რატომ ყიდულობენ დიასახლისები ჰაერის დამატენიანებელს

473

გაუსაძლისად მშრალი ჰაერი – ცენტრალური გათბობის მქონე თანამედროვე ბინების ყოფაა. სახლში არსებული მშრალი ჰაერი სასუნთქ გზებთან დაკავშირებით პრობლემებს იწვევს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში გვეხმარებიან. ზამთრის ჰაერის სიმშრალის გარეშე გადასატანად უბრალოდ კარგი დამატენიანებლი შეძენაა საჭირო. ამ სტატიაშ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ეს ხელსაწყო და მის ყველა განსაკუთრებულობაზეც მოგითხრობთ.

როგორ ავირჩიოთ კარგი ჰაერის დამატენიანებელი

მოდით პრიველ რიგში იმაში გავერკვიოთ თუ რა უარყოფითი თვისებები აქვს მშრალ ჰაერს. პირველ რიგში სინოტივის დონე ბიანში არსებულ მიკროკლიმატზეა დამოკიდებული. ეს ჩვენს იმუნიტეტსა და პატარა ბავშვების ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ასევე მცენარეებისა და შინაური ცხოვრელების მდგომარეობაზე. სპეციალისტები ტყუილად არ საუბრობენ, რომ შენობაში არსებული ჰაერი რაც უფრო მშრალია, მით უფრო მაღალია ვირუსული ინფექციის გაჩენის ალბათობაც.

Photo credit: Depositphotos

პირველ რიგში ეს იმიტომ ხდება, რომ ლორწოვანი გარსი შრება და თავის დამცავ ფუნქციას ვეღარ ართმევს თავს. ამისგან თავდასაცავად, ბინაში ჰაერი მუდმივად უნდა განაახლოთ. სინოტივის ოპტიმალური მაჩვენებელი ბინაში 40 – 60% მერყეობს. ეს მაქსიმალურად კომფორტული პირობაა დასვენებისა და მუშაობისთვის.

დამატენიანებლების ტიპები

დღეს ბაზარზე დამატენიანებლების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. ისინი ზომით, ფორმითა და მახასიათებლებით გამოირჩევა. მაგალითად ოფისში მცირე ზომის, პორტატული დამატენიანებლის გამოყენება შეგიძლიათ, რომლის დადგმაც პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე შეიძლება. როგორც წესი ისინი USB-კაბელის მეშვეობით ირთვება.

Photo credit: Depositphotos

თუ მოწყობილობას სახლისთვის ირჩევთ, აჯობებს პირველ რიგში ყველა მათგანი მუშაობის პრინციპსა და შესაძლებლობებს გაეცნოთ. დიდი პოპუალრობით სარგებლობენ ულტრახმოვანი მოდელები. ისინი ცივ ორთქლს უშვებენ. ასეთი დამატენიანებელი სრულიად უსაფრთხოა რაც განსაკუთღებით აქტუალურია თუ სახლში ბავშვები გყავთ. მათი კიდევ ერთი პლუსი უხმაუროდ მუშაობაა. მაგალითად ეს იდეალრია იმ შემთხვევაში თუ მას საბავშვო ოთახში დგამთ.

Photo credit: Depositphotos

არსებობს გაცილებით გაუმჯობესებული სახეობებიც. არსებობს უფრო თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელებიც რომლებსაც იონიზატორიც აქვთ. მათი წყალობით ბინაში ჰაერი მუდმივად სუფთა იქნება, თითქოს მთაში ხართ. ეს დაგეხმარებათ უკეთ ისუნთქოთ და იმუნიტეტი გაიუმჯობესოთ. ეს მოდელები უფრო ძვირია თუმცა მათი შეძენა ნამდვილად ღირს!

უკანა პლანზე გადაიწია ორთქლის დამატენიანებლებმა. მათში წყალი ჯერ ცხელდება და შემდეგ ორთქლდება. ის ჩვეულებრივი ელექტრო ჩაიდანის პრინციპით მუშაობს. იმის გამო, რომ ხელსაწყო ცხელ ორთქლს უშვებს მას მთლად უსაფრთხოს ვერ ვუწოდებთ. თუმცა ასეთი მოდელები კარგია და სწრაფად ატენიანებს ჰაერს. თმცა ისინი ბინაზე მეტად ყვავილების ორანჟერეებს უფრო შეეფერებიან.

განსაკუთრებულობები

ჰაერის დამატენიანებლებს ავტომატიზაციის ფუქნციაც აქვთ. ისინი ეთრეზეთების გამოყენების ფუნქციასაც ითავსებენ. სწორად შერჩეულ ზეთს არა მხოლოდ ჰაერის გაუმჯობესება არამედ თქვენი შრომისუნარიანობისა დ ასაერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეუძლიათ.

Photo credit: Depositphotos

გარდა ამისა, უფრო ძვრიადღირებული მოდელები ჩაშენებული ჰიგროსტატით იყიდება (ლაბორატორიული ხელსაწყო ჰაერის ტენიანობის შესაქმნელად). მისი მეშვეობით ბინაში ჰაერის ტენიანობის გაკონტროლებას დამოუკიდებლად შეძლებთ. ზოგიერთი მოდელი ავტომატურად ითიშება როდესაც ტენიანობის მაჩვენებელი საჭირო დონეს უახლოვდება. ეს ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა რომელიც საშუალებას მოგცემთ მუდმივად ოპტიმალური ტენის მქონე გარემოში იყოთ.

თუ კარგი დამატენიანებლის შეძენას გეგმავთ, ყურადღება მისი მოქმედების არეალს მიაქციეთ. არ იყიდოთ აპარატი რომელიც იმაზე დიდი სივრცისთვის არის განკუთვნილი ვიდრე თქვენ გაქვთ. ასეთ დროს ბინაშ არსებული ტენი შეიძლება მისაღებ ნორმას აჭარბებდეს ეს კი ობისა და ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს.

Photo credit: Depositphotos

ყურადღება მიაქციეთ აპარატის მუშაობის ხმასაც. ამ მაჩვენებლებს მწარმოებლები ყოველთვის უთითებენ შეფუთვაზე. საშუალოდ ხმის დოე 10-70 დეციბალია. ნაკლებ მნიშვნელოვანი არ გახლავთ – წყლის რეზერვუარის ზომაც.

იმედი გვაქვს ჩვენმა სტატიამ დაგარწმუნათ, რომ ბინაში ჰაერის ტენიანობა მუდმივად უნდა აკონტროლოთ. ტენიანი ჰაერი საშუალებას მოგცემთ უფრო ტკბილად გეძინოთ, დილით კი ცხვირში სიმშრალის გარეშე გაიღიძოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს