გმირული საუზმე, რომლის შემდეგ ქმარი ჩეშირის კატასავით იღიმის

0
4896

გუშინ მარმარილოს კექსი მოვამზადე. ქმარმა მითხრა: „ეს ბომბაა! ასეთი გემრიელი საუზმე დიდი ხანია არ მიჭამია!“ ხელები დამიკოცნა და მთხოვა სამსახურში ცოტა გამეტანა, რომ ლანჩზე კექსით წაეხემსა.

გოგოებო, გირჩევთ. სწრაფად, მარტივად მზადდება, ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოდის. ერთი პრობლემაა, სუფრიდან უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე მზადდება.

Photo credit: Depositphotos

მარმარილოს კექსი

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ საოცრად გემრიელი ძეხვის კექსის მომზადების ინსტრუქციას. ყველა, ვინც სინჯავს, აღფრთოვანებული რჩება!

ინგრედიენტები:

  • 180 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ მაიონეზი
  • 150 გრ არაჟანი
  • 150 გრ ყველი
  • 300 გრ ძეხვი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწვანილი (ნებისმიერი)
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. პატარა თასში არაჟანი და სოდა აურიეთ, 2-3 წუთით გააჩერეთ.

2. ღრმა თასში კვერცხი და მაიონეზი აურიეთ. არაჟნის და სოდის ნარევი დაუმატეთ. სათქვლეფით აურიეთ. ფქვილი 2 პორციად დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. ოლადების მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ.

3. ცომს გახეხილი ყველი და პატარა კუბებად დაჭრილი ძეხვი დაუმატეთ. ძეხვი შეგიძლიათ ლორით ჩაანაცვლოთ.

ასევე დაქუცმაცებული მწვანილი დაუმატეთ. რეცეპტის ავტორი გირჩევთ, რომ ხახვი და კამა, ოხრახუში დაუმატოთ. კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი ჩაასხით, შემდეგ კოვზით გაათანაბრეთ.

5. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.

6. მზა კექსი ნაჭრებად დაჭერით. გემრიელად მიირთვით!

მარმარილოს კექსი ერთნაირად გემრიელია როგორც ცხელი, ასევე ცივი. გამოგადგებათ სასაუზმოდ, ასევე სამსახურში ან ბავშვებისთვის სკოლაში წასახემსებლად. ჩემი დაქალი ტრადიციულად ამ კექსს დაბადების დღეზე აცხობს! სტუმრები ყოველთვის რეცეპტს სთხოვენ!