დადგა მეტალის თეთრი ხარის წელიც რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით. ხალხს ყოველთვის აინტერესებს თუ რას გვიმზადებს ამა თუ იმ წლის მბრძანებელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით… ბევრი სახლს კონკრეტული წლის სიმბოლოებით რთავს რათა ახალ წელს ბედნიერება, ჯანმრთელობა და იღბალი დაიბედოს. ამ სტატიაში იმ ყვავილების სიას შემოგთავაზებთ რომლთა ქონაც 2021 წელს იღბლის მომტანად ითვლება.
ოთახის მცენარეების სახეობები
უნდა აღვნიშნოთ რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია გასართობი და ინფორმატიული ხასიათის არის და ისინი თვქენი სურვილისა და შეხედულებებისამებრ უნდა გაითვლისწინოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ წლის სიმბოლოს თეთრი მეტალის ხარი წარმოადგენს. ის სიმშვიდესთან, შრომისმოყვარეობასა და თვითრწმენასთან ასოცირდება. ამიტომ ითვლება, რომ 2021 წლის თილისმა ყვავილებიც თეთრი, უპრეტენზიო და უხვად მოყვავილე უნდა იყოს.
1. თეთრი ორქიდეა – ფალენოპსისი
რა თქმა უნდა ჩვენს სიას შესანიშნავი თეთრი ორქიდეებით დავიწყებთ. ბევრი დიასახლისი შენიშნავდა, რომ ეს მცენარეები ძალიან სიცოცხლისმოყვარულები არიან, ძლიერი ფესვები აქვთ და დიდცანს ყვავილობენ. მისი თვისებები ხარის თვისებებთან იკვეთება.
2. თეთრი გერანი
ამ ყვავილის მიმართ გულგრილი ვერ იქნებით! მისი მოვლა ძალიან მარტივია, საკმარისია უბრალოდ შესაბამისი რაოდენობის სინათლითა და წყლით უზრუნველყოთ და მისი ყვავილობით დატკბეთ. ისინი როგორც წესი დიდები იზრდებიან. სწრაფ ზრდის ტემპის გამო მნიშვნელოვანია მის ფორმირებას მუდმივად ადევნოთ თვალყური.
3. სპატიფილუმი
ძალიან უნდა ეცადოთ რომ ა ყვავილს ისცოცხლის სურვილი გაუქროთ! მას “ქალთა ბედნიერებასაც” უწოდებენ. მცენარე ზომიერი და მშვიდია: იზრდება ნელა, ერთ კალამს მეორე მიყვება. თუ აქამდე მის შეძენას ფიქობდით, ხარის წელში ამ იდეის განსახორციელებლად შესანიშნავი პერიოდია!
ამ წლის მწვანე სიმბოლოდ შეიძება ანტურიუმიც ჩაითვალოს. ის სპატიფილუმის უახლოესი ნათესავია და “მამაკაცის ბედნიერებას” უწოდებენ. როგორც წესი მისი პოვნა ალისფერ და სხვადასხვა შეფერილობებშიც შეიძლება.
იმედი გვაქვს მოცემული სია თქვენს სახლში არა მხოლოდ ესთეტიურ სიამოვნებას არამედ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და იღბალსაც მოიტანს. წარმატებებსად ა ფინანსურ სტაბილურობას გისურვებთ!