თხელი სომხური ლავაში პურის ნაცვლად

980

როგორ მოვამზადოთ გულსართიანი ლავაში სახლის პირობებში – ეს მეგობრისგან გავიგე რომელიც დიეტოლოგად მუშაობს. ყოველ ჯერზე როდესაც ამ კერძს ვამზადებ მის მიმართ მადლიერებით ვივსები.

ზოგჯერ როდესაც პურს ბოლომდ შევჭამ და მაღაზიაში წასვლა მეზარება – ეს საუკეთესო ვარიანტია! ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ეს ლავაში ნამდვილი ხსნაა. უმარტივესი რეცეპტი ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე!

როგორ მოვამზადოთ ლავაში გულსართით

ამ სტატიაში შინაურული ლავაშის მომზადების ინსტრუქციას შემოგთავაზებთ, ის სიმინდის ფქვილით მზადდება და ამისთვის საფუარიც კი არ დაგჭირდებათ! სულ რაღაც 5 ინგრედიენტი, მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირის მქოენ ტაფა და თქვენი კერძი მზად არის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა სიმინდის ფქვილი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 10 გრამი ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჭიქა ცხელი წყალი

მომზადების წესი:

1. მოსახერხებელ ჭურჭელში სიმინიდსა და ხორბლის ფქვილი აურიეთ. დაუმატეთ მარილი.

Photo credit: Depositphotos

2. ცომში ზეთი და ცხელი (მაგრამ არა მდუღარე) წყალი დაასხით. მოზილეთ ცომი. თუ საჭიროა მას წყალი ან ფქვილი დაუმატეთ.

Photo credit: Depositphotos

3. ცომი ნახევარი საათით მაცივარში შედგით.

Photo credit: Depositphotos

4. მზა ცომი 6 ნაწილად დაყავით. ყოველი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ და ნელ-ცეცხლზე, ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.

Photo credit: Depositphotos

5. მზა ლავაშს წყალი მოუსვით – სამზარეულოს ფუნჯის მეშვეობით. ყველა ლავაში მზად არის!

Photo credit: Depositphotos

მათი მირთმევა პურის ნაცვლად არის შესაძლებელი ან მათში ხაჭოს გულსართის, ყველის და მწვანილის, კრაბის ჯოხების ან კვერცხის გულსართის მოთავსებაც შეიძლება. გულსართი შეგიძიათ თქვენი გემოვნებისამებრ გამოიყენოთ, გემრიელად მიირთვით!

ახლა უკვე იცით როგორ უნდა მოამზადოთ ლავაში სახლის პირობებში. აუცილებლად ჩაიწერეთ ეს რეცეპტი თქვენს კულინარიულ წიგნში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს