ღალატის საკითხი ყოველთვის მკვეთრად დგას. საქმე იმაშია, თუ როგორ ვიღებთ ამ ქმედებას და რის გამო ხდება ის. რატომ ღალატობს მამაკაცი? რა გავაკეთეთ არასწორად? ამ კითხვებს საკუთარ თავს ბევრი ქალბატონი უსვამს. თუმცა მსგავსი საკითების არსი შეიძლება სიტუაციის არასწორ აღქმაზე მიგვანიშნებდეს.
ბევრი ადმიანისთვის ღალატი ყველაზე საშინელი რამ არის რაც შეიძლება მისმა მეორე ნახევარმა გააკეთოს. ბევრი იმდენად არის ჩაციკლული მეუღლის ერთგულებაზე, რომ უფრო გლობალურ და საშინელ მოვლენებს ვერ ამჩნევენ. რატომ ხდება ასე? შესაძლოა საქმე ადამიანის მითვისების სურვილშია – ყველა ასპექტში. არსებობს არჩევითი სიბრმავეც, რომლის უკანაც ადამიანის ან მასზე კონტროლის დაკარგვის შიში იმალება.
რა თქმა უნდა ღალატის გამართლება არავთარ შემთხვევაში არ ღირს. მის უკან რაც არ უნდა იდგეს ეს ფაქტი საყვარელ ადამიანს უდიდეს ტკივილს აყენებს. ქვემოთ მოვიყვანთ იმ ქმედებების მაგალითებს რომლებითაც ქალი მამაკაცს ღალატისკენ უბიძგებს. თუმცა ეს ქმედებები არ ამართლებენ პარტნიორებს შორის ჩვეულებრივი საუბრის არ არსებობს და იმას, რომ ისინი არ არჩევენ თუ რა არ მოსწონთ ერთმანეთში.
რა აღიზიანებთ პარტნიორებს და რას მივყავართ ღალატამდე
1. პარტნიორის ხასიათის ხშირი ცვლილება
ეს მუდმივი პრობლემაა არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებში. სამწუხაროდ ზოგჯერ უკიდურესად რთულია მსგავსი ქცევისგან თავის დაღწევა მაგრამ, მისი უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა მაინც შეიძლება ფსიქოთერაპევტთან ვზიტითა და საკუთარ თავზე მუშაობით.
2. ეჭვიანობა
ყველაფერი ადამიანის ხასიათზე და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ მსუბუქი ეჭვიანობა შეიძლება სასიამოვნოც იყოს, ის თითქოს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი პარტნიორი თქვენთვის ძვირფასია. მაგრამ, ძალიან ხშირი, მომაბეზრებელი ქმედებები კი პარტნიორულ ურთიერთობებში ბზარს გააჩენს.
შეიძლება თუ არა ქალის გაგება, თუ მან ერთხელ ნდობის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა ვეღარ შეძლო? შესაძლოა ასეთ შემთვევაში უნდა გადახედოთ ურთიერთობას და დაფიქრდეთ – ღირს კი ასეთი ურთიერთობის გაგრძელება? თქვენი უნდობლობა ურთიერთობებს გააფუჭებს!
3. გაღიზიანებადობა
ერთობლივი ცხოვრება იმ მომენტებშიც დაგაახლოვებთ რომელთა ინტიმურად დატოვებასაც ისურვებდით. ქცევები რომელბიც თქვენთვის გამაღიზიანებელია, პარტნიორისთვის შეიძლება წვრილმანად აღიქმებოდეს. ყველას თავისებური დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისეულ ასპექტებთან რომლებიც ნაწილობრივ ბავშვობაშივე ჩამოგიყალიბდათ.
მოთბინება, ემპათიური აღქმა და განხილვა – ასეთ შემთვევაში ნამდვილად დაგეხმარებათ. თუ ადამიანი გიყვართ ეცადეთ სამყაროს ზოგჯერ მისი თვალიტაც შეხედოთ. სახლშ არეულობა რა თქმა უნდ ასამყაროს აღსასრულია რ არის, მაგრამ, შესაძლებელია თქვენი პარტნიორისთვის სისუფთავისა და წესრიგის უკან რაიმე უფრო სერიოზული დგას? ეს შეიძლება რამე გლობალური იყოს, მაგალითად დაცულობის შეგრძნება ან რაიემ მსგავსი.
4. ინტიმის ხარისხითა და რაოდენობით დაუკმაყოფილებლობა ქორწინებაში
ყველაზე უარესი რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გააკეთოთ, წლობით დუმილი და რაიმე სხვა მიზეზებით გაღიზიანებადობის ახსნაა. ისაუბრეთ ამაზე, თქვით რა გსურთ სინამდვილეში, გაერკვიეთ თქვენს სურვილებში და ეცადეთ ყველაფერი გააუმჯობესოთ.
დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება. თუმცა გონიერი და გამოცდილი ადმაიანებისთვის ეს სამყაროს აღსასრული არ იქნება. ის, რომ თქვენი ინტიმური კავშირი ძველებურად ხშირი აღარ არის, არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ ან აღარ გიზიდავთ.
Paparazzi-ს რედაქციისგან
სამწუხაროდ ცხოვრება ისეთი მარტივი არ არის, რომ საუბარმა ყველა პრობლემა მოხსნას. ადამიანები ზოგჯერ ბევრს საუბრობენ, მშვიდობიანად ტანხმდებიან იმაზე თუ რა მსწონთ და რა არა მაგრამ, კომპრომისამდე მაინც ვერ მიდიან. არსებობს თვისებები და პარტნიორული ქცევები რომლებზეც ადამიანს უარის თქმა არ შეუძლია, ისინი ხომ მისი არსის ნაწილს წარმოადგენე და ამისთვის ხანგრძლივი დროა საჭირო.
ასეთ შემთვევაში ერთ-ერთმა პარტნიორა უნდა დათმოს თუ სურვილი აქვს ურთიერთობები შეინარჩუნოს. გახსოვდეთ ეს სირუაციები ყოველ წყვილს ინდივიდუალური აქვს და მასში როლს ბევრი ფაქტორი თამაშობს. დაეყრდენით რჩევებს მაგრამ, ყველაფერი თქვენი ცხოვრების განსაკუთრებულობების მიხედვით გადაწყვიტეთ.