შინაურული ლამინირების დადებითი მხარეები და როგორ გამოიყურება წამწამები

0
699
Photo credit: Getty Images

თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ყოველწლიურად ჩნდება სულ უფრო და უფრო მეტი პროცედურა, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ქალებში პოპულარულია. ტუჩის ფორმის კორექცია და მოცულობის გაზრდა, ფრჩხილების დაგრძელება, სახის გაწმენდა და პერმანენტული მაკიაჟი – ეს ქალური ხრიკების მხოლოდ მცირე ნაწილია. თითოეულ მათგანს შეიძლება ცალკე სტატია მივუძღვნათ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რა არის წამწამების ლამინირება და ბოტოქსი.

Photo credit: Getty Images

წამწამების ლამინირება და ბოტოქსი

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სილამაზის სალონებში წამწამების დაგრძელება მთავარი პროცედურა იყო, თუმცა ახლა მთელი სილამაზის ინდუსტრია ბუნებრიობისკენ მიისწრაფვის. სწორედ ამიტომ, გოგოები ლამინირებას და ბოტოქსს ანიჭებენ უპირატესობას. ორივე პროცედურა მოვლის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ თავისი თვისებებით და შედეგებით განსხვავდება.

Photo credit: Freepik

ლამინირების მიზანი – წამწამების გახშირება და მიმზიდველობის მინიჭება. აქტუალურია გრძელი და სწორი წამწამების მფლობელთათვის. ამ პროცედურის წყალობით წამწამები აიპრიხება, თითქოსდა ახლახანს ტუშით შეიღებეთ და ასაპრეხი მოწყობილობა გამოიყენეთ.

Photo credit: Instagram

ლამინირების ეფექტი საშუალოდ 2 თვე გრძელდება. ძილის და დაბანის შემდეგ წამწამები უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება. ეს ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყოველდღიურად მაკიაჟის ტარება არ გიყვართ.ბოტოქსი აუცილებელია წამწამების სტრუქტურის აღსადგენად და მოცულობის მისანიჭებლად. ასეთი პროცედურა წამწამებს გააძლიერებს და უფრო მეტ მოქნილობას შემატებს. გარდა ამისა, ბოტოქსის წყალობით წამწამების შესაძლო მტვრევადობას თავიდან აიცილებთ. პირიქით, მის ზრდას ხელს შეუწყობთ. საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, არა?

Photo credit: Freepik

სპეციალისტები ორივე პროცედურის ერთად ჩატარებას გირჩევენ. შედეგად მოცულობით, გრძელ, აპრეხილ და ხშირ წამწამებს მიიღებთ. 6-8 კვირის შემდეგ კი განახლდება! რაც მთავარია, ხელოვნურად არ გამოიყურება, პირიქით, საკმაოდ ბუნებრივია.კარგი სპეციალისტი ორივე პროცედურას 1,5-2 საათში ჩაგიტარებთ, თუმცა ბევრი რამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. თუ წამწამების ლამინირებას და ბოტოქსს პირველად იკეთებთ, მზად იყავით, ცოტა ხნით ერთ პოზაში გაჩერება მოგიწევთ. დარწმუნებული ვართ, ეს ამად ღირს!

წამწამების ლამინირების და ბოტოქსის უარყოფითი მხარეები

როგორც უკვე მიხვდით, წამწამების ლამინირებას და ბოტოქსს უამრავი დადებითი მხარე აქვს. მაგრამ არსებობს მინუსები ან შესაძლო რისკი? ეს უფრო ინდივიდუალური საკითხია. მაგალითად, თუ რომელიმე კომპონენტის მიმართ აუტანლობა გაქვთ, მსგავსი პროცედურის ჩატარება არ შეიძლება.

Photo credit: Instagram

გარდა ამისა, ორივე პროცედურა იაფი სიამოვნება არაა. ორჯერ დაფიქრდით გაკეთებაზე, თუ ხედავთ, რომ პროცედურა იაფი ღირს. ასევე არ გარისკოთ და გამოუცდელ სპეციალისტთან მოდელის სახით არ დაჯდეთ. სამწუხაროდ, გარანტიას ვერავინ მოგცემთ.კიდევ ერთი მომენტი – ახალი წამოზრდილი წამწამების კორექცია. საქმე იმაშია, რომ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება პროცედურა ჩატარებული ღერებისგან. თუმცა ამის გამო პროცედურებზე უარის თქმა არ ღირს.

უკუჩვენება

გახსოვდეთ, თვალის პატარა პრობლემის შემთხვევაშიც ლამინირება და ბოტოქსი არ შეიძლება. მაგალითად, თუნდაც სეზონური ალერგიის დროს. სჯობს ოფთალმოლოგთან კონსულტანცია გაიაროთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა.

Photo credit: Instagram

გარდა ამისა, თავის მოვლის პროცედურები ორსული და მეძუძურე ქალებისთვის უკუჩვენებულია. ასევე კრიტიკულ დღეებში სალონში წასვლა არ ღირს. საქმე იმაშია, რომ ჰორმონალური დისბალანსის გამო მასალამ შეიძლება არ იმოქმედოს.

შეიძლება თუ არა ლამინირება სახლის პირობებში

დაგვეთანხმეთ, სალონებში სიარული ყველას არ მოწონს. მაგალითად, ზოგი დამოუკიდებლად იღებავს თმას ან ისწორებს წარბების ფორმას. შეიძლება თუ არა წამწამების ლამინირება სახლის პირობებში?

Photo credit: Freepik

როგორც აღმოჩნდა, შეიძლება. დღეს გამოცდილი ოსტატი გოგოების გამოცდილებას და პროცედურის ეტაპებზე გიამბობთ. თუმცა ვაღიარებთ, რომ ამის გამეორებას არ გირჩევთ. სპეციალისტები მთელ კურსს გადიან, რომ პროცედურების ჩატარება ისწავლონ. რისკის გარეშე ამ რთული პროცედურის უბრალოდ გაკეთება არ შეიძლება. საქმე ხომ თქვენს თვალებს და წამწამებს ეხება! ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია! პროცედურისთვის მთელი რიგი კომპონენტები დაგჭირდებათ! პირველ რიგში, სპეციალური შემადგენლობა ლამინირებისთვის და სილიკონის ბიგუდები წამწამების ფიქსაციისთვის. მეორეც, სპეციალური მოხრილი ინსტრუმენტი, წამწამების წებო, ფუნჯი (მიკროფუნჯი), საღებავი და მჟანგავი (1,8%).

პროცესი

  1. თავდაპირველად, გოგონამ ბიგუდები წამწამებზე მჭიდროდ მიიკრა. მათ გასასწორებლად მრუდე ინსტრუმენტი გამოიყენა, ცოტა მოთმინებაც დასჭირდა. ყველა წამწამი სწორი და გლუვი უნდა იყოს.
  2. შემდეგ წამწამებზე განსაკუთრებული დამარბილებელი საშუალება წაისვა, რომ წამწამები უფრო მოქნილი გამხდარიყო. ამასთან წამწამების ძირს და წვერს არ უნდა შეეხოთ. 8 წუთის შემდეგ ზედმეტი ნარჩენები ბამბის ჩხირით მოიშორა და მეორე საშუალება წაისვა.
  3. მეორე საშუალებას მოქმედებისთვის 7 წუთი სჭირდება. შემდეგ საღებავი და მჟანგავი 1:1 თანაფარდობით აურია და მეორე საშუალებისგან გაწმენდილ წამწამებზე წაისვა.
  4. 5 წუთის შემდეგ საღებავი სველი ბამბის ჩხირებით მოიშორა. ამის შემდეგ მესამე, დამაფიქსირებელი საშუალება წაისვა, რომელიც წამწამებს უფრო ბზინვარეს და ელასტიკურს ხდის. პროცეუდრის შემდეგ სჯობს დაიბანოთ, რომ ზედმეტი გელ–ზეთოვანი შემადგენლობა მოიშოროთ.

სპეციალისტი გაფრთხილებთ, სახლის პირობებში წამწამების ლამინირება ძალიან რთული პროცესია. პრობლემები შეიძლება პირველივე ეტაპზე წარმოიქმნას. მაგალითად, თუ ბიგუდებით წამწამების წვერებს დაფარავთ, ძლიერ აიპრიხება. გარდა ამისა, შემადგენლობის დროზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ასე წამწამებს დააზიანებთ.

Photo credit: Instagram

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტატია წამწამების ლამინირების შესახებ ყველა დეტალის გარკვევაში დაგეხმარათ. თუ მსგავსი პროცედურა უკვე ჩატარებული გაქვთ, თქვენი შთაბეჭდილება აუცილებლად გაგვიზიარეთ. საინტერესოა, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით!