დედა ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, დედის შეგონებები ცხოვრების ყველა მომენტისთვის

147
Photo credit: Depositphotos

ძნელია იმის წარმოდგენა თუ ვინ ვიქნებოდით რომ არა დედა და მისი აღმზრდელობითი შრომა. ეს ყველაზე ახლობელი ადამიანია რომელიც სიცოცხლეს გვჩუქნის და გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ. დღთი დღე გადმოგვცემს თავის გამოცდილებას და სიბრძნეს და ჩევნთვის მისაბაძ მაგალით წარმოადგენს. თუ ეს ქალი ბავშვთან სწორედ ასეთ კავშირს დაამყარებს – ის არასდროს მიეცემა დავიწყებას!

ინტერნეტში უამრავი ლექსი და სულისშემძვრელი ტექსტია დედის შესახებ. ყოველი მათგანი განსაკუთრებულია რადგან სიყვარულით არის განმსჭვალული. ჩვენ ერთ ტექსტს მივაგენით სადაც მოწიფული ქალბატონი იმ რჩევებს გვიზიარებს რომელსაც მას დედა აძლევდა. საინტერესოა ისინი თქვენს გულსაც ჩაწვდებიან?

Photo credit: Depositphotos

დედის შეგონებები

როდესაც პატარა ვიყავი დედა მეუბნებოდა: “ნუ იქნები ხარბი და მეგობრებს ყველაფერის გაუყავი, თუმცა ყოველთვის დაიმახსოვრე ისისნი ვინც მხოლოდ კანფეტებისთვის გაკითხვას. ისინი მეგობრები არ არიან.”

Photo credit: Depositphotos

სკოლაშ წასვლის წინ მეუბნებოდა: “კარგად ისწავლე ჩემო გოგონა, ისწავე კარგად იმისთვის, რომ შემდეგ ის აკეთო რაც გიყვარს და არა ის რაც შეგიძლია.”

დედაჩემი მეუბმებოდა როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიშვებდა: “სწავლის პროცესი და კლასიკის დაკვრა რამენიმე წელიწადში დასრულდება, ხოლო მუსიკა და მუსიკალური სმენა კი სამუდამოდ შენში დარჩება.”

Photo credit: Depositphotos

როდესაც ბალეტის წრეზე მიშვებდა დედაჩემი მეუბენბოდა: “აუცილებლად ბალერინა არ გახდები მარამ სწორი დგომა ხასიათში სიმყარეს გმატებს, სიმაღლეში კი – 10 სანტიმეტრს.”

დედა ახალგაზრდობაში მეუბნებოდა: “სიყვარული – შესანიშნავი რამეა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის სიყვარული უნდა გაიხადო წესად.”

Photo credit: Depositphotos

როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი დედა მეუბნებოდა: “აიღე კარგი ღვინის ბოთლი და უბრალოდ ესაუბრე იმათ ვისაც არ უყვარხარ. საკუთარი თავის შესახებ ბევრ სიმართლეს გაიგებ.”

როდესაც ვტიროდი მეუბნებოდა: “ნებისმიერ შემთვევაში გააკეთე დასკვნები და გახსოვდეს: დარდისგან ადრეული ნაოჭები ჩნდება.”

დედაჩემი განქორწინებისას მეუბნებოდა: “შეცდომის დაშვება ნორმალურია, მთავარია – შეცდომებზე იმუშაო. ახლა კი ეს ლაბადა უნდა გადააგდო და ახალი იყიდო!”

დედაჩემი მასწავლიდა: “ნუ გასცემ ბოლო ფულს და ნუ ისესხებ რათა სხვაზე დამოკიდებული არ გახდე. ნურავი იმედი ნუ გექნება და მხოლოდ შენს თავზე იყავი დამოკიდებული.”

ვიცი რომ იდეალური შვილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა:” მე ვამაყობ შენით, შენ ჩემთვის საუკეთესო ხარ.”

ჩემი მოხუცი დედა მეუბნებოდა: “სანამ ცოცხალი ვარ ყველაფერში გავერკვევით, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოგიწევს გამოსავლის ძიება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, ჩემს გარეშე მიღება.”

Photo credit: Depositphotos

ყველაფერი იციან მშობლებმა, გარდა ერთისა – როგორ არ დაბერდნენ. მადლობა დედებს ყველაფრისთვის რასაც ჩვენთვის აკეთებენ!

Paparazzi-ს რედაქციისგან

როგორ უნდა იყოს აღზრდა დედის მხრიდან? ამ კითხვაზე ალბათ ყველა დედა თავისებურ პასუხს გასცემდა. თუმცა ერთი რამ ნადვილად ცხადია: მთავარია დედაასა და შვილებს შორის ჰარმონია, პატივისცემა და ურთიერთგაგება სუფევდეს.

საინტერესოა დედის რომელი რჩევები დაგამახსოვრდათ თქვენ? გაგვიხარდება თუ კომენტარის სახით მოგვითხრობდით ამის შესახებ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს