2021-ის გაზაფხული–ზაფხულის ტენდენციები, რომელიც ერთ თვეში მთელს თქვენს სადაქალოს ეცმევა.

0
712

2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის ჩვენებები ისტორიაში ნამდვილად შევა. მსოფლიოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე სეზონი თითქმის 6 თვე გაიწელა. ზოგიერთმა მოდის ბრენდმა ტრადიციას არ უღალატა და თავისი კოლექცია გრაფიკით წარმოადგინა. სხვებმა თარიღი გადაწიეს და პრეზენტაციის ახალი ფორმატი გამოიყენეს. დღეს შეჯამება თამამად შეგვიძლია. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი ტენდენციები იქნება პოპულარული მოდის სამყაროში 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე.

photo credit: freepik

ახალი ტრენდები – 2021

დღეს 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის 9 მთავარ ტრენდს გთავაზობთ. თუ გსურთ იყოთ მოდური, გირჩევთ ამ წლის მოდურ ტენდენციებს გადახედოთ და გარდერობი შეავსოთ.

დომინოს ეფექტი

გასულმა წელმა დაამტკიცა, რომ თანამედროვე სამყარო საკმაოდ უჩვეულოა. თუმცა თანამედროვე დიზაინერებს თავისი სიმართლე აქვთ. 2021 წლის გაზაფხული და ზაფხული შავ–თეთრი ფერების კონტრასტში გამოიხატება. არანაირი ჩრდილები – მხოლოდ მინიმალიზმი და სუფთა ფერები. თუ ასეთი სტილი მოგწონთ, გადახედეთ ბრენდებს Dolce&Gabbana, Loewe, Gabriela Hearst, GUDU.

ჩვენებაზე

პოდიუმზე ბრუნდება ბრალეტი – ბიუსჰალტერი რკინების გარეშე, რაც გვანიშნებს, რომ ცხელი ზაფხული გველოდება. გირჩევთ გაზაფხული–ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყოთ, რადგან სხეულის გამოჩენა მოდური იქნება. ასეთი ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ისეთ ბრენდებში, როგორიცაა Dior, Versace ან No.21.

რომანტიკის სტილში

2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციას რომანტიკული ჩანართების გარეშე არ ჩაუვლია. თანამედროვე ტანსაცმლის დიზაინერები გირჩევთ საზაფხულოდ მსუბუქი ქსოვილის გრძელი კაბები მოიმარაგოთ. ასე რომანტიკულ სტილს შექმნით და გარეგნობას სიმსუბუქეს შემატებთ. რაც შეეხება ბრენდებს, ამის კაშკაშა მაგალითებია Valentino, Michael Kors Collection, J’Amemme, Alberta Ferretti.

რაც უფრო ფართო, მით უკეთესი

ფართო შარვალი ლამაზ ფეხს მალავს, მაგრამ ეფექტურად გამოიყურება. 2021 წელს გაზაფხულსა და ზაფხულში მრავალფეროვანი სტილი მოდაში იქნება. მაგალითად, ბრენდის The Row იდეა მინიმალისტებს ნამდვილად მოეწონებათ. ამ სეზონზე Louis Vuitton აქცენტს მოცულობაზე აკეთებს. აი, დიზაინერი ტომ ფორდი გთავაზობთ დაბალწელიანი შარვალი აირჩიოთ. თუ რაღაც ყოველდღიური სამუშაო ლუქის შერჩევა გსურთ, ბრენდ Max Mara–ს კოლექციაში შესაფერის ვარიანტებს იპოვით.

სამეფო სამოსი

2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციები იზოლაციის პირობებში შეიქმნა, ამიტომ მასში რეალური პრობლემისგან გაქცევის სურვილს აშკარად დაინახავთ. დიზაინერები გვთავაზობენ სამეფო მოსასხამს, რომელიც არისტოკრატულ სტილს ქმნის. წარმოიდგინეთ, რომ სამეფო მიწვევაზე მიდიხართ. ბოლო დროს, ხომ სახლში დიდ დროს ვატარებთ. რატომ არ უნდა ვიოცნებოთ? მსგავს მოსაცმელებს იპოვით შემდეგი ბრენდების კოლექციებში Prada, Simone Rocha, Emilia Wickstead.

დისკოს სტილი

გასულ წელს წვეულებები და გართობა იშვიათი მოვლენა იყო, ამიტომ დიზაინერებმა გადაწყვიტეს 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში ბრწყინვალე დეტალები შემოეტანათ. ახალ სეზონზე თქვენს გარდერობში ბზინების დოზის შემოტანა ზედმეტი არ იქნება. თუ კაშკაშად ბრწყინვა გსურთ Chanel-ის, Saint Laurent-ის და Celine-ს ახალ კოლექციებს გაეცანით.

ამოჭრილი სტილის არ შეგეშინდეთ

თანამედროვე დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში ამოჭრილი დეტალებით ეთამაშათ. შეხვდებით არა მხოლოდ გვერდზე სიმეტრიულად ჩაჭრილ სამოსს, არამედ ქაოტურ ნახვრეტებს. მსგავსი სტილის საინტერესო ვარიანტები აქვს შემდეგ ბრენდებს: Prada, Gabriela Hearst.

წელის მოჭერის დროა

როგორც ჩანს, უფორმო ჰუდები გასულ წელს ყველას მობეზრდა. ახალ სეზონზე მოდაში კორსეტები ბრუნდება. ვიქტორიანული მოტივები მიმზიდველად და უცხოდ გამოიყურბეა, განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი ბრენდების კოლექციები: Alexander McQueen, David Koma და Andreas Kronthaler.

ზოლები

2021 წლის ახალი ტრენდი დინამიური ხაზები გახდა. გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში თქვენი გემოვნების ზოლებიან ვარიანტს იპოვით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ზოლებში საინტერესო რაა? მაგრამ მოდის ბრენდებმა Louis Vuitton, Bottega Veneta და Christian Dior ამ მარტივი ზოლებით საინტერესოდ ითამაშეს.

თანამედროვე მოდა არა უბრალოდ ტანსაცმელი, არამედ ხელოვნებაა. უჩვეულო სტილის შექმნით სრულად გარდაქმნას და ცხოვრებაში რაღაც ახლის შემოტანას შეძლებთ. გარდერობი ახალი იდეებით შეავსეთ და 2021 წლის გაზაფხულს მოდურად შეხვდით. თქვენ რომელი ახალი ტრენდი მოგწონთ ყველაზე მეტად?