როგორ ვზრდი ოთახის პომიდვრებს იანვარში და ნერგებს მეგობრებს ვუზიარებ

0
310

სახლის პირობებში ბოსტნეულის დასარგავად იანვარი საუკეთესო პერიოდია. ყოველწლიურად კამას, პომიდორს და კიტრს ვრგავ. გარეთ სიცივეა, მაგრამ ჩემს ფანჯარასთან ოთახის პომიდვრები კოხტაობს. ასეთი სილამაზე გულს ახარებს.

Photo credit: Depositphotos

ოთახის პომიდვრები

დღეს „პაპარაცი“ გასწავლით როგორ დარგოთ და მოიყვანოთ ბოსტნეული სახლის პირობებში. ეს ინფორმაცია დამწყებთათვის სასარგებლო იქნება. თუ ამ მხრივ გამოცდილება გაქვთ, არ შეგრცხვეთ და კომენტარებში თამამად მოგვწერეთ.

Photo credit: Depositphotos

წელს ბოსტნეულის დასათესად მთვარის კალენდარს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ სჯობს პომიდორი 16 იანვარს დავრგო. გადავწყვიტე, შემემოწმებინა. მაინც საკუთარი გამოცდილების გარეშე დაჯერება რთულია. მთვარე 18 იანვარს ვერძის ნიშანში გადავიდა, რაც ნაყოფიერ ნიშნად არ ითვლება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე 18 იანვრამდე, დასათესად ხელსაყრელ პერიოდში დამერგო, სანამ მთვარე თევზების ნიშანში იყო. 13-ში პომიდვრის თესლები ჩავალბე, ხოლო 16–ში დავთესე.

თესვა

თავდაპირველად, ნიადაგი მოვამზადე. ჩვეულებრივ, ამას უკვე შემოდგომიდან ვიწყებ: მიწას თავდახურულ ჭურჭელში ცივ ეზოში ვინახავ. 5 ლიტრიან ბოთლებს ვიყენებ. ის საკმაოდ ფართოა და პატარა ჯიშის ბოსტნეულის მოსაყვანად შესაფერისია. თან ასე ფულის დაზოგვასაც შეძლებთ.

Photo credit: Depositphotos

მზა მიწას სუპერფოსფატს ვუმატებ. პლასტმასის კონტეინერებს მიწით ვავსებ და პომიდვრებს ვთესავ. ზემოდან 5-10 მმ სიმაღლის მიწა მოაყარეთ. კარგად მორწყეთ და თხელი და გამჭვირვალე საკვები პარკი დააფარეთ.

Photo credit: Depositphotos

აღმოცენების გამოჩენისას ნამდვილი ფოთლის წარმოქმნას დაელოდეთ, შემდეგ ხუთლიტრიან ბოთლში ღერო მიამაგრეთ. ასე აყვავილებამდე გაიზრდება, შემდეგ ცოტა ნიადაგი მოაყარეთ და დაელოდეთ. რამდენიმე დღეში პომიდვრის ნაყოფიც გამოჩნდება და მალე მოსავლის აღებას შეძლებთ.

მოსავალი

სახლის პირობებში ბოსტნეულის დასათესად, მნიშვნელოვანი სწორი ჯიში შეარჩიოთ. ჩემი საყვარელი პომიდვრის სახეობაა „აივნის სასწაული“, რომელსაც ლამაზი ბევრი ფოთოლი აქვს. თუმცა 1 მეტრზე მაღალი იზრდება. წინასწარ მოიფიქრეთ, თუ ფანჯარასთან როგორ მიამაგრებთ.

Photo credit: Depositphotos

ადრე პომიდვრის ჯიში „ბონსაი“ ვცადე, მაგრამ დიდად არ გამახარა. მგონი ცუდი ხარისხის თესლი შემხვდა, რადგან ნაცნობმა სხვა კომპანიის „ბონსაით“ კარგი მოსავალი მიიღო. წელს კიდევ ერთხელ ვცდი, რადგან პატარა, ლამაზი ბუჩქი ბევრ ნაყოფს იძლევა. ასევე დავრგე სახეობა „ალიასკა“. მას ბევრი მებაღე აქებს.

Photo credit: Depositphotos

პომიდვრის თითოეული ჯიშის 3-3 თესლი დავრგე. თუ ყველა ამოვა, ჩითილებს მეგობრებს გავუზიარებ. ჯამში დაახლოებით 6 პომიდორი უნდა მივიღო, თითოეული სახეობის 2 მცენარე. ვიმედოვნებ, წელს კარგ მოსავალს მივიღებ.

Photo credit: Depositphotos

ამ საქმეს პირადი გამოცდილება სჭირდება, თუმცა სხვა მებაღეების გამოცდილება ინფორმაციისთვის სასარგებლოა. თქვენ ოდესმე გაგიზრდიათ ბოსტნეული სახლში?