თანამედროვე სამყაროში რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელიც ცნება „ფემინიზმს“ არ იცნობს. ნამდვილად, ბოლო წლებში ქალის უფლებებზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. თან არა მხოლოდ უფროსები, არამედ ბავშვებიც. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ ფემინიზმის რომელი პრინციპები უნდა ჩართოთ ოჯახში გოგონას გაზრდის პროცესში.
გოგონას აღზრდა
რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდის თემა ერთ–ერთი ყველაზე საკამათო და არაერთმნიშვნელოვანი საკითხია. ზოგი ირწმუნება, რომ ბავშვის სურვილები და მოსაზრება ყოველთვის არ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ძალიან პატარაა, რომ რამეს ხვდებოდეს. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ, ყველა სქესის და ასაკის მიუხედავად უნიკალურები და დამოუკიდებლები ვართ. სწორედ ამიტომ, პატარაობიდანვე ბავშვებს თავისუფლება უნდა მივცეთ და მათ მოთხოვნებს პატივი ვცეთ.
რომელ მხარესაც არ უნდა მიემხროთ, ეს თქვენი არჩევანია. გაითვალისწინეთ, რომ სამყარო სწრაფად იცვლება. ახლა მოძველებული სტერეოტიპების და სასაცილო წესების რწმენა უბრალოდ არაგონივრულია. აქედან გამომდინარე, „პაპარაცი“ გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, რომელიც თანამედროვე გოგოს აღზრდისას უნდა გაითვალისწინოთ.
1. იყოს ძლიერი
საზოგადოებისთვის მოსახერხებელია, რომ გოგონა „სუსტ“ არსებად ჩათვალოს. დღემდე ბევრი გოგოსთვის ეს კომფორტული პოზიციაა. და მაინც „ქალი სუსტი უნდა იყოს“ სულ უფრო და უფრო წარსულში რჩება. ასწავლე გოგონას, რომ ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც ბიჭი. ზუსტად თანაბარ დონეზე, არა უფრო ძლიერი ან სუსტი. მხოლოდ ასეთი რწმენით შეძლებს ადამიანი სრული თავისუფლების და თავდაჯერებულობის მოპოვებას.
2. პირადი საზღვრები დაიცვას
თითოეულ ჩვენგანს უნდა შეეძლოს თქვას „არა“, „შეჩერდი“ და „ჩემთან ასე არ შეიძლება“. ერთი შეხედვით მარტივი სიტყვები ბევრ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ. თითოეული თანამედროვე მშობლის ნომერ პირველი ამოცანაა – ბავშვში ეს უნარი განავითაროს. გაითვალისწინეთ: თუ ზრდასრული ადამიანი პირად საზღვრებს ვერ იცავს, ამას სხვას ვერ ასწავლის. პირველ რიგში, საკუთარ თავს ასწავლეთ.
3. უყვარდეს საკუთარი სხეული
„ჩემი სხეული – ჩემი საქმეა. მნიშვნელოვანია, ეს ფრაზა გოგონას რაც შეიძლება ადრე ასწავლოთ. ასეთი ფიქრებით გარეგნობის მხრივ ყოველგვარ კომპლექსებს თავიდან მოიშორებთ. ბავშვს აუხსენით, რომ საზოგადოდ მიღებული იდეალები ძალიან ცვალებადია, ამიტომ სჯობს ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. გარდა ამისა, სილამაზე ძალიან სუბიექტურია და პრინციპში ჯანმრთელობის გარეშე მნიშვნელობა არ აქვს.
4. იყოს ლიდერი
ქალებს წლების განმავლობაში სწორედ ლიდერული თვისებები აკლდათ. არა იმიტომ, რომ მათ ეს არ სურდათ, უბრალოდ საზოგადოება ამას ხელს არ უწყობდა. ახლა ვხვდებით, რომ თითოეულ ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ხოლო ლიდერული თვისებები ამ რთულ მისიაში დაგეხმარებათ.
5. ზუსტი მეცნიერება აითვისოს
როგორც ცნობილია, დიდი ხნის განმავლობაში ქალებს მეცნიერებაში არ უშვებდნენ. რაც გამოწვეული იყო იმ სტერეოტიპით, რომ „ქალებს სამეცნიერო ინფორმაციის აღქმის და ლოგიკურად აზროვნების უნარი არ აქვს“. საბედნიეროდ, ჯანსაღმა აზრმა და დრომ ამ გავრცელებულ ცრურწმენაზე გაიმარჯვა. დღესდღეობით მეცნიერ ქალებს ისევე ხშირად შეხვდებით, როგორც კაცებს. სწორედ ამიტომ, მშობლებს შვილების შესაძლებლობების უნდა სწამდეთ და მათ ცოდნის გაღრმავებას ხელი უნდა შეუწყონ.
6. თავისუფლად იაზროვნოს და აირჩიოს
დედობა ნებისმიერ სხვა საქმიანობას, ოცნებას და სურვილებს ავტომატურად წერტილს არ უსვამს. გარდა ამისა, თანამედროვე ქალს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ დედობა, კარიერა, სწავლა და ჰობი ერთმანეთს წარმატებით შეუთავსოს. ათასობით და კიდევ მილიონი დედა უკვე ამის დასტური გახდა. თანამედროვე დედის კიდევ ერთი მიზანია გოგონას დაანახოს, რომ არჩევანის აბსოლუტური უფლება აქვს. აირჩიოს ვინმეს აზრზე, კულტურასა თუ ტრადიციაზე დაყრდნობის გარეშე.
ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ეთანხმებით? შესაძლოა, ამ სიაში დასამატებლად რაღაც გაქვთ? თქვენი მოსაზრებები თამამად გაგვიზიარეთ.