ხალიჩის რეცხვის ძველებური მეთოდი ახალგაზრდა თანამოსახლისგან

0
358

ცხოვრება ზოგჯერ ისეთ რაღაცას გვასწავლის რისი გაგების იმედიც კი არ გვქონდა. ერთხელ გამიჩნდა კითხვა: როგორ გავრეცხო ხალიჩა სახლის პირობებში? ამისგან მთელი ისტორია და ინსტრუქცია მივიღე იმის შესახებ თუ როგორ უნდა გააკეთო ეს უმცირესი დანახარჯებით. მაშ ასე, Paparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ მეთოდს რომლებსაც ჩვენი ბებია-ბაბუები და მშობლები იყენებდნენ.

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა სახლის პირობებში

მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრება გადავწყვიტე. ერთი პერიოდი ბინას ინტერნეტით ვეძებდი და საკაოდ ნორმალური ოროთახიანი ბინა ვიპოვე პირველ სართულზე.

პირველი კარს შემოსასვლელში შეყავხართ სადაც კიდევ ორი კარია, აქედან ერთ-ერთი ჩემი ტანამობინადრის ოთახია. შემოსასვლელში ხალიჩა იყო დაგებული. ზაფხული რომ ყოფილიყო ხალიჩას ავტოსამრეცხაოში წავიღებდი და ძალიან იაფად გავრეცხავდი და მალე გაშრებოდა, ზამთარში კი გასწრობას ვერ მოასწრებს და საშინელი ნესტის სუნი ექნება.

სანამ ხალიჩის გარეცხვის მეთოდებზე ვფიქრობდი თოვლიც მოვიდა, ფანჯარაში გავიხედე და შესანიშნავი აზრი მომივიდა! ხალიჩის თოვლით რეცხვის მამაპაპური მეთოდი.

საბერტყი

ბებოს დავურეკე და ვკითხე საბერტყი ჯოხი თუ ჰქონდა. გაუკვირდა რომ ამას ვთხოვდი და მათხოვა. საქმეს შევუდექი.

ჯერ ხალიჩა გადავახვიე და ქუჩაში გავიტანე, უკუღმა დავაფინე და ზემოდან თოვლი მოვაყარე, დავიწყე ბერტყვა. ძლიერად ვურტყამდი. შემდეგ გადავაბრუნე და კვლავ თოვლი მოვაყარე, ისევ დავბერტყე. სანამ ვბერტყავდი დიასახლისზე ვფიქრობდი რომელმაც ბინა ასეთი ხალიჩით მომაქირავა.

თანამედროვე ადამიანი ვარ და არ მეგონა თუ ხალიჩის მსგავსი მეთოდით წმენდა მომიწევდა. ხალიჩა რამდენჯერმე გადავტრიალე და კარგად გავბერტყე.

ბოლოს ხალიჩა ღერძე გადავფინე. ისევ გამოვიყენე საბერტყი ჯოხი ზედმეტი თოვლის ჩამოსაბერტყად. ეს კარგად უნდა გააკეთოთ რადგან თუ ხალიჩას თოვლი შერჩა ის ბინაში გადნება, ხალიჩა დასველდება და დაობდება, ბინაში კი საშინელი სუნი გაჩნდება.

ხალიჩა ცოტა ხანს ჰაერზე დავტოვე გასაშრობად და შემდეგ სახლში შევიტანე.

ვერ ვიტყვი რომ შთამბეჭდავი შედეგი მივიღე თუმცა რაც მტავარია ხალიჩას ზედმეტი მტვერი და ჭუჭყი მოშორდა.

Paparazzi-ს რედაქცისგან

აუცულებლად დაწერეთ კომენტარებში გამოგიყენებიათ თუ არა ხალიჩის რეცხვის მსგავსი მეთოდი ან თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ.