რიცხვებზე მკითხაობა, რას წინასწარმეტყველებს წარმატებას და შეასხავს ხორცს მას.

0
4606

წარმატება და იღბალი ნამდვილი ძღვენია, რომელიც თითოეულს დაბადებიდან აქვს. ზოგი ამ შესაძლებლობას უკვე იყენებს, ზოგს მომზადება სჭირდება, რომ მრავალწლიანი „ანთების“ შემდეგ ამუშავდეს. ამაში წარმატების შესახებ პროგნოზი დაგეხმარებათ.

„პაპარაცი“ გირჩევთ ყოველდღიურ საქმეებს 4-5 წუთით მოწყდეთ და წარმატებაზე ეს უჩვეულო მკითხაობა გაიაროთ.

თავდაპირველად, თქვენთვის სპეციალური ამოცანა გვაქვს. ქვემოთ მოცემულია სურათი. ყურადღებით დააკვირდით, შემდეგ თვალები დახუჭეთ და სასურველ წარმატებაზე დაფიქრდით. თვალები გაახილეთ და მარცხენა ხელის თითი სურათს შემთხვევითობის პრინციპით დაადეთ. ციფრი, რომელსაც თითი დაადეთ, მომავალს გიწინასწარმტყველებთ.

ახლა გაშიფვრა წაიკითხეთ.

წარმატებაზე წინასწარმეტყველება

  1. თქვენი სურვილი ისე სწრაფად არ ახდება, როგორც გინდათ. სანუკვარი ოცნების მისაღწევად ცოტა კიდევ უნდა იშრომოთ.
  2. შიშს სახეში ჩახედეთ და წინ იარეთ. ყველაფერი გამოგივათ!
  3. ყოველმხრივ ნიჭიერი ხართ.უბრალოდ ეს ნიჭი გამოიყენეთ!
  4. ამ საქმის დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად განიხილეთ. საკუთარ თავს ჰკითხეთ: ნამდვილად გსურთ თუ ეს მიზანი საზოგადოებამ თავს მოგახვიათ?
  5. წარუმატებლობა – გამოცდილება, რომელიც გეძლევათ, რომ შემდეგ უკეთესად გააკეთოთ.
  6. თავიდან დაწყება გვიანი არასდროსაა, გარისკეთ – ეს საქმე ამად ღირს!
  7. წინ იარე, გზიდან არ გადაუხვიოთ!
  8. ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ზარალის თავიდან აცილებას შეძლებთ.
  9. მოითმინეთ. ამ საქმეში მოთმინება აუცილებლად დაგჭირდებათ.
  10. თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან. ამ მინიშნებას მოუსმინეთ!
  11. კარიერულ კიბეზე წინსვლა გელით!
  12. წარმატებული პერიოდია, რომ კარგი მეგობარი შეიძინოთ. ირგვლივ მიმოიხედეთ.
  13. ჩაფიქრებული დღეს საღამოს ახდება.
  14. ძვირფასო მეგობარო, ნუ დარდობთ. წინ სასიამოვნო სიურპრიზი გელით!
  15.  ვიღაც ავი თვალისგან დაგიცავთ!
  16.  მალე სიყვარულს იპოვით.
  17.  ახალი ცხოვრება ახლოსაა, გული გაუღეთ.
  18. საკუთარ თავს ენდეთ ისე, რომ ყველასთვის მაგნიტი გახდეთ და სასურველი მოიზიდოთ.
  19. ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება. ეჭვიც არ შეგეპაროთ!
  20. თვალები ფართოდ გაახილეთ და უფრო მეტ სილამაზეს დაინახავთ.
  21. სასურველის მისაღწევად არ იჩქაროთ. „ჩუმად იარე, შორს წახვალ“ – ეს თქვენთვის აქტუალურია.
  22. ბედი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია.
  23. გაიღიმეთ! ღიმილი გიხდებათ.
  24. ძალიან მარტივად მდიდარი და ცნობილი გახდებით. უბრალოდ გჯეროდეთ!
  25. ფრთხილად იყავით. დიდი რისკია, რომ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები გადაჭარბებით შეაფასოთ.
  26. ყოველი დღე ცხოვრების ახალი გვერდია. ლამაზი კალიგრაფიით დაწერეთ!
  27.  გამარჯვების შანსი გამოჩნდება, როცა ზუსტი დღე განისაზღვრება.
  28. მადლიერება საუკეთესო მანტრაა. ყოველდღე გაიმეორეთ და სასწაული მოხდება!
  29. წამი – ეს 28 კალენდარული დღიანი შვებულებაა.
  30. უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. სისულელებზე ნუ დარდობთ!
  31.  ის, რისიც გჯერათ, თქვენი სამყარო ხდება.
  32.  ახლა დასახული მიზნების გასახორციელებლად შესაფერისი დრო არაა. სიტუაცია თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს – მხარდაჭერის არ ქონა, ძალების და მოტივაციის ნაკლებობა.
  33. ყოველი შემთხვევითს გეგმა „ბ–ზე” დაფიქრდით. ყველაფერი შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც ფიქრობთ!
  34. მიღებული შედეგი თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს.
  35.  წარმატებაში რწმენა თქვენს ძალებს გააორმაგებს!

აი, წინასწარმეტყველება ჩვენი რედაქციისგან: „შიში მოიშორეთ და წინ იარეთ. ნათელი მომავლისთვის ყველა კარი ღიაა. ყველაფერი კარგად იქნება. კარგის იმედი გქონდეთ და იმოქმედეთ!“

როგორ მოგეწონათ ტესტი? პირადად, მე ყველაფერი ამიხდა და ეს უბრალოდ შთამბეჭდავია! თქვენ? მსგავსი მკითხაობის გჯერათ?