ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება და ყველა მხრიდან გვესმის ე.წ. ლიმფოდრენაჟული ხტუნვა. რას ნიშნავს ეს და რამდენად ღირს ამ სავარჯიშოს დღის რეჟიმში შეტანა? Paparazzi-ს რედაქცია შეეცადა მასზე მეტი ინფრომაცია მოეპოვებინა და ამ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ!
ლიმფოდრენაჟული ხტუნვა
ის რომ რაღაც ტრენდული ხდება არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად სასარგებლოა და დღის რეჟიმში უნდა შეიტანოთ. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარად არის. საინტერესო და ძალიან მარტივი სავარჯიშო საკმაოდ კარგად მოქმედებს. თუმცა ყველაფერს რასაც მას “მიაწერენ” – რამდენად უმკლავდება ვერ გეტყვით.
ამტკიცებენ, რომ ამგვარი ხტუნვა უფრო სწრაფად გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ, გამოდევნის ლიმფას, ხსნის შეშუპებას და ამ დროთა განმავლობაში ცელულიტსაც აშორებს. ძნელია გრძელვადიან შედეგებზე მსჯელობა რადგან ამასთან დაკავშრებით არანაირი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა ღირს აღვნიშნოთ, რომ ბევრი ქალბატონი ყოველ დილით ხტუნვისას საკმაოდ დადებით ცვლილებებს გრძნობს.
გაღვიძებაში ეს სავარჯიშო ნამდვილად დაგეხმარებათ! ძილიანობა 1-2 წუთში ქრება. ცელულიტთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვ არსებობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხტუნვის დროს საკმაოდ დიდი ენერგია იხარჯება და ამან შეიძლება მართლაც დადბითად იმოქმედოს ფიგურაზე.
შესრულების ტექნიკა
დადექით სწორად, მოჭიმეთ დუნდულები და პრესი. ხელები მკერდთან მიიკარით. ფეხის ტერფები იატაკის პარალელურად დაიჭირეთ. დაიწყეთ ფეხის წვერებზე მცირე ხტომების გაკეთება ისე, რომ ფეხები იატაკს თითქმის არ ააცილოთ. გააკეთეთ 100 ნახტომი. გაიმეორეთ რამდენჯერმე თუ ტავს კარგად გრძნობთ და ჯერ ბოლომდე ვერ გამოფხიზლდით.
ლიმფოდრენაჟული ხტუნვების დროს არც თუ ისე იშვიათად ეხებიან ორგანიზმის გაახალგაზრდავების თემასაც. ამბობენ, რომ ეს ვიბრაცია დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. ვფიქრობ ამ ეფექტზე ჩაციკვლა არ ღირს, ზოგადად სიმხნევე და კარგი განწყობა ორგანიზმისთვის საკმაოდ შესამჩნევ პლიუსებს გვაძლევს.
ქალბატონები რომლებიც დილის შეშუპებით იტანჯებიან ამ სავარჯიშოს იყენებენ. ლიმფის გამოდევნა ხელს უწყობს ორგანიმზში გაცვლითი პროცესების შენელებით გამოწვეული მოვლენების თავიდან აცილებას.
Paparazzi-ს რედაქციისგან
ტრენდებზე ჩაციკვლა არ ღირს თუმცა ისიც უნდ აგვახსოვდეს, რომ ნებსმიერი მოძრაობა სასარგებლოა. ყველას არ აქვს სპორტულ დარბაზში სიარულის ფუფუნება ან დიდ ხანს სეირნობის საშუალება. ამიტომ მსგავსი სავარჯიშოები მათ ფიზიკური აქტივობების კეთების საშაულებას მისცემს. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ განწყობისთვისაც შესანიშნავია!