რატომ დაგვტოვა დედამთილმა დედობრივი დალოცვის გარეშე ეგვიპტეში მოგზაურობის გამო

0
1185
Photo credit: Depositphotos

“შარშან, ეგვიპტეში მოგზაურობამ ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დატოვა. ის ჩემა საქმრომ ხელი მთხოვა. ამ მოგზაურობისთვის ფულს ერთად ვაგროვებდით და იქიდან ძალიან ბედნიერები დავბრუნდით. თუმცა აღმოჩნდა, რომ სამქროს დედა ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო” – წერს ჩვენი ისტორიის განაწყებული გმირი.

მოგზაურობა ეგვიპტეში

“ვეჭვობდი, რომ მომავალი საქმრო ხელს მთხოვდა. უკვე სამი წელია ერთად ვართ, ორივე 22 წლის ვართ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ნახევარი წელი ვაგროვებდით ფულს ნანატრი დასვენებისთვის და მას სურდა ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გაეხადა. ასეც მოხდა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი მანამ სანამ დედამისს არ ვესტუმრეთ.

Photo credit: Depositphotos

ორი წელია ერთად ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ვსწავლობთ და ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობთ. მშობლები გვეხმარებიან: ხან კონსერვებს გვიგზავნიან ხან ცოტა ფულს. ჩემი მშობლები ქალაქგარეთ ცხოვრობენ. ჩემი რჩეული ძალიან მოსწონთ და არც ჩემი 22 წლის ასაკში დაქორწინების წინააღმდეგები არიან. დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ მან და მამამაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და რომ ერთად რამის გაკეთება უფრო იოლია.

შვებულების შემდეგ ჩემი მომავალი მეუღლის მშობლებს ვესტუმრეთ, ის მეუბნებოდა რომ ყველა მოუთმენლად გველოდა. ეს ძალიან მახარებდა რადგან ვიცოდი, რომ დროა საქმროს მშობლებთან ურთიერთობები დამელაგებინა. მაგრამ, როცა მივედით ყველაფერი ისე არ იყო როგორც ველოდით.”

ვიზიტი დედამთილთან

“ჩემი რჩეულის დედა საშუალო ასაკის ბიჭთან იყო ურთიერთობაშ. გვითხრა, რომ ღამით ის ვერ დაგვიტოვებდა რადგან ადგილი არ იყო და ჩაიც კი არ შემოუთავაზებია. იქვე ახლოს საქმროს ძმა ცხოვრობს და გვითხრა მასთან წავსულიყავით. მეორე დღეს სადედამთილო მოვიდა და გამოაცხადა რომ მისი შვილისთვის დაქორწინება ჯერ ადრე იყო.

Photo credit: Depositphotos

ის თვლის, რომ ვაჟი დედას უნდა ეხმარებოდეს მატერიალურად, მან ჯერ უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს და რამდენიმე წლის განმავლობაში ფული დედასთან მიიტანოს. მამამ ისინი 15 წლის წინ მიატოვა და დედას იმის იმედი ქონდა რომ ვაჟები ისე არ მოიქცეოდნენ როგორც მისი ქმარი.

Photo credit: Depositphotos

ჩემს მეუღლეს დედის მიტოვება არც უფიქრია, უბრალოდ საკუთარი ოჯახის შექმნა სურს. ეგვიპტეში მოგზაურობაც გაგვიხსენა. აღშფოთებით დაითვალა თუ რამდენ ფულს დავხარჯავდით იქ და დააყოლა ამდენი ფულის ხარჯვას ჯობდა მისი სახლის დაზიანებული ჭერი შეეკეთებინა. დაზიანებული ჭერი ჩვენი ბრალი არ არის, ამის ფული არავის მოცია და თავად შევაგროვეთ, სადედამთილო კი მოხუცი სულაც არ არის, ჯერ მხოლოდ 45 წლისაა. ხელს არაფერი უშლის სამსახურის პოვნაში. მაგრამ, ეს არ ჭირდება რადგან მას კავალერი და ვაჟები უზუნველყოფენ.

Photo credit: Depositphotos

მას შემდეგ რაც ჩვენი გეგმა გავუმხილეთ და ვთქვით რომ ხელის მოწერას ვაპირებდით, გვითხრა რომ მისგან დალოცვას ვერ მივიღებდით, დალოცვის გარეშე კი ოჯახში ბედნიერება არ იქნებოდა. ძალია დამწყდა გული, არ ვიცი რის გამო შემიძულა…”