენლად ელიან შვილიშვილებს დანარჩენი გოგონებისგან.
თუმცა ისინი არ ჩქარობენ ოჯახების შექმნას. მართალია ბავშვების საწინააღმდეგო გოგოებს არაფერი აქვთ, მაგრამ თავიანთი დედის გმირობის გამეორების სურვილი ნამდვილად არცერთს აქვს.
თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი 45 წუთი და გესმით ინგლისური ენა, შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმი ამ განსაკუთრებულ ოჯახზე.
როგორც ხედავთ, ბრიტანელი 6 ტყუპის ცხოვრება საკმაოდ ბედნიერად წარიმართა. უოლტონები წარმატებით გაუმკლავდნენ მათ წილ ცხოვრებისეულ გამოცდას.
ხოლო ჯილდოდ კი მათ მიიღეს ყველაზე ღირებული – მყარი ოჯახი და გოგოების სიყვარული.