3 გრძელი თვის განმავლობაში სამყარო ნაცრისფერი ხდება და აქ ის მცენარეები გვშველიან რომლებიც ცივ პერიოდში ყვავიან. დღეს Paparazzi-ს რედაქცია სწორედ ასეთი ყვავილების სიას წარმოგიდგენთ, ისინი ნაცრისფერ დღეებს ლამაზი ფერებით გვილამაზებენ და მასში საზეიმო ატმოსფერო შემოაქვთ.
ფელონოპსისი
ორქიდეა-პეპელა, როგორც მას უწოდებენ, ის ხანგრძლივი ყვავილობით გამოირჩევა (2 – 6 თვე ან მეტი). ჩვეულებრივ ეს წელიწადში 2 – 3-ჯერ ხდება.
მისი ყვავილობის მოახლოებას კი ჩვენი რჩევები გათვალისწინება შეუწყობს ხელს. ის გვაგონებს ჩიტს რომელმაც ფრთები გაშალა. ბუნების მართლაც საოცარი ქმნილებაა!
კამელია
კამელიების სამშობლო – შორეული აღოსავლეთი. ევროპაში ის XVIII საუკუნეში გაჩნდა. ამბობენ, რომ ჩინელი მოვაჭრეები ინგლისელებს ჩაის კაქტუსის სახელით აპარებდნენ.
იაპონური ვარდის პოპულარობის მთავარი მიზეზი კი მისი ზამთარში ყვავილობის უნარია. ესპანეთში სადაც ცივი და ნესტიანი ზამთარი იცის, მის ქუჩებს კამელიის ბუჩქები მკვეთრი ყვავილობით ალამაზებენ და ღია ცის ქვეშაც კი ყვავიან. ჩვენთან კი ამისთვის გარკვეული პირობების შქმნაა საჭირო.
ყვავილობის პერიოდში კამელია აჯობებს გრილ, შემინულ აივანზე დადგათ (12-15 გრადუსი). არ შეიძლება ჰაერის სიმშრალე ან ქოთანში ნიადაგის გამოშრობა დაუშვათ.
ოთახის ჟასმინი
სახლის პირობებში ორი სახეობის ჟასმინი იზრდება: სამბაკი და ზამთრის ჟასმინი. არცერთს უყვარს ორპირი ქარი და 15 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა.
ყვავილობის გასახანგრძლივებლად მას მუდმივად უნდა დაუსხათ რბილი წყალი და არც ღერობის აბმა დაგავიწყდეთ.
ინდური აზალია
სიმსის აზალია ან სიმსის როდოდედრონი ანდ ინდური აზალია, მათ სამივე სახელით მოიხსენიებენ – ეს მცირე ზომის ბუჩქია, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ყვავილობს ლილისფერი, იისფერი, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით.
მის სახლის პირობებში გასაზრდელად, დამწყებმა მეყვავილეებმა მის მცირედ ყვავილოვან სახეობებს უნდა მიაქციონ ყურადღება. ესენი გახლავთ: Kocho no mai, Cattleya, Addy Wery, Azuma kagame, Adonis და Himomayo.
გრილ პერიოდებში აზალიას თითქმის ისეთივე პირობები ესაჭიროება როგორც ველურ პირობებში. ეს გახლავთ 17 გრადუსამდე ტემპერატურა და მინიმუმ 70%-იანიტენი. ევროპაში აზალიას საშობაო სუფრის გასაწყობად იყენებენ და ითლება, რომ მას სახლში ბედნიერება მოაქვს.
პუანსეტია (Poinsettia) ან საშობაო ვარსკვლავი, ცნობილია თავისი მკვეთრი ყვავილებით. მისი ყვავილი წვრილია მაგრამ ამის კომპენსირებას მისი ფოთლები ახდენენ. ყვავილი საკაოდ უპრეტენზიოა, მაგრამ მისი ყვავილობისთვის ნათელი განათება, ნოტიო ჰაერი და საშუალო ტემპერატურაა საჭირო. ჩვეულებრივ პუანსეტია დეკემბერში ყვავის და ეს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდება.
სპარსული ციკლამენი
იმისთვის, რომ ზამთარში ამ ყვავილმა თავისი ყვავილობით გაგახაროთ გრილი რაფა და გაფანტული მზის შუქი დაგჭირდებათ. მისი მორწყვა ისე უნდა მოხდეს, რომ ფოთლები და ფესვები არ დასველდეს.
კალანხოე ბლოსფელდა
ის მადაგასკარის ნესტიანი ტყეებიდან მოგვევლინა. მეყვავილეებს ის ძალიან უყვართ მისი უპრეტენზიობისა და ყვავილების ფერთა ფართო გამის გამო: ნაზი მწვანიდან – ვარდისფრამდე, ყვითელი, წითელი და ორფერა კომბინაციები.
მისი ყვავილობა 6 კვირიდან 2,5 თვემდე გრძელდება. კარგი მოვლის პირობებში კი ნათელი და ფუმფულა ყვავილებით კიდევ უფრო დიდხანს შეძლებთ ტკბობას.
ბუნებაში კალანხოე დღის სინათლის კლების დროს იწყებს აყვავებას. ამიტომ ყვავილთან განათება უნდა შეზღუდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ენერგია ახალი ფოთლებისა და ღეროების გაზრდაზე წავა.
სენპოლია
ჩვენ (ლათ. Saintpaulia) სენპოლიას ხშირად იას ვუწოდებს, ის აღმოსავლეთ აფრიკის მთიან რეგიონებში ხარობს. მას იმ ტყის იებთან რომლებადაც ჩვენ ვთვლით – საერთო არაფერი აქვს.
სენპოლიას ნესტიანი ჰავა უყვარს, თუმცა ვერ იტანენ როდესაც წყალი ყვავილს ხვდება. ამან შეიძლება ფოთლების ლპობა გამოიწვიოს.
ჰიპეასტრუმი
ბოლქვოვნი მცენარე ჰიპეასტრუმი აგვისტო-სექტემბერში ზრდას წყვეტს და ფოთლებს იცვენს. დეკემბერში ახალი კალმები ფორირდება და მათგან მსხვილი ყგვავილები ჩნდება.
ჰიპპეასტრუმი საერთო ჯამში 10 წელი ცოცხლობს, თუმცა მისი ყვავილობის ვადების დარეგულირება შესაძლებელია. ეს ძალიან მოსახერხებელია რადგან აყვავებული მცენარე არაჩვეულებრივი სანახავია.
გუზმანია ან გუსმანია (ლათ. Guzmania) – ეს მარადმწვანე მცენარეა წარმოშობით სახმრეთ ამერიკიდან.
მის მთავარ სილამაზეს მკვეთრი ყვავილები წარმოადგენს. გაყიდვაში მისი ბორდოსფერი, ფორთოხლისფერი, ალისფერი და ყვითელი ვერსიები გვხვდება.
გუსმანიას მტვრიდან სასარგებლო ნივთიერებების მოპოვების უნარი აქვს, შედეგად ოთახში მთვრის ნაწილაკები მცირდება და ჰაერიც იწმინდება. როგორც ხედავთ ბევრი ოთახის მცენარე ყვავის ზამთარში. ყურადღებით შეარჩიეთ ისინი და თქვენს სახლში მუდმივად იქნება სილამაზე, ჰარმონია და კეთილდღეობა!