რა გაიგო დედამთილმა, როცა ღამე ყოფილ რძალთან გაათია

0
7511
Photo credit: Depositphotos

რამ შეიძლება გააოცოს დედამთილი ყოფილ რძალთან ზამთარში ღამის გათევისას და როგორ მიიღო შვილის ყოფილი ცოლისგან მოულოდნელი ამბავი? „პაპარაცი“ ცხოვრებისეულ ამბავს გიზიარებთ.

ღამისთევა ყოფილ რძალთან ზამთარში

პირველ პერიოდში, როცა შვილმა, ლუკამ ცოლის გაუთხოვარ დაქალთან ურთიერთობა დაიწყო და ოჯახი მიატოვა, ნინოს პირდაპირ ყოფილ რძალთან, ანასთან ვედრება უწევდა, რომ შვილიშვილები ენახა.

Photo credit: Depositphotos

იქნებ, ჩვენს გმირს ცხოვრების ახალი აზრი მოგზაურობაში ან მოულოდნელ რომანში ეპოვა, შვილიშვილები ასე რომ არ ყვარებოდა. ისე მოხდა, ბებიის როლში თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა. ყოველთვის ცდილობდა 4 წლის ლილესთვის და 7 წლის ნაზარესთვის საყრდენი ყოფილიყო.

Photo credit: Depositphotos

იმის მიუხედავად, რომ პირველ ხანებში ანას ყოფილი ქმრის და დედამთილის პატიება არ შეეძლო, ბოლო დროს ნინოს მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. ხედავდა, თუ დედამთილი მის შვილებზე როგორ ზრუნავდა, ამიტომ გადაწყვიტა მათი ურთიერთობა არ შეეზღუდა. ბოლოს და ბოლოს, ნინო მაინც მათ ბებიად რჩებოდა.

Photo credit: Depositphotos

განქორწინების შემდეგ ანამ შვილები წაიყვანა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. სწორედ ამიტომ, სტუმრად ჩამოსული დედამთილი მასთან უნდა დაეტოვებინა. სადღაც საეჭვო სასტუმროში ხომ არ გაუშვებდა. აი, დღიურად აპარტამენტის ქირაობის საშუალება არც მას და არც დედამთილს არ ჰქონდა.

გასულ შობას ნინომ შვილიშვილების მონახულება და რძლისთვის სასიხარულო ამბის მოტანა გადაწყვიტა. ლუკა გონს მოეგო და მზად იყო ყოფილ ცოლს დაბრუნებოდა! ოღონდ თავად ამის თხოვნის ეშინოდა, ფიქრობდა, რომ არ აპატიებდა. სწორედ ამიტომ, დედის გარდა ამ ამბავს სხვა ვერავინ მიუტანდა.

Photo credit: Depositphotos

წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული იყო ქალი, როცა გაიგო, რომ ყოფილ რძალს უკვე დიდი ხანია მისი შვილი აღარ ენატრებოდა. ამ საბედისწერო ზამთრის ღამეს ნინოს ანას ახალი საქმროს გაცნობა და ოჯახის გაერთიანების იმედის დატოვება მოუწია.

Photo credit: Depositphotos

სახლში იმედგაცრუებული ბრუნდებოდა. ერთი მხრივ, ყოფილი რძლის ბედნიერება ახარებდა. მეორე მხრივ, საკუთარ შვილზე გული შესტკიოდა, რადგან ბედნიერება ასე სულელურად დაკარგა.