ცუდი ბებია ანუ რატომ არ რთავს რძალი ბებოს შვილიშვილებთან თამაშის უფლებას

0
4218
Photo credit: Depositphotos

რა უნდა იგრძნოს ქალმა როდესაც მისი ვაჟი გამოუცხადებს, რომ ცუდი ბებია და დედაა? ტკივილი, წყენა, სასოწარკვეთა… თავში მთელი ცხოვრება გაირბენს და დაიწყებ ძებნას თუ რა არ გააკეთე სწორად. შესაძლოა პრობლემა ქალბატონში სულაც არ არის და ვაჟია უმადური… ჩვენი სტატიის გმირი ამ კითხვაზე პასუხს ჯერ კიდევ ვერ პოულობს. იმედი გვაქვს მას სირუაციაში გარკვევაში დაეხმარებით.

Photo credit: Depositphotos

ცუდი ბებია

“არასდროს ვჩქარობდი პენსიაზე გასვლას რადგან მშაობა ძალიან მიყვარდა. როდესაც ეს მოენტი დადგა სახლში მალე მოვიწყინე და თუ სიმართე გინდათ თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა და შვილებს კი დიდი ხანია ოჯახები ჰყავთ.

იმდენი ენერგია მქონდა და მისი სასარგებლოდ გამოყენება მსურდა! ამიტომ გადავწყვიტე ვაჟსა და რძალს ვსტუმრებოდ რმლებიც ჩემგან არც ისე შორს ცხოვრობდნენ. გარდა ამისა მინდოდა ჩემს 2 წლის შვილიშვილთან მეტი დრო გამეტარებინა. სანამ ახალგაზდები მუშაობდნენ ბიჭთან ძიძა რჩებოდა.

Photo credit: Depositphotos

ერთ მომენტში ვიფიქრე რომ ჩემებს დავეხმარებოდი და ძიძას შევცვლიდი. ეს იდეალური ვარიანტი იყო ჩემთვისაც და მათთვისაც რადგან ძიძის ფულზე ეკონომიას გააკეთებდნენ. მზად ვიყავი ჩემი შვილიშვილისთვის მთელი დრო დამეთმო. რძალთან და ვაჟთან სწორედ ამის სათქმელად მივედი.

მათი რეაქცია შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ჯერ ჩუმად გადახედეს ერთმანეთს შემდეგ კი ოთახიდან გავიდნენ 5 წუთით და ცხარედ საუბრობდნენ. დაბრუნდნენ და მითხრეს, რომ ძიძის მუშაობა მათ აწყობდათ და ის ბავშვთან განსაკუთრებულ მეთოდს იყენებს.

Photo credit: Depositphotos

ვაჟის მოულოდნელი პასუხი

ძალიან მეწყინა და ვაჟს სახლში გაყვანა ვთხოვე. გზაში კი ვკითხე რაში იყო პრობლემა. პასუხად მან მითხრა ის რასაც არ ველოდი.

“მაპატიე მაგრამ, კარგ დედად არ გთვლი. ამიტომ ჩვენს შვილს ვერ განდობ”. ნუთუ მართლა თვლის, რომ ცუდი დედა და ბებია ვარ? როდესაც ბავშვი იყო ბევრს ვმუშაობდი მაგრამ მე და მამამისს სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

Photo credit: Depositphotos

ბავშვებს კარგი განათლება მივეცით, ფეხზე დავაყენეთ. ნუთუ ამდენი წლის შემდეგ ამ ყველაფრის მოსმენა დავიმსახურე? მგონია რომ რძალი ვაჟს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს. ალბათ დაიღალა ჩემი ხშირი სტუმრობით… გოგონა დიდი ხანია გათხოვდა და საზღვარგარეთ წავიდა.

თავს საშინლად ვგრძნობ. ღამით უძილობა მაწუხებს, რადგან სულ იმაზე ვფიქრობ რა გავაკეთე არასწორად და სად შევცდი. ადრე ხომ მსგავსი არაფერი უთქვამს ჩემთვის ცემს ვაჟს. ჩვენ ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდა… ნუთუ ყველაფერი დასრულდა?!”

Paparazzi-ს რედაქცია

არაფერი ტკენს გულს დედას ისე როგორც მისი შვილების ქმედებები. როდესაც ისინი იზრდებიან ბავშვბოის წყენები თავს იჩენენ. ეს არ ნშნავს, რომ ახლობელ ადამიანს ასე უნდ აატკინოთ გული. მსგავსმა ქმედებამ შეიძლება ურთიერთობები სამუდამოდ დაანგრიოს.