ეშმაკური ამოცანები, რომლებიც თავბრუს დაგახვევთ

608

ტვინს რეგულარულად ვარჯიში სჭირდება, რომ მუდმივად ტონუსში იყოს და მნიშვნელოვანი საქმეები ეფექტურად შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ეშმაკური ამოცანების ამოხსნა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საკმაოდ სასარგებლო საქმიანობაა.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო ამოცანას, რომელთა ამოხსნას მარტივად ვერ შეძლებთ. მით უფრო სასიამოვნო იქნება სწორი პასუხის პოვნა და ხრიკების აღმოჩენა იქ, სადაც სხვებმა შეცდომა დაუშვეს.

Photo credit: Depositphotos

ეშმაკური ამოცანები

1. ინტერნეტ სივრცეში ამ უმარტივესმა მაგალითმა ცოცხალი დისკუსია გამოიწვია. აზრები გაიყო და მომხმარებლებმა ვერ განსაზღვრეს, თუ რომელია სწორი პასუხი. საინტერესოა, ჩვენი მკითხველები თუ შეძლებენ ამოხსნას. რომელ პასუხს თვლით ერთადერთ სწორ პასუხად?

2. მეორე ამოცანის შესასრულებლად უნდა წარმოიდგინოთ, თუ როგორ და რა რიგით აავსებს წყალი ცარიელ ჭურჭლებს. რომელი ავზი გაივსება პირველი? იქნება ავზი „დ“?, რომელიც ყველაზე ქვემოთ მდებარეობს თუ ავზი „ვ“, სადაც წყალი პირველ რიგში მიედინება?

Photo credit: Instagram

3. მესამე ამოცანად გთავაზობთ საინტერესო მაგალითებს. რიცხვების დაჯამება იცით, შეამჩნევთ, რომ ტოლობების შემდეგ მნიშვნელობები არასწორია. თუ ამ მაგალითების წესებით ითამაშებთ, რომელი რიცხვი უნდა იყოს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

Photo credit: Instagram

მინიშნებები ეშმაკური ამოცანებისთვის

1. რატომ გამოიწვია ამ მაგალითმა ასეთი აჟიოტაჟი? საქმე იმაშია, რომ ადამიანები მათემატიკურ მოქმედებას სხვადასხვა თანმიმდევრობით ასრულებენ. თუმცა სწორი იქნება, თუ ჯერ ფრჩხილებში ჩასმულ მოქმედებას შეასრულებთ და მიღებულ რიცხვს 2–ზე გაამრავლებთ და მხოლოდ შემდეგ გაყოფთ. სწორედ ამიტომ, 6 / 2 ( 1 + 2 ) = 6 / ( 2 * 3) = 6 / 6 = 1.

ამასთან, ზოგი თვლის, რომ ფრჩხილების გახსნის შემდეგ გაყოფა და გამრავლება რიგის მიხედვით (მარცხნიდან მარჯვნივ) უნდა შესრულდეს. აქედან გამოდის 6 / 2 * 3 = 9. თუმცა ეს სწორი პასუხი იქნებოდა, თუ თავიდან ამოცანა ასეთი იქნებოდა: ( 6 / 2 ) * ( 1 + 2). სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ სწორ პასუხად მიიჩნევს 1.

Photo credit: Depositphotos

2. როგორც უკვე ითქვა, თქვენს წინაშეა ამოცანა ხრიკით. სწორედ ამიტომ, სურათზე ხრიკს უნდა ეძებოთ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი მილი ჩაკეტილია. ამ მომენტს ყურადღება მიაქციეთ და მარტივად მიხვდებით, რომ წყალი მხოლოდ „ე” და „ვ” ავზებში ხვდება. დიდი ალბათობით, პირველი სწორედ ავზი „ე“ გაივსება.

3. როგორც ჩანს, თითოეულ ტოლობაში ერთი „+“ ნიშანი აკლია, რომელიც პირველ და მეორე ციფრებს შორის უნდა განთავსდეს. ასე ტოლობა სწორი და გასაგები გახდება: 6 + 3 + 12 = 21, 4 + 5 + 13 = 22 და ა.შ. გამოდის ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება 1 + 8 + 45 = 54.

Photo credit: Depositphotos

მგონი თითოეული დღევანდელი ეშმაკური ამოცანა სწორად ამოვხსენით. მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ. ვინ იცის, იქნებ სადმე შეცდომა დავუშვით და არასწორი გზა ავირჩიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს