თუ არ იცით საყვარელი ადამიანები რით გაახაროთ გირჩევთ ყველისა და ქათმის რულეტი მოუმზადოთ. ეს უგემრიელესი კერძი გულგრილს ვერავის დატოვებს! ის მარტივად და სწრაფად მზადდება და ამ რეცეპტს ნამდვილად შეიყვარებთ!
ინგრედიენტები:
- 600 გრამი ქათმის ხორცი
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 კონა კამა
- 50-70 მილიგრამი წყალი
- 5 ქათმის კვერცხი
- 350 გრამი მაგარი ყველი
- 1 ჩაის კოვზი მანი
- 100 გრამი მაიონეზი
- 1 მწიკვი კურკუმა
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. ფარშის მოსამზადებლად ქათმის ხორცი კანიანად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. დაჭერით მწვანილი და ხახვი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მარილითა და 50-70 მილიგრამი წყლით შეაზავეთ.
2. ათქვიფეთ ქათმის კვერცხი მაიონეზთან და 1 ჩაის კოვზ მანის ბურღულთან ერთად. მაიონეზი შეგიძლიათ ცხიმიანი არაჟნით ჩაანაცვლოთ. ფერისთვის კვერცხის მასაში ცოტაოდენი კურკუმის დამატება შეგიძლიათ.
3. მაგარი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და კვერცხის მასას შეურიეთ. შემდეგ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და 10-15 წუთით 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში აცხვეთ.
4. კვერცხისა და ყველის ფენაზე ფარში მოათავსეთ და რულეტად შეკარით. შემდეგ ქურაში ნახევარი საათით შედგით. მნიშვნელოვანი მომენტი: რულეტი პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ და ზემოდანაც პერგამენტი დაადეთ რათა არ დაიწვას.
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამ რულეტის მომზადების შემდეგ ამ კერძით ახლობლებს ხშირად გაახარებთ.