კარტოფილი ხორცით რომელიც გაცილებით გემრიელი იქნება ვიდრე დედას მომზადებული “ოჯახური”

2070

აი დასრულდა დღესასწაულები და ახლა ორგანიზმს რაიმე მარტივი და გემრიელი ჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ახლა ძროხის ხორცით მომზადებული კარტოფილის დროა. Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ როგორ მოამზადოთ ეს შესანიშნავი კერძი რამდენიმე ნაბიჯით.

კარტოფილი ძროხის ხორცით

ეს რეცეპტი დიასახლისის ხსნაა იმ შემთხვევაში როდესაც რაიმე ძალიან სწრაფად უნდა მოამზადო და მარტივი კერძების რეცეპტები ვერ გახსენდება. რათქმა უნდა კარტოფილის ხორცით მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა ჩვენ ისეთ მათგანს გთავაზობთ რომელშიც არც ზედმეტი ცხიმია და არც სანელებლები. მხოლოდ პროდუქტების ნატურალური გემო! უნდა აღვნიშნოთ, რომ ინგრედიენტების რაოდენობა მიახლოებით გვაქვს მითითებული, ამიტომ სურვილის შემთხვევაში მისი შეცვლა თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 300-400 გრამი ღორის ხორცი (შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ხორციც გამოიყენოთ)
  • 6-7 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 5-10 გრამი კარაქი
  • 0,5 ლ მდუღარე წყალი
  • მარილი (გემოვნებით)
  • შავი პილპილის ბურთულები
  • დაფნის ფოთოლი
  • მწვანილი (გემოვნებით)

მომზადების წესი

1. პირველ რიგში საგულდაგულოდ გარეცხეთ ხორცი ყველა მხრიდან, გაამშრალეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.

2. ახლა კარგად გავაცხელოთ მშრალი ტაფა და მასზე ხორცი მოვათავსოთ. შევწვათ ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე.

3. ახლა ხორცს მდუღარე წყალი დაასხით. შეგიძლიათ მეტი წყალი დაუმატოთ ვიდრე ზემოთ გვაქვს მითიტებული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი ბულიონის მიღება გსურთ. ამის გაკეთების შემდეგ ჭურჭელს სახურავი დავახუროთ, დავუწიოთ ცეცხლს და ხორცი მზაობამდე მოვთუშოთ.

4. ამ დროის განმავლობაში გავთალოთ კარტოფილი, დავჭრათ და ცივ წყალში დავტოვოთ. მაქსიმალურად წვრილად ვჭრთ ხახვს.

5. მზა ხორცი მარილით შევაზავოთ და კარტოფილი და ხახვი დავუმატოთ. ყველაფერს კარგად მოვურიოთ, თავსახური დავახუროთ და ნელ ცეცხლზე დავდგათ. თუ ხახვი არ გიყვართ დამშვიდდით, ამ კერძში ის სრულიად შეუმჩნეველი ხდება და ამავდროულად კერძს საინტერესო გემოსა და არმოატს აძლევს. მზაობამდე 5 წუთით ადრე კერძს დაფნის ფოთოლი, პილპილი და კარაქი დაუმატეთ. მზად არის!

თქვენ როგორ ამზადებთ ამ კერძს? შეგიძლიათ თქვენი საყვარელი რეცეპტი კომენტარებში თამამად გაგვიზიაროთ. გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს