ჭურჭლის სარეცხი მანქანა რომელიც ყველაზე პატარა ბინის სამზარეულოშიც დაეტევა და ჭურჭელს ბზინვარებამდე გარეცხავს

719

სარეცხი მანქანები XIX საუკუნეში გამოიგონეს მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ფართოდ ჯერ არ გავრცელებულა. ამიტომ ბევრ დიასახლისს აწუხებს კითხვა თუ როგორ შეარჩიოს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და რამდენად მოთავსდება ის პატარა სამზარეულოში.

როგორ ავირჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ისევე როგორც ბევრი მცირეგაბარიტული სამზარეულოს ქონენი, მეც დიდი ხნის წინათ შევეგუე იმას, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დასადგმელ ადგილი არ მაქვს და როდესაც მეგობრებთან მივდივარ სტუმრად თეთრი შურით მშურს იმის თუ რამდენად მარტივად უმკლავდებიან დასარეცხი ჭურჭლის გროვებს.

Photo credit: Depositphotos

ძალიან გამიკვირდა როდესაც გავიგე, რომ არსებობს სარეცხი მანქანები რომლებიც მიკროტალღურ ღუმელზე ოდნავ დიდია და ჭურჭლის რეცხვას დიდ თანამოძმეებზე უკეთად უმკლავდებიან.

ჭურჭლის სარეცხი მანქანები: დიდი და პატარა

ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები სტანდარტული ზომით იყიდება (სიგანე 55 – 60 სმ) და ვიწრო (სიგანე 45 სმ). ორივე მოდელის სიმაღლე ერთნაირია და 80 – 85 სანტიმერტს უდრის.

კარგია თუ სამზარეულოს ავეჯი ასეთი ზომის ტექნიკის განტავსებასაც ითვალისწინებს, თუმცა მე ამის გარეშეც შეზღუდული სივრცე მაქვს და სამწუხაროდ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ადგილი აღარ დამრჩა.

ამიტომ ნებსით თუ უნებლიედ, მცირე ზომის ჭურჭლის სარეცხ მანქანებს ვათვალიერებდი, რომელთა დადგმასაც ნიჟარის ქვემოთ ან სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე შევძლებდი. მათი ზომა ძალიან პატარაა, სიმაღელე 43-50 სანტიმეტრს არ აღემატება. შესაბამისად მას 2 – 3 ადამიანის ჭურჭლის დარეცხვა შეუძლია, თავსებადობა ზოგჯერ 6 კომპლექტამდეც ადის.

მცირე ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანების პლიუსები

1. ფასი

ის ჩასაშენებელი მანქანების ფასზე 2-3-ჯერ იაფი ღირს.

2. თავსებადობა

6 კომპლექტი – 6 წვნიანის თეფში, 6 სალათის თეფში, თხელი თეფშები, ღრმმა თეფში, ჭიქები, კოვზები, ჩანგლები. ამდენ ჭურჭელს ყოველდღიურად და ყოველ ჯერზე არ ვიყენებთ.

3. წყლის ხარჯი

6,5 ლიტრი რეცხვის ერთ ციკლზე. ხელით რეცხვისას ამ კომპლექტის დარეცხვას გაცინებით მეტი წყალი ჭირდება. ნახევარი აბის მეშვეობით ჭურჭლის სარეცხი მანქანა თქვენს ჭურჭელს ბზინვარებამდე მიიყვანს.

4. ხმაურის დონე

ინვენტორული ძრავა ძლიერ ხმას არ გამოსცემს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ სანამ მანქანა თავის საქმეს ასრულებს.

5. პროგრამების ნაირსახეობა

ინტენსიური რეცხვის, უბრალო, ნორმალური, აჩქარებული, ყოველდღიური რეცხვის რეჟიმები – იმისთვის, რომ ყველა სიტუაციას გაუმკლავდეთ.

საშუალო ზომის ოჯახისთვის, რომელიც პატარა ბინაში ცხოვრობს ეს კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა ნამდვილად გამოადგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს