მანის ბურღულის ღვეზელი “სამი ჭიქა”

0
141

ამ ღვეზელმა ჩემი ყურადღება სიმარტივისა და ადვილად მოსაძიებელი ინგრედიენტების გამო მიიპყრო. ის იმაზე გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი. მომზადების პროცესში ყველაზე რთული – ვაშლის გახეხვაა.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა მანის ბურღული
  • 1,2 კილოგრამი მჟავე ვაშლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 0,5 ლიმონი
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 22 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე საცხობი ფორმა

მომზადების წესი

1. აურიეთ ინგრედიენტები. ის სამი ჭიქა რომლის საპატივცემულოდაც დაერქვა სახელი ღვეზელს: ფქვილი, მანის ბურღული და შაქარი. მჟავიანობასა და სიტკბოს შორის ბალანსისთვის შეგვიძია შაქარი 15%-ით ნაკლები გამოვიყენოთ ვიდრე რეცეპტშია მოცემული. დაუმატეთ მწიკვი ვანილი, გამაფხვიერებელი და აურიეთ.

2. ვაშლი გათალეთ და სახეხზე გახეხეთ. დაუმატეთ დარიჩინი. თუ ვაშლი მჟავე არ არის მას ლიმონის წვენი დაუმატეთ.

3. საცხობ ფორმაზე ერთი ფენა პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მას ზეთი წაუსვით.

4. მშრალი ნარევი 4 თანაბარ ნაწილად დაყავით. ერთი ნაწილი ფორმაში ჩაყარეთ და თანაბარი სისქით გაანაწილეთ მთელს ზედაპირზე.

5. შემდეგ მასზე გახეხილი ვაშლის მესამედი გაანაწილეთ.

6. ეს პროცედურა კიდევ ორჯერ გაიმეორეთ: მშრალი ნარევი, ვაშლი, მშრალი ნარევი ვაშლი და ბოლოდ ისევ მშრალი ნარევი.

7. კარგია თუ ვაშლი წვენს გამოუშვებს. ის ზემოდან მოასხით რათა ფენა წვენით გაჯერდეს. ეს ღვეზელს შეკრავს და მას უფრო ნოტიოს გახდის. თუ ვაშლი წვენს არ უშვებს შეგიძიათ ღვეზელს რძე მოასხათ.

8. მშრალი ნარევის ზედა ფენას კარაქი დაახეხეთ.

9. ფორმა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში შედგით და 40-45 წუთით აცხვეთ.

10. ღვეზელს გაგრილება აცადეთ, გადმოოიღეთ ფორმიდან და პორციებად დაჭერით.

11. ღვეზელი “სამი ჭიქა” მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ღვეზელი სწრაფად მზადდება, არომატული, წვნიანი და გემრიელია. ძალიან გაგიჭირდებათ სხვა მსგავსად მარტივი და გემრიელი რეცეპტის პოვნა. მას ხშირად ვამზადებს და მთელი ოჯახი აღფრთოვანებულია!