როგორ მოვიქცეთ, თუ დედამთილი ყურმილის დადების მოყვარულია

0
718
Photo credit: Depositphotos

ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა პატარა ბინაში საძინებელი ოთახიც კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, სოფლის მაცხოვრებელს ასეთი რამ არ გაუკვირდება: ქალაქში დასახლება რთული და ძვირია, მაგრამ რას ვიზამთ?

Photo credit: Depositphotos

ზოგიერთი ცდილობს, ნებისმიერი მეთოდით ქალაქში მოხვდეს და ამით კარგი სამსახურის მიღების და უკეთ მოწყობის შანსი გაზარდოს. ზოგიერთი არაფერს აკეთებს. სად არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვაც კომფორტის მისაღწევად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება?

საძინებელი ოთახი პატარა ბინაში

„ალექსანდრე, ჩემი მეუღლე დიდი გულის ადამიანია. ჩვენი ქალიშვილი უყვარს, სახლის საქმეებში მეხმარება და გულმოდგინედ მუშაობს, რომ არაფერი მოგვაკლდეს. ბოლოს და ბოლოს, მეც ძალიან ვუყვარვარ! ჩვენც ძალიან გვიყვარს და ამის დამტკიცებას ყველაფრით ვცდილობთ.

Photo credit: Depositphotos

ერთმანეთი დაახლოებით 11 წლის წინ გავიცანით. მაშინ სოფელში დედასთან ერთად ცხოვრობდა. ზრდასრული ბიჭი, უკვე 30 წლამდე. მისმა შესანიშნავმა ჯანმრთელობამ და სუფთა ნათელმა თვალებმა მომხიბლა. თავად იცით, როგორია სოფელში ცხოვრება: უმუშევრობა, დარდი. ჩემი ალეკო უსაქმოდ არ იჯდა და ადგილობრივ ცბიერ მამაკაცებს არ ემეგობრებოდა.

მე, როგორც „ქალაქელმა ფიფამ“ დიდხანს ვერ ვაღიარე, რომ ეს ხუჭუჭა, სიმპათიური ბიჭი მომწონდა. ჩემი გონება კარიერით, კლუბებით, ახალ ადამიანებთან შეხვედრით და ადგილობრივ ბარში კოქტეილების სიის განახლებით იყო დაკავებული. მაინც ვცადე.

Photo credit: pixabay

6 თვის შემდეგ ჩემთან ცხოვრება დაიწყო. ჩემთან რა – ეს ხომ ჩემი მშობლების ბინა იყო, მაგრამ მათ სოფელში გადასვლა გადაწყვიტეს. ისინი, როგორც ძირძველი ქალაქელები ამით დიდად მოხარულნი არ იყვნენ: ცხოველების მოვლა და სუპერმარკეტისგან შორს ცხოვრება ცუდად გამოსდიოდათ. იმის გააზრებით, რომ უკვე 25 წელს გადაცილებული ქალიშვილისთვის ასე ცხოვრება უკეთესი იქნებოდა, გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ყოველ 2 კვირაში მათთან პროდუქტები მიმქონდა.

ჩვენს ქორწილამდეც კი ალეკოს დედა მანიშნებდა, რომ ქალაქის დათვალიერება და ცოტა კომფორტში ცხოვრება ურიგო არ იქნებოდა. თითქოსდა, რით იყო ნაკლები. ამაზე მხოლოდ ვიცინოდი და რაღაც ფანტასტიკურ მიზეზებს ვიგონებდი, თუ რატომ არა. იმ მომენტში ეს საკმარისი იყო, საერთოდ ვთვლიდი, რომ ასე უბრალოდ მეხუმრებოდა.

დაქორწინების შემდეგ დედამთილის მოთხოვნებმა ულტიმატუმის სახე მიიღო: „თქვენთან ვიცხოვრებ და მორჩა!“ უნდა ითქვას, რომ სამოთახიანი ბინა გვაქვს და პრინციპში ადგილი ყველასთვის საკმარისი იქნებოდა. მე, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, ვიცი, თუ რას ნიშნავს მშობლებთან ერთად ცხოვრება. ამას არც თუ ისე კარგი ჩვევები და მანერები დაუმატეთ, მიხვდებით, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი.

ალეკოს როგორღაც სწორად მოქცევა ვასწავლე, დედამისთან კი არანაირი ხრიკი არ ჭრიდა.

Photo credit: pixabay

ასე 7 მშვენიერი წელი გავიდა. იყო ყველაფერი: კამათი, მშვიდობა და მოგზაურობა. ქმარი კარგ სამსახურში მოეწყო და უკვე გვარჩენდა. დავორსულდი და ლამაზი გოგონა გავაჩინე. სულ მამას ჰგავს ცისფერი თვალებით და მზისფერი ხუჭუჭა თმით.

ამან უფრო დაგვაახლოვა. ჩემს მშობლებს ვეხმარებით, ქალიშვილს ვზრდით, ქმრის კარიერაც წინ მიიწევს. რამდენიმე თვის უკან დედამთილმა კვლავ დაიწყო მოთხოვნები, რომ ჩვენთან გადმოვიდოდა და შვილიშვილს მოუვლიდა. ამას მეც შესანიშნავად ვაკეთებ, დამხმარე არ მჭირდება.

შემდეგ დედამთილმა აღიარა, რომ მამაკაცი იპოვა და მასთან გადასვლა სურს, მაგრამ ის ოთახს ქირაობს და მისი მიღება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ცუდი არ იქნებოდა, თუ საყვარელ ადამიანს ხანდახან მოინახულებდა. მაშინ ალეკომაც დაიწყო, რომ მოხუც ქალს ჩვენთან რატომ არ უნდა ეცხოვრა.

Photo credit: Depositphotos

დედამთილმა ამის შესახებ გაიგო და განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობს და შვილმა მასზე უნდა იზრუნოს, როგორც ხვდებით, ჩვენთან სახლში. როგორღაც სამსახურში წასვლაც ხომ უნდა მოასწროს. მოკლედ, სკანდალი ახლოვდებოდა.

ამჯერად ავფეთქდი: ულტიმატუმი წამოვაყენე. ან დედამთილი შვილს წაიყვანს და ნაქირავებ ბინაში იცხოვრებენ (რა თქმა უნდა, ეს განქორწინებაა და ქონების გაყოფა) ან ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო, მაგრამ დაე, თვეში ერთხელ ჩამოვიდეს და „შეყვარებული“ მოინახულოს. თუმცა გასაგებია, რომ ეს საბავშვო ბაღია.

დედამთილმა ამის შესახებ რომ შეიტყო შვილთან იჩხუბა, გველი მიწოდა და ახლა ერთი თვეა ტელეფონს არ პასუხობს. ქმარს გადაუდებელი საქმეები აქვს და მასთან ვერ ჩადის. ამის გაკეთებას მე მთხოვს, თუნდაც ქალიშვილთან ერთად რომ წავიდე. ამ ქალის ნახვის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან მის ეშმაკურ ხრიკებს კარგად ვხედავ.

Photo credit: Depositphotos

მითხარით, ეს მე ვარ უგულო ქალი ვარ თუ დედამთილი ნამდვილად პენსიონერი მანიპულატორია? ჩემთვის ცხადია, თუმცა ალეკოს სხვა აზრზეა. სულელური სიტუაციაა, რომლისგანაც უკვე დიდი ხანია თავს ვერ ვიძვრენ.“