უგემრიელესი ქათმის რულეტი რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება

748

ქათმის ფილე – უნივერსალური პროდუქტია, მისი მომზადების უამრავი ხერხი არსებობს. თუ მოხარშულმა ფილემ დაგღალათ შეგიძიათ რაიმე ახალი მოამზადოთ, რაც თქვენს რაციონს გაამრავალფეროვნებს და მეუღლესა და ბავშვებსაც მოეწონებათ. დღეს ქურაში გამოცხვარ ქათმის რულეტის რეცეპტს გასწავლით.

როგორ გამოვაცხოთ ქათმის რულეტი ქურაში

ქათმის რულეტი სხვადასხვანაირად მზადდება. ზოგი მის გულსართად სოკოს, მწვანილს და ყველს იყენებს, ზოგს კი უბრალოდ წვნიანი ხორცი მოსწონს. გამოსასვლელ დღეებში ახალი კერძის მოფიქრების ხალისი ყვეას არ აქვს, ასე, რომ ახლა უმარტივეს ქათმის რულეტს შემოგთავაზებთ რომელსაც გულსართი არ აქვს. მას სანლებელების წყალობით შესანიშნავი არომატი აქვს და ცხელიც გემრიელია და ცივი კერძის სახითაც.

ინგრედიენტები

  • 1,5 კილოგრაი ქათმის ხორცი
  • 150 მილიგრამი ქათმის ბულიონი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 1 ჩაის კოვზი გამომშრალი ნიორი
  • 0,5 ჩაის კოვზი ქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი კორიანდრი

მომზადების წესი

1. აჯობებს მთლიანი ქათამი იყიდოთ და სახლში დაამუშავოთ. ამ შემთხვევაში ქათმის კანი დაგვჭირდება. ქათამს კანი ფრთხილად მოხსენით და გვერდზე გადადეთ. ხორცს ძვლები გააცალეთ.

2. ქათმის ძვლები ქვაბში მოათავსეთ, დაასხით წყალი და ქათმის ბულიონი მოხარშეთ. ის 30-45 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.
3. ქათმის ხორცი თხელ ნაჭრებად დაჭერით – 0,5 – 1 სმ. შემდეგ დაჭრილი ხორცი მსუბუქად დაბეჟეთ – დანის ბლაგვი პირით.


4. როდესაც ქათმის დაბეგვილი ფარში მზად იქნება – ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ. შეაზავეთ მარილითა და სანელებლებით: ქინჯი, წიწაკა, გამხმარი ნიორი და ქარი.

5. ფარშს 150 მილიგრამი ქათმის ძვლის ბულიონი დაუმატეთ. ხორცი აურიეთ, შემდეგ 5 წუთის მანძილზე ხელით მოზილეთ და ფარში მთელს სითხეს შეიწოვს.
6. მზა ფარშს საკვები ცელოფანი გადააფარეთ და მაცივარში 2-3 საათით შედგით. აჯობებს რულეტი საღამოს გაამზადოთ და მთელი რამით დატოვოთ.

7. მოჭერით საცხობი სახელო – 1 მეტრის სიგრძეზე. ნაპირებზე ქათმის კანი დააფინეთ და მასზე სუნელებიანი ფარში მოათავსეთ.
8. ფრთხილად გაახვიეთ ძეხვის ფორმაზე. კარგად შეკარით საცხობი სახელო მთელს პერიმეტრზე – გამძლე ძაფით.

9. ქათმის რულეტი ჟარუნაზე მოათავსეთ და ქურაში 180 გრადუსზე 1,5 საათის მანძილზე აცხვეთ. შეგიძიათ ის 1 საათის განმავლობაში ქვაბში ხარშოთ.

თქვენ როგორი გათმის რულეტი გიყვართ, გულსართით თუ მის გარეშე? საინტერესოა გაქვთ თუ არა რაიმე ქურაში გამომცხვარი ხორცის საფირმო რეცეპტი… გაგვიხარდება თუ გაგვიზიარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს