იტალიელი დედამთილის ლაზანია და მეთოდი, თუ როგორ უნდა მოხარშოთ ფენები სწორად

0
580

როგორ მოვამზადოთ ლაზანია სახლის პირობებში? ამ სტატიაში ლაზანიას რეცეპტს გასწავლით რომელიც ჩემი მეგობრის იტალიელი დედამთილისგან ვისწავლეთ. მას შემდეგ ამ კერძს ოჯახის წევრების გასახარებლად ვიყენებ. მასში სანელებლების არომატებიც შეგხვდებათ, მჟავე პომიდორიც და რბილი მოცარელაც რომელიც პირში დნება.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები ლაზანიასთვის

  • 650 – 700 გრამი ხორცის ფარში (ძროხისა და ინდაურის ხორცი)
  • 2 ცალი ხვავი
  • 1 სტაფილო
  • 9 – 10 ლაზანიის ფენა
  • 2 ცალი პომიდორი
  • 90 გრამი ტომატის პასტა
  • 100 გრამი მოცარელა
  • 50 გრამი კარაქი
  • 3 ლიტრი წყალი
  • 3 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი წიწაკა, სუნელები გემოვნებით

ინგრედიენტები ბეშამელის სოუსისთვის

  • 900 გრამი რძე
  • 30 გრამი კარაქი
  • 30 გრამი ფქვილი
  • მარილი, წიწაკა, მუსკატის კაკალი გემოვნებით

მომზადება

1. დასაწყისისთვის ბეშამელის სოუსი მოვამზადოთ. კარაქი ჭურჭელში მოათავსეთ და ცეცხლზე შემოდგით. გააცხელეთ ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ. მცირე პორციებით დაუმატეთ რძე. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. 3 – 5 წუთის შემდეგ სოუსი გასქელდება. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მუსკატი გემოვნებით.

2. ახლა გულსართზე გადავერთოთ. ჩვეულებრივ ძროხისა და ინდაურის ფილეს ფარშს ვიყენებ. სწორედ ასეთი ფარში გამოდის უჩვეულოდ გემრიელი და წვნიანი! ფარში მარილითა და წიწაკით შეაზავეთ და საყვარელი სანელებლებიც დაუმატეთ.

წვრილად დაჭერით ხახვი. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ტაფაზე კარაქი გაადეთ და მასზე ხახვი მოწვით – გაოქროსფრებამდე. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და 3 – 4 წუთის განმავლობაში წვით, ურიეთ პერიოდულად. ხახვი და სტაფილო ჯამში გადაიტანეთ და ტაფაზე მოათავსეთ ფარში. ფილე დაახლოებით 20 წუთი წვით, შემდეგ კი სტაფილო, ხახვი და ტომატის სოუსი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ, მოთუშეთ 7 წუთი – დახურული თავსახურით.

3. ახლა ლაზანიას ფენები მოხარშეთ. ასეთი ლისტები შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ. აიღეთ 3 ლიტრიანი ქვაბი, ჩაასხით წყალი და 3 ცაის კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე და შემდეგ 5 ცალი ლაზანიის ფენა მოათავსეთ მასში. წყალი მეტი აღარ დაუმატოთ რადგან შეიძლება ფენები დაზაინდეს. ხარშეთ 3 წუთი.

ყურადრება! მნიშვნელოვანი მომენტი: მსუბუქად მოხარშული ფენები სათითაოდ დააფინეთ საკვებ ცელოფან გადაფარებულ მაგიდაზე ან საცხობ ხალიცაზე – ზედაპირს წინასწარ კარაქი უნდა წაუსვათ.

4. გახეხეთ ყველი, პომიდორი კი დაჭერით. გადავიდეთ ლაზანიას აწყობაზე. აიღეთ საცხობუ ფორმა და კარაქი მოუსვით.

ფორმის ფსკერზე ლაზანიის ლისტები დააფინეთ. მე 3 ფენას ვაფენ. მათზე თანაბრად გაანაწილეთ ფარშის ნახევარი, დაუმატეთ ცოტაოდენი პომიდორი. მოასხით სოუსი და შემდეგ ცოტაოდენი ყველი მოაყარეთ.

5. მეორე ფენასთან დაკავშირებითაც ასე მოიქეცით: ლაზანიას ფენები, ფარში, ცოტაოდენი პომიდორი, სოუსი და ყველი. დააფარეთ მესამე ფენა და მას სოუსი და მორცენილი ყვენი უხვად მოასხით/მოაყარეთ. შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაშუ და 25 – 30 წუთით აცხვეთ.

6. სულ ეს არის, თქვენი ლაზანია მზად არის. გემრიელად მიირთვით!

გილოცავთ! ახლა უკვე ფლობთ ლაზანიას მომზადების სწრაფი და მარტივი მომზადების საიდუმლოს! ეს კერძი არა მხოლოდ ლამაზი და არომატული გამოდის არამდე ძალიან ნოყიერია, ასე, რომ არ ღირს ნერვიულობა რომ ოჯახის წევრები და სტუმრები სუფრიდან მშვირები წავლენ!