ტორტი “ჭიანჭველების ბუდე”, ბავშვობის უგემრიელესი დესერტის ყველაზე სწრაფი რეცეპტი

0
1917

დღეს ვისწავლით ბავშობის ამ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ეს რეცეპტის კლასიკური ვარიანტი არ არის, ის უფრო მარტივია და სწრაფად მზადდება. ამ ვარიანტს პატარა ბავშიც კი იოლად გაამზადებს.

ცომის ინგრედიენტები

  • 750 გრამი ფქვილი
  • 250 გრამი კარაქი
  • 130 გრამი შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
Photo credit: YouTube

მომზადების წესი

1. ქვაბში მოათავსეთ კარაქი და დაადნეთ. მთავარია კარაქმა დუღილი არ დაიწყოს.

Photo credit: YouTube

2. ამის შემდეგ დაელოდეთ კარაქის გაგრილებას, რადგან ცხელ კარაქში ინგრედიენტების ჩაყრა არ შეიძლება.

3. კარაქს შაქარი დაუმატეთ და მოურიეთ. არ ღირს ნერვიულობა თუ ინგრედიენტები მაშინვე არ დაიწყებენ დნობას, ისინი ცომის მოზელის პროცესში გადნებიან.

Photo credit: YouTube

4. ახლა კარაქს კვერცხი, მარილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ მოურიეთ. შემდეგ ფქვილი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ. არ დაგავიწყდეთმისი გაცრა და ნაწილ-ნაწილ დამატება.
5. მალე ცომი ზეთს დაკარგავს და უფრო შრალი გახდება. ამის შემდეგ ცომი 10 ნაწილად დაყავით და 20 წუთით მაცივარში შედევით.

Photo credit: YouTube

6. კრემის მოსამზადებლად მოხარშული შესქელებული რძე მოუხარშავ შესქელებულ რძეს შეურიეთ. კრემი მზად არის!
7. გაყინული ცომი საყინულიდან გამოიღეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ ჟარუნაზე დაყარეთ და ქურაში 15-20 წუთი აცხვეთ – 200 გრადუს ტემპერატურაზე.

Photo credit: YouTube

8. ამის შემდეგ ცომი დაფხვენით და კრემს შეურიეთ. ტორტში კრემწაუსმელი ნაწილები არ უნდ ადარჩეს.
9. ბოლო ნაბიჯი – ტორტის თეფშზე ლამაზად მოთავსებაა. მისგან ჭიანჭველების ბუდის ფორმირება მოახდინეთ და ზემოდან გახეხილი შოკოლადით მორთეთ. შემდეგ ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით რათა კარგად გამაგრდეს.