ყოველ ქალს სურს უნაკლოდ გამოიყურებოდეს ყველგან და ყოველთვის – რესტორანშიც, ოფისშიც და პურის რიგშიც. ჩვენ ამისთვის ენერგიას არ ვიშურებთ მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება ერთმა პატარა წვრილმანმაც კი გაგვიფუჭოს იდეალური იერი. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმ შეცდომების შესახებ რომლებსაც ქალბატონები თავის მოვლის დროს უშვებენ და მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ქალბატონების შეცდომები
რა თქმა უნდა ყველას გვესმის ისეთი მომენტები როგორიცაა დაუბანელი თმა, ჭუჭყიანი სამოსი ან არასწორად გაკეთებული მაკიჟი ჩვენს გარეგნობას აფუჭებს. თუმცა არ ღირს ისეთი წვრილმანების დავიწყებაც რომლებიც თქვენს ვიზუალს ფეთხუმის იერს მისცემს. აი გავრცელებული შეცდომების სია რომლებსაც თავი უნდა მოარიდოთ იმ შემთხვევაში თუ უნაკლოდ გსურთ რომ გამოიყურებოდეთ.
ჭუჭყიანი ფეხსაცმელი
თითქოს თქვენი ფეხსაცმელის ძირებს ყურადღებას არავინ მიაქცევს, მაგრამ სინამდვილეში ფეხსაცმელი თვალში ყველას ხვდება. აი რატომ უნდა იყოს ქალბატონი მოვლილ ფეხსაცმელში. დასაწყისისთვის თვქენი ფეხსაცმელისა და სამოსის მოვლაზე იფიქრეთ და მხოლოდ შემდეგ სტილზე. ეს განსაკუთრებით თეთრ ძირებს ეხება, რომლებიც სწრაფად ისვრება. სახლიდან ყოველი გამოსვლის წინ აუცილებლად შეამოწმეთ ფეხსაცმელს გაწმენდა ხომ არ ესაჭიროებათ.
ტონალური კრემი თმაზე
თუ ტონალური კრემით ან პუდრით სარგებლობთ ეცადეთ ისინი ფრთხილად დაიტანოთ სახეზე რათა წარბებსა და თმაზე კვალი არ დარჩეს. ზოგჯერ სიჩქარეში შეიძლება დაგავიწყდე კოსმეტიკის შესწორება და გარკვეულ განათებაზე პრობლემა ვერ შენიშნოთ. ამიტომ აჯობებს დამატებით შეხედოთ თქვენს თავს სარკეში და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა.
მოუვლელი ნუნები
ამ პრობლემას ალბათ ბევრჯერ შეჯახებიხართ: გელ-ლაკი იზრდება და ნუნები მოუვლელად გამოიყურება. პირველი რისი რჩევაც შეიძლება – სალონში დროული მისვლაა. თუ დრო საერთოდ არ გყოფნით აჯობებს მანიკურის კეთება დამოუკიდებლად ისწავლოთ. კიდევ ერთი გამოსავალი – ევროპული მანიკურია, რომლის დროსაც გაზრდილი ნუნები თვალში დიდად არ გეცემათ.
დაგრძელებული წამწამები
დაგრძელებულ წამწამებს კარგი მოვლა ესაჭიროება წინააღმდეგ შემთხვევაში ის ულამაზოდ გამოიყურება. დროთა განმავლობაში ის ცვენას იწყებს და არათანაბარი ხდება. ასეთი სანახაობა სილამაზეს ნამდვილად არ შეგმატებთ. თუ ოსტატთან დროულად მისვლას ვერ ახერხებთ შეგიძლიათ მისი მოსახსნელი ხსნარი მაინც შეიძინოთ.
ნაგავი ჩანთაში
რეგულარულად ამოწმეთ თქვენს ჩანთაში შემთხვევით არასაჭირო ჩეკები, ქაღალდები და ძელი კოსმეტიკა ხომ არ ყრია. თუ ქალის ჩანთა სხვადასხვა ნაგვით არის სავსე ეს მისასალმებელი ნამდვილად არ არის! შეგიძიათ ჩეკების შესანახად ცალკე ჯიბე გამოყოთ და ყველაფერი ერთად არ ჩაყაროთ.
არასწორად შერჩეული თეთრეული
იმისთვის, რომ თეთრეული სამოსის ქვეშ არ ჩანდეს სწორი ზომა უნდა შეარჩიოთ და ყველა ნიუანსი გაითვაისწინოთ. მაგალითად ზომა და სარტყელი. შემდეგ შეგიძიათ მაღაზიაში წახვიდეთ სადაც კონსულტანტი შეგირჩევთ შესაბამის ზომას. თეთრეული სწორად არის შერჩეული თუ მოძრაობისას ადგილზე რჩება და არც გიჭერთ.
ჭუჭყიანი ეკრანი და ჩასადები ტელეფონისთვის
სმარტფონი ყველგან ჩვენთან ერთად არის. ალბათ ამ ნივთს ყველაზე ხშირად ვიყენებთ. გასაოცარი არ არის რომ მასზე ანაბეჭდები, ლაქები და ზოლები ჩნდება. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ რეგულარულად გაწმინდოთ მისი ეკრანი და ყურადღება ჩასადებსაც მიაქციეთ, თუ ძალიან დაბინძურებულია მის შეცვლაზე იფიქრეთ.
ამ წვრილმანებს შთაბეჭდლების გაფუჭება შეუძლიათ, ამიტომ მათ ყურადღება მიაქციეთ. გახსოვდეთ, რომ პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და გარშემომყოფებს ამ დროს უჩნდებათ გარკვეული წარმოდგენა თქვენს პიროვნებაზე.