სიტყვას დიდი ძალა აქვს. როგორ განვკურნოთ საკუთარი თავი სიტყვის მეშვეობით

0
5783
Photo credit: Depositphotos

ადამიანის სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ეს უბრალო ფრაზა არ არის. ადამიანის ფიქრი და სიტყვა – დიდ გავლენას ახდენს მის სხეულზეც. სამედიცინო სპეციალისტებიც კი გაოცებულნი არიან თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ტვინი მისი სალაპარაკო ცენტრის ბრძანებებზე.

დღეს Paparazzi-ს რედაქცია სიტყვის ძალაზე დაწერილ სტატიას გთავაზობთ. სიტყვები არა მხოლოდ ინფორმაციის გასაცვლელად არამედ ღმერთთან და საკუთარ თავთან საუბრისთვისაც არის განკუთვნილი. ამასთანავე ადამიანი საერთოდ აღარ აკონტროლებს თავის სიტყვებს. განსაკუთრებით თუ არავინ უსმენს.

Photo credit: Depositphotos

ადამიანის სიტყვის ძალა

“თუ ვინმე იტყვის, რომ ცუდად არის, მისი ნერვები მაშინვე დაიწყებე მისი ბრძანების შესულებას. მართვითი ცენტრისთვის ეს სიტყვები ბრძანებაა. ისინი მოემზადებიან მოსადუნებლად და მოდუნდებიან: – შენიშნა ერთ-ერთმა ცნობილმა ნეიროქირურგმა.

“თუ ვინმე იტყვის რომ მას საჭირო უნარ-ჩვევები ან შესაძლებლობები არ აქვს ყველაფერი ასეც მოხდება. მისი ნერვნი გამოაცხადებენ: “ჩვენ ბრძანება მივიღეთ, რომ არ ამის შესრულება არ შეგვიძია. ამიტომ უარს ვამბობთ გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უძლური ადამიანს დავემსგავსოთ.”

Photo credit: Depositphotos

“თუ ვინმე დაიწუწუნებს, რომ ზედმეტად მოხუცია, დაიღალა და უკვე აღარ შეუძლია რამის კეთება, ესეც სრულდება. მისი სხეული მხოლოდ ამ სიგნალს იღებს და სიტყვას რეალობად აქცევს.”

ნეიროქირურგი დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანი სიბერეზე საუბრობს ამგვარად თავის ორგანიზმს ადრეული სიკვდილისკენ უბიძგებს. თუ ვიღაც საქმეს ჩამოცილდა ამ ინფორმაციას რეგულარულად ატრიალებს თავში – საკუთარ თავს გარდაუვალისთვის ამზადებს.

“ადამიანი არასდროს უნდა გაჩერდეს, საქმეს არ უნდა ჩამოსცილდეს. მან საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოს, რომ სხვებზე უკეთ შეუძლია მუშაობა მიუხედავად ასაკისსა” – ამბობს ნეიროქირურგი.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ამგვარად ყველა ნერვული დაბოლოება იღებს დადებით სიგნალს. ისინი ნებისმიერი სამუშაოსთვის იგროვებენ ძალას და თუ ადამიანი თავისი ენის კონტროლს ისწავლის – თაის სხეულსაც უკეთ გააკონტროლებს.

Photo credit: Depositphotos

ალბათ ყველას სმენია, რომ ფიქრი და ძალა მატერილურია. ალბათ ტყუილად არ აქცევდნენ უდიდეს ყურადღებას სიტყვების აზრს, არსსა და ჟღერადობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ შემოვინახეთ ამდენი ანდაზა და ძვირფასი სიტყვები თვითკონტროლისა და დუმილის შესახებ.

როგორ დაგვავიწყდა სიტყვის ძალა

ადამიანები ძველი დროიდანვე ყურადღებით ეკიდებოდნენ სიტყვებს. ცდილობდნენ ისე ესაუბრათ, რომ სასურველი მიეღოთ და უიღბლობა არ მიეზიდათ. ცარიელი სიტყვები გარშემომყოფთაგან ყოველთვის დაცინვისა და განსჯის საგანი ხდებოდა. სამაგიეროდ გამოჩენილი ორატორები ყოველთვის მნიშვნელოვან პოსტებსაც იკავებდნენ და დიდ პატივისცემასაც იმსახურებდნენ.

Photo credit: Depositphotos

ყოველთვის ითვლებოდა, რომ სიტყვის ეშვეობით ადამიანის დალოცვა ან დაწყევლაც შეიძლება. შესაძლებელია ადამიანი მეტ ქმედებაზე დააპროგრამო ან არასწორი მიმართულებისკენ უბიძგო. თუმცა დროდადრო საუბრის სისუფთავე იშვიათობად იქცა, რწმენა კი ცრურწმენად აქციეს. სულ ტყუილად!

თუ ადამიანს საკუთარი სიტყვების არ ჯერა მოსალოდნელ ეფექტსაც ვერ მიიღებს. თუ ის გულწრფელია და ყოველი სიტყვა რწმენით არის განსჭვალული იმის მიმართ რასაც ამბობს – ძალიან ბევრს მიაღწევს!

მედიცინამ ეს პრინციპი დიდი ხნის წინ გახსნა. თუმცა კაცობრიობისთვის ის მრავალი ასეული წლის წინ იყო ცნობილი. ამის შესახებ ხომ ბიბლიაშიც წერია. ღვთისმსახურები ამ მეთოდს ყოველთვის იყენებდნენ.