რეცეპტი პირდაპირ ტაშკენტიდან: ხილის ლავაში (ტყლაპი) შაქრისა და სახამებლის გარეშე

0
5402

დღეს ბევრი დიასახლის ამზადებს სახლში ჩვეულებრივ ლავაშს და ამით ცოტა ვინმეს თუ გააკვირვებთ. თუმცა ჩვენ შევეცდებით! წარმოგიდგენთ – პასტეხს (ტყლაპს) – ხილის ლავაშს. მას კენკრისგან ამზადებენ თუმცა მომზადების პროცესშ შაქარი არ გამოიყენება! მას ტტუ-ლავაშსაც უწოდებენ რაც მჟავე ლავაშს ნიშნავს. ტრადიციულად მას ქლიავის, ვაშლის ან ალუბლისგან ამზადებენ. თუმცა მისი გაკეთება ატმის, გარგარის, ჟოლოს, მსხლისა და მოცხარისგანაც შეიძლება.

მარტივი ლავაში სახლის პირობებში

შეგიძლიათ მომზადებისთვის კენკრის ან ხილის ერთი სახეობა აირჩიოთ ან მათი მიქსი. მაგალითად კარგი ტკბილ-მჟავე გემოს მისაღებად ვაშლისა და ჟოლოს შეხამება გამოიყენეთ.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები

  • 2 კილოგრამი ხილი ან კენკრა
  • 1 ჭიქა წყალი
  • 0,5 სუფრის კვზი მცენარეული ზეთი (პერგამენტისთვის)

მომზადების წესი

1. მწიფე ხილი ან კენკრა კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ კურკები

Photo credit: Depositphotos

2. მომზადებული ხილი და კენკრა ქვაბში მოათავსეთ (სასურველია სქელძირიან ქვაბში). დაუმატეთ ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე დადგით. ხარშეთ 3-4 საათის განმავლოაბში.

Photo credit: Depositphotos

3. მიღებული მასა ოდნავ გააგრილეთ და გაწურეთ. შემდეგ ისევ დადგით ცეცხლზე და შესქელებამდე ხარშეთ.

Photo credit: Depositphotos

4. ოდნავ გაგრილებულ მასაში სურვილისამბრ დაუმატეთ ნიგოზი ან თხილი. შემდეგ თხლად წაუსვით პერგამენტზე რომელსაც წინასწარ ზეთი ექნება წასმული. შედგით ქურაში და მინიმალურ ტემპერატურაზე აშრეთ ისე რომ მისი კარი არ დახუროთ.

5. ადრე დიასახლისები ამ ლავაშს მზეზე აშრობდნენ. შეძლებისდაგვარად შეგძლიათ ასევე მოიქცეთ. შემდეგ თხელი ფენა რულეტისებურად დაახვიეთ ან სხვა მეთოდით დაკეცეთ.

ეს ხილის ლავაში ბნელ და მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ.

თუ ლავაშს მხოლოდ კენკრისან მოამზადბთ ის მტვრევადი იქნება ამიტომ მას ვაშლი, ქლიავი ან გარგარი დაუმატეთ. ამგვარად მასა უფრო სქელი გამოვა. თუ ფიგურას უფრთხილდებით ამ მასაში ყაბაყის დამატებაც შეგიძლიათ თუმცა ის წიანსწარ გათალეთ!