წინა დღეს დედას ტელეფონით ვესაუბრებოდი და წამომცდა, რომ პარიკმახერთან წასვლა მინდოდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ დედა ცრუმორწმუნეა, მაგრამ ასე? დაიწყო იმის მოყოლა, თუ როდის უნდა შემეჭრა თმა და როდის არა. აღმოჩნდა, რომ ეს სახუმარო საქმე არაა!
„თმის შეჭრისას ადამიანის ენერგეტიკულ სისტემაში ავტომატურად შეჭრა ხდება. თუ არასწორ თარიღს აირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ზიანს მიაყენებ“ – მითხრა დედამ. ვაღიარებ, ასეთი ღრმა ცოდნა ჩემთვის უცნობია, მაგრამ ამ თემამ დამაინტერესა. „პაპარაცი“ გირჩევთ, ერთად გავარკვიოთ, თუ როდის ღირს თმის შეჭრა და როდის არა.
როდის უნდა შეიჭრათ თმა
ხელსაყრელი დღეების შესარჩევად ვედური მთვარის კალენდარი უნდა შეისწავლოთ. ასე არა მხოლოდ თავს დაიცავთ, არამედ ცხოვრებაში კეთილდღეობას მოიზიდავთ. მაშინაც კი, თუ ასეთი რამის არ გჯერათ, რატომ არ უნდა სცადოთ გასართობად?
ითვლება, რომ კარგია მზარდ მთვარეზე შეჭრა და არა კლებად მთვარეზე. გარდა ამისა, სპეციალისტები სახლში ვარცხნილობის შეცვლას არ გირჩევენ. ასე კეთილდღეობას არ დაარღვევთ. მაშასადამე სჯობს საქმე გამოცდილ პარიკმახერს ანდოთ.
მთვარის ფაზები იანვარში
მოკლედ, მოდით იანვარში მთვარის ფაზები გავარკვიოთ. კლებადი მთვარე 1-დან 11 იანვრამდე გრძელდებოდა, კვლავ მოსალოდნელა 29-დან 31 რიცხვის ჩათვლით. ახალმთვარეობა უკვე გავიდა. მზარდი მთვარე 14-დან 26 იანვრამდე იქნება. სავსე მთვარე 27 იანვრის საღამოდან 28 რიცხვის საღამომდე.
ახალმთვარეობას და სავსემთვარეობას რაიმე სალონური პროცედურების ჩატარება რეკომენდებული არაა. ეს ეხება როგორც ვარცხნილობას, ასევე თმის შეღებვას, ტანზე სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარებას.
შესაჭრელად კარგი დღე რომ შეარჩიოთ, რამდენიმე ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, კვირის დღე და თარიღი მთვარის კალენდარში. მეორეც, რა მდგომარეობაშია მთვარე. ის შეიძლება 27-დან ერთ–ერთ სადგომზე იყოს. დიახ, რთულად ჟღერს, მაგრამ უფრო დეტალურად აგიხსნით.
ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები თმის შესაჭრელად
თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ თმის შესაჭრელად არახელსაყრელი დღეებია ორშაბათი და შაბათი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ დრო, როცა მზე ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს იცვლის. იანვარში ეს იქნება 14–ში 6 საათსა და 14 წუთზე თბილისის დროით. 6 საათი და 24 წუთი მანამდე და შემდეგ თმის შეჭრა არ შეიძლება.
ხელსაყრელი დღეები თმის შესაჭრელად იანვარში: 14 (შუადღის 12 საათის შემდეგ), 15, 19 და 24. როგორც ცოტა დღეები მივიღეთ. ეს პრობლემა არაა, რადგან არსებობს ნეიტრალური თარიღებიც. დღეები, როცა ერთ–ერთი ფაქტორი ხელსაყრელია, მეორე, ნაკლებად მნიშვნელოვანი, არახელსაყრელი. ასეთ დღეებში თმის შეჭრა შეიძლება, თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ.
ნეიტრალური დღეები: 16 (დილის 5 საათამდე), 21 (საღამოს 7 საათამდე), 23 (საღამოს 7 საათის შემდეგ) და 25 იანვარი. ყველაზე ცუდი დღეები თმის შესაჭრელად: 14 (დღის 12 საათამდე), 17, 18 (დილის 5 საათამდე), 20, 22, 23 (საღამოს 7 საათამდე) იანვარი, ასევე 26-31 იანვარი.
რედაქციისგან
აი, ასე დედა ცოტათი ახლოს გავიცანი. მის ჭკვიანურ სიტყვებს ვიწერ, ის კი არ ჩერდება: „დაწერე, დაწერე, შენს მკითხველებს ნამდვილად დასჭირდებათ. თმის შესაჭრელად თარიღის შერჩევით წარმატების და ოჯახში კეთილდღეობის მოზიდვა შეიძლება“. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება!
საინტერესოა, მსგავსი ცრურწმენების თუ გჯერათ?! შესაძლოა, თარიღებს უკვე აკვირდებით, ეს დაგეხმარათ? კარგი იქნება, თუ გამოცდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ.