დღეს პირველად მოვამზადე ეს ნაყენი! მისი რეცეპტი მეგობრისგან გავიგე, მან კი ის სოფლიდან ჩამოიტანა. “ეს ზეთი თმის ზრდისთვის გახლავთ განკუთვნილი – რარაც დაუჯერებელია. რა თქმა უნდა მომზადების დროს ცოტა წვალება მოგიწევთ. თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. თმები მისი წყალობით გაცილებით უკეთ იზრდება და საერთო ჯამში ცოცხალ და მბზინვარე შეხედულებას ვიღებთ!”-მითხრა მეგობარმა.
ხალხური მეთდების უფრო მჯერა ვიდრე მაღაზიაში არსებული ნიღბების. მგონია რომ ყოველგვარი ქიმიის გარეშე თმას უფრო მეტი სარგებელი ექნება. დღეს სწორედ ამ რეცეპტს გაგიზიარებთ!
ზეთი თმის ზრდისთვის
ინგრედიენტები
- კოთხოჯის და ოროვანდის ფესვები
- შვიტა, პიტნა და ჭინჭარი
- დიმექსიდი
- 8 წვეთი როზმარინის ეთრეზეთი
- 0,5 ლ – ზეითუნის ზეთი
- 8 წვეთი Е ვიტამინი
- 0,5 ლ მოცულობის შუშის ქილა
- შპრიცი – 20 მილიგრამიანი
მოზმადების წესი
- ქილა გაასტერილეთ. ჩაყარეთ მასში 15-15 გრამი შვიტა და ჭინჭარი, შეფუთვის მეოთხედი კოთხოჯი, ოროვანდი და პიტნა.
- ბალახს ზეთი დაასხით, ქილის კიდემდე. დაუმატეთ Е ვიტამინი.
- ქილა კარგად შეანჯღრიეთ და სახურავი დაახურეთ. გააჩერეთ 10-14 დღე – ბნელ ადგილას. ქილა ყოველდღე შეანჟღრიეთ.
- მზა ნაყენი გაწურეთ მარლაში ან კაპრონის წინდით. ბალახი ზეთისგან გააცალკევეთ. გაწურული ზეთი კვლავ ქილაში მოათავსეთ.
როგორ გამოვიყენოთ
- შპრიცის მეშვეობით 40 მილიგრამი ზეთი მოსახერხებელ ჭურჭელში გადაიტანეთ.
- დიმექსიდი მდუღარე წყალში გააზავეთ. პროპორცია ასეთია: 1 ჩაის კოვზ დიმექსიდზე 6 ჩაის კოვზი წყალი გამოიყენეთ. კარგად აურიეთ. ამ ხსნარის 1 ჩაის კოვზი ზეთს დაუმატეთ.
- შემდეგ დაუმატეთ როზამრინის ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
- ხსნარი თავზე დაიტანეთ. დაახლოებით 30 – 40 მილილიტრი დაგჭირდებათ. აჯობებს ის დაბანამდე ერთი საათით ადრე წაისვათ. ამის შემდეგ დაიხურეთ საშხაპე ქუდი და ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ.
უკეთესი ეფექტისთვის ეს ზეთი სამი თვის მანძილზე, კვირაში 2-3-ჯერ უნდა დაიტანოთ. დიმექსიდი ჯერ სხეულის მცირე ნაწილზე წაისვით, თუ ალერგიული რეაქცია არ გაქვთ შემდეგ გამოიყენეთ. სხვა უკუჩვენებები ამ ნიღაბს არ აქვს!
თუ თქვენმა თმამ მბზინვარება დაკარგა, მტვრევადი გახდა და ცუდად იზრდება აუცილებლად გამოიყენეთ ეს რეცეპტი!