თუ მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილურ ვითარებას გავითვალისწინებთ, 2021 წელს დაქორწინება საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, ხვალინდელ დღეში დარწმუნებული არავინაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული გეგმების შედგენა ნაადრევია. ნუთუ ეს ნებისმიერი დღესასწაულის გაუქმების მიზეზია? რა თქმა უნდა, არა!
დღეს „პაპარაცი“ გაგაცნობთ მასშტაბური ღონისძიების აქტუალურ წესებს. გარდა ამისა, გელოდებათ მოკლე საქორწილო ჰოროსკოპი. ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სიყვარულში ამ წელს.
ქორწილი 2021 წელს
მოდით, სასიყვარულო წინასწარმეტყველებით დავიწყოთ. თუ ჰოროსკოპს დავუჯერებთ, წელს აუცილებლად გაუმართლებს 4 ზოდიაქოს ნიშანს: კურო, ტყუპები, მორიელი და თევზები. საინტერესოა, ამ სიაში მოხვდით?
საქორწილო ჰოროსკოპი
კურო
ხარის წელი კუროს წარმატებებს ჰპირდება. იმდენად, რომ ყველაზე მარტოხელა ადამიანიც სიყვარულის პოვნას შეძლებს. ურთიერთობა იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ უკვე შემოდგომაზე საქორწილოდ ფულის გადადებას დაიწყებთ.
ტყუპები
ამ წელს ტყუპებს ბევრი პერსპექტიული ნაცნობობა ელოდება. შესაძლოა, ერთ–ერთმა მათგანმა ნანატრი ბედნიერება და ქორწილი მოგიტანოთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ!
მორიელი
მარტო ცხოვრება კარგია, მაგრამ წელს ეს უნდა დაასრულოთ. როგორც იქნა, შეყვარებული მორიელი ურთიერთობის დაკანონებას და მდიდრული ქორწილის გადახდას შეძლებს.
თევზები
ხარის წელი თევზებს ნანატრ საქორწილო რგოლის ბეჭედს მოუტანს. 2021 წელში გადახდილი ქორწილი წარმატებულ, ხანგრძლივ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გპირდებათ.
2021 წელს ქორწილის გადახდის წესები
თუ 2021 წელს ქორწილის გადახდას გეგმავთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ. პირველ რიგში, წვეულების უსაფრთხოდ ჩატარებაზე იზრუნეთ. მსოფლიო პანდემიის პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგალითად, თუ ქორწილს თბილ სეზონზე გეგმავთ, ეს ღია სივრცეში მოაწყვეთ. ბუნებაში ნათურების ფონზე ცერემონია – იდეალური ვარიანტი, რომელიც ყველას მოეწონება. ასე სტუმრები ერთ ჭერქვეშ არ შეჯგუფდებიან და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას შეძლებენ.
სპეციალისტები გირჩევენ, რომ დიდი ქორწილი არ გადაიხადოთ. მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეგობრები დაპატიჟეთ, რომელთანაც კონტაქტს ინარჩუნებთ. ქორწილზე ყველა ნაცნობის დაპატიჟება საჭირო არაა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა მიღებული. გვეთანხმებით?
ხალხის შეჯგუფება თავიდან რომ აიცილოთ, შეგიძლიათ ქორწილი 2 დღეზე გაყოთ. მაგალითად, პირველ დღეს მხოლოდ ნათესავები შეკრიბეთ, მეორე დღეს – მხოლოდ მეგობრები. უკიდურეს შემთხვევაში დისტანციური აღნიშვნაც შეიძლება. უჩვეულო იდეა!
შემდეგ მომენტი – შენობის შერჩევა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმას, თუ რესტორანი ან კაფე დაწესებულ წესებს რამდენად პასუხისმგებლობით იცავს. თუ ოფიციანტი ან ადმინისტრატორი ნიღაბს სწორად არ ატარებს ან სადეზინფექციო საშუალებებს არ იყენებს, სჯობს სხვა ადგილი აირჩიოთ. სხვათა შორის, იდეალური იქნება ისეთი შენობა, სადაც საბანკეტოდ ცალკე ოთახი იქნება გამოყოფილი. ასე უცხო ხალხთან კონტაქტს მინიმუმამდე შეამცირებთ.
ასევე სტუმრებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. ნიღაბი, ანტისეპტიკური სალფეთქი ან ხელთათმანი საკმარისია.
ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მომენტი – სტუმრებთან კომუნიკაცია. ნათესავებს და მეგობრებს წინასწარ ჰკითხეთ, თუ თავს როგორ გრძნობენ. დაავადების მცირე ნიშანიც სიგნალია, რომ წვეულება გამოტოვონ. სამწუხაროდ, ჩვენს მშფოთვარე დროს თავისი წესები აქვს. თქვენ სხვა სტუმრებს საფრთხეს ვერ შეუქმნით, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტუმრებს შორის ასაკოვანი ადამიანებიც არიან.
უდაოდ, თავადაც ხვდებით, რომ ქორწილი მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან სტრესული მოვლენაა. 2021 წელს კიდევ უფრო მეტად! პირველ რიგში, ძალას და მოთმინებას გისურვებთ. გაუთავებელ სამზადისში რომ არ დაიბნეთ, გირჩევთ რამდენიმე ახლობელს დახმარება სთხოვოთ. ან საერთოდ საორგანიზაციო საკითხები სპეციალისტს ჩააბარეთ. ასე დროსაც დაზოგავთ და თავს ზედმეტი ფიქრებით არ დაიტვირთავთ.
წელს ქორწილის აღნიშნავს გეგმავთ? საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური წვეულება. თქვენი მოსაზრება კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ!