ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია შესანიშნავი ხორცისა და მწვანე ბარდის რულეტის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ერთ-ერთ YouTube არხზე მოვიპოვეთ. ის აუცილებლად გამოგადგებათ როცა რაიმე მსუყე და მარტივი კერძის მომზადებას გადაწყვეტთ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, შესანიშნავად გამოიყურება გემო კი უბრალოდ დაუვიწყარი აქვს!
ინგრედიენტები
- 500 გრამი ხორცის ფარში (ღორისა და ძროხის ხორცი)
- 1 ხახვი
- 3 ნაჭერი თეთრი პური
- 100 გრამი ყველი
- 250 გრამი წვანე ბარდა
- 200 გრამი რძე
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- საკვების ცელოფანი
მომზადების წესი:
1. თეთრი პურის ნაჭრები რძეში დაალბეთ
2. დააბლენდერეთ
3. მიღებული მასა კი ხორცის ფარშს დაუმატეთ.
4. დაჭერით ხახვი და დააბლენდერეთ
5. ხახვი ხორცს დაუმატეთ, შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. კარგად აურიეთ.
6. ყველი თხელ სახეხზე გახეხეთ
7. ფარში საკვებ ცელოფანზე მოათავსეთ.
8. გააბრტყელეთ და მართკუთხედის ფორმა მიეცით
9. მოაყარეთ გახეხილი ყველი
10. მოაყარეთ კონსერვირებული მწვანე ბარდა
11. ცელოფნის დახმარებით ფარშისგან რულეტის ფორმა გააკეთეთ ისე რომ მთელი გულსართი შიგნით მოექცეს.
12. რულეტი პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე მოათავსეთ. ფრთხილად მოხსენით ცელოფანი და ქაღალდში შეახვიეთ.
13. ჟარუნა 200 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 40-45 წუთით შედგით.
14. კერძ გაგრილება აცადეთ და პორციებად დაჭერით.
15. როგორც ხედავთ ხორცის რულეტის რეცეპტი ნამდვილად მარტივია. მისი გემო კი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს!
მათთვის ვისაც გრძელი აღწერების კითხვის დრო არ აქვს შეუძლია ვიდეო ინსტრუქციას უყუროს. გემრიელად მიირთვით!