ზამთარში რაღაც გემრიელი და უჩვეულო ხშირად გვინდება, რადგან ტრადიციული ტორტი და ნამცხვარი გვბეზრდება, თან ისინი სხეულის ფორმებს აზიანებენ. მსუბუქი დესერტი ხილით კარგ ალტერნატივას წარმოადგენს. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ნაზი ნაღების დესერტი, სახელწოდებით პანა კოტა.
ნაღების დესერტი
პანა კოტა იტალიური დესერტია, რომელიც ცხიმიანი ნაღებით და ჟელატინით მზადდება. მასში სხვადასხვა ხილს, ასევე გახეხილ შოკოლადს ან სხვადასხვა სიროფს ამატებენ. ჩვენ პანა კოტას ხურმით მოვამზადებთ. ამ წვნიანი ნაყოფით ნაღების დესერტი მადის აღმძვრელად და კაშკაშად გამოიყურება.
ინგრედიენტები:
- 400 მლ ნაღები 20-30 % ცხიმიანობით
- 50 გრ შაქარი
- 15 გრ აგარ–აგარის ფხვნილი (ჟელატინის ნაცვლად)
- 1 დიდი მწიფე ხურმა (ან 2 პატარა)
- 25 მლ წყალი
- კენკრა ან შოკოლადი გასაფორმებლად
მომზადება:
1. ქვაბში 350 მლ ნაღები გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ნაღებს შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
2. თასში 2/3 აგარ–აგარი (დაახლოებით 10 გრ) 50 მლ გაცხელებულ ნაღებს აურიეთ. ეს ნარევი ნაღების და შაქრის ნარევს ქვაბში დაუმატეთ. 2 წუთით სუსტ ცეცხლზე აცხელეთ, მუდმივად აურიეთ.
3. შემდეგ ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტა ხნით გასაგრილებლად გააჩერეთ.
4. 4 ჭიქა (მოცულობა 150 მლ) ან სპეციალური დესერტის ჭურჭელი აიღეთ. ნაღების ნარევით ნახევარი ჭიქა გაავსეთ. მაცივარში ზუსტად 1 საათით გააჩერეთ.
5. ამ დროში ხურმას მიხედეთ. ის აუცილებლად მწიფე, რბილი ქერქით უნდა იყოს. ხურმა ნაჭრებად დაჭერით და ქერქი მოაშორეთ. თუ ნაყოფი საკმარისად მწიფე არაა, წყალი დაუმატეთ და პიურე გააკეთეთ. წყალი ცოტ–ცოტა დაუმატეთ, რომ ძალიან თხელი მასა არ გამოვიდეს.
6. ამის შემდეგ 1/3 ფხვნილი აგარი პიურეს აურიეთ. მაცივრიდან პანა კოტა გამოიღეთ და ზემოდან ხურმის პიურე დაუმატეთ.
7. დესერტი თითქმის მზადაა. მაცივრიდან გამოიღეთ და ზუსტად 1,5 საათით გააჩერეთ, რომ პანა კოტა სათანადოდ გამაგრდეს.
8. გამაგრებული პანა კოტა კენკრით ან გახეხილი შოკოლადით გააფორმეთ.
9. რეცეპტი შეგიძლიათ ცოტა შეცვალოთ. მაგალითად, ჭიქის ძირში ხურმის პიურე მოათავსეთ, ზემოდან ნაღების ნარევი.
ნაზი ნაღების დესერტი პირქუშ ზამთრის დღეებში განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ. პანა კოტა შეგიძლიათ სხვა ხილთან ან კენკრასთან ერთად მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!