კერძი რომელსაც მაშინ ვამზადებ როდესაც მეუღლე ბევრ ბროკოლს ყიდულობს

0
1138

ბრაწულა ბროკოლით და ორგაულით – საუკეთესო გადაწყვეტილებაა ძველი ახალი წლისთვის. ამ ბრაწულაშ ყველაფერი იდეალურია: შესახედად ლამაზია, არომატული, ბროკოლი, ორაგული და კარტოფილი კარაქში ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის, უმარტივესად მზადდება და ოჯახის ყველა წევრს აბედნიერებს!

Photo credit: Depositphotos

დღეს ერთ-ერთ კულინარიული ბლოგერის ნოყიერ და ნაზ თევზისა და ბროკოლის ბრაწულას რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • 800 გრამი კარტოფილი
  • 1 წითელი ხახვი
  • 500 გრამი კალმახი ან ორაგული
  • 400 გრამი ბროკოლი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 300 მილიგრამი ნაღები
  • 3 კვერცხი
  • 1 კბილი ნიორი
  • 50 გრამი ყველი
  • 1 კონა კამა
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით
  • 10 გრამი კარაქი

მომზადების წესი

1. კარტოფილი გასუფთავეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით. დაასხით კარტოფილს ცხელი წყალი, მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ ნახევარ მზაობამდე დაახლოებით 5-7 წელი.

2. ხახვი თხელ ნახევარრგოლებად დაჭერით. დაჭერით კამა. თევზი საშუალო ზომის ნაჭრებად დაყავით. შეაზავეთ მარილით და ლიმონის წვენი მოაპკურეთ.

3. სოუსის მოსამზადებლად, ნაღებში კვერცხი ჩაახალეთ, დანაეთ ნიორი, მარილი და ნახევარი კამა. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

4. საცხობ ფორმაში (სასურველია 28×28 სანტიმეტრი დიამეტრის იყოს) მოუსვით კარაქი. ფორმის ფსკერზე კარტოფილი დააფინეთ, შემდეგ კი ბროკოლის ფენა დადევით.

ბროკოლი შეიძლება გაყინულიც გამოიყენოთ თუმცა ფორმაში მოთავსებამდე აუცილებლად გაალღვეთ. თუ ბროკოლი ახალია – გამოყენებამდე ოდნავ მარილიან წყალში 3 წუთით ხარშეთ.

5. ბროკოლზე ხახვი და თევზი მოათავსეთ. დაასხით სოუსი და გახეხილი ყველი მოაყარეთ. შეაზავეთ წიწაკით და წინასწარ, 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში ნახევარი საათით აცხვეთ.

6. სულ ეს არის, უგემრიელესი ბრაწულა მზად არის. გემრიელად მიირთვით!

Paparazzi-ს რედაქციის რჩევა

ამ რეცეპტში გაოყენებული ორაგულის ნაცვლად შეგიძიათ სხვა, თევზის თქვენთვის საყვარელი სახეობები გამოიყენოთ. აჯობებს ისეთი სახეობები ამოირჩიოთ რომლებსაც ცოტა ძვლები ან ფხები აქვს. შეგიძიათ ბროკოლი – ყვავილოვანი კომბოსტოთი ჩაანაცვლოთ.