დროდადრო ქალის გარდერობს განახლება სჭირდება. ზოგიერთი ტანსაცმელი მოდიდან გადადის, ზოგი, პირიქით, აქტუალური ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ სტილის შექმნაში ნივთების, აქსესუარების და ფეხსაცმელების გარდა მოდური ფერები და ჩრდილებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„პაპარაცი“ ახალი მოდური სეზონისთვის უკვე ემზადება და დღეს აქტუალური ფერების სიას გთავაზობთ. დარწმუნებული ვართ, რომ მათი დახმარებით გარდერობს განაახლებთ და მას კიდევ უფრო კაშკაშას გახდით.
მოდური ჩრდილები
წელს აქტუალურია მჟავისფერი, ნეონის ფერები, მაგრამ პასტელური ფერები აქტუალობას არ კარგავენ. მაგალითად, 2021 წელს იასამნისფერი ტანსაცმლის ტარება მოდურია. ნაზი ლავანდისფერი როგორც ახალგაზრდებს, ასევე მოწიფული ასაკის ქალებს მოუხდებათ. ასეთი ფერის ნივთის ან აქსესუარის შეძენაზე დაფიქრდით. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ და იასამნისფერი სხვა ფერებთან კომბინაციაში გამოიყენეთ. მაგალითად, თეთრ ან პასტელურ ცისფერს იდეალურად ეხამება.
ჩვენს სიაში შემდეგი ადგილი ნაზ პასტელურ ყვითელ ფერს უკავია. მისი დახმარებით ნებისმიერ სტილს განაახლებთ და უფრო ფერადს გახდით. სხვათა შორის, ასეთი ფერი გარუჯულ კანს ყველაზე მეტად უხდება. უკვე ახლა შეგიძლიათ საზაფხულო გარდერობის განახლებაზე დაფიქრდეთ!
თუ ტანსაცმელში ექსპერიმენტები გაშინებთ, ყურადღება კაშკაშა მეწამულ ფერს მიაქციეთ. ხასხასა მოვარდისფრო–იისფერი შეფერილობა როგორც ყოველდღიური ასევე დახვეწილი სტილის შექმნაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ვარდისფერი მაისური ან სვიტერი ჩვეულებრივ ჯინსებთანაც ჰარმონიულად გამოიყურება. ამასთან მოსაწყენი არაა!
შემდეგ ადგილზეა პასტელური ცისფერი ჩრდილი. იდეალური ფერი მსუბუქი სტილის შესაქმნელად. ქერებს და შავგრემნებს განსაკუთრებით უხდება. სხვათა შორის, შეგიძლიათ სხვა ფერებთან კომბინაციაში გამოიყენოთ. თეთრთან ერთად თავს ჰაეროვან ღრუბლად იგრძნობთ.
გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეთ მდიდარ ლურჯზე. ღრმა ინდიგო და მისი ჩრდილები ძალიან მიმზიდველი და კეთილშობილურია. მოწიფული ასაკის ქალებს განსაკუთრებით უხდება. ახალგაზრდა ქალების გარდერობშიც საკმაოდ მომგებიანია. ლურჯი კლასიკურ ფერად ითვლება, ამიტომ ახალ სეზონზე ნაყიდი ნივთი კიდევ დიდხანს გემსახურებათ.
თავშეკავებული ჩრდილები
თუ ფერადი ფერები თქვენი არაა, არ იდარდოთ! ახალ წელს მოდაშია ძალიან უჩვეულო კარამელის შეფერილობა. თბილი ყავისფერი თქვენი გარდერობის პალიტრას გააზავებს, მაგრამ ამასთან ზედმეტად ბრწყინვალედ არ გამოიყურება. მისი მთავარი უპირატესობა: ყველას უხდება. გარდა ამისა, კარამელის ფერი როგორც საზამთრო, ასევე საზაფხულო გარდერობში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ჩვენს სიას სპილოს ძვლისფერი ჩრდილი ასრულებს. განა ამაზე უფრო უნივერსალური ჩრდილის მოფიქრება შეიძლება? ალბათ, ის არა მხოლოდ 2021 წელს იქნება აქტუალური, არამედ დიდხანს–დიდხანს ბევრი წელი. ჩვენი ფავორიტი!
მოგვწერეთ, ახალი წლის რომელი მოდური ფერი მოგეწონათ ყველაზე მეტად? შესაძლოა, გარდერობი უკვე განაახლეთ, თქვენი აღმოჩენები გაგვიზიარეთ.