როდესაც ნაქირავებ სტუდოში ცხოვრობ მისი განლაგება ნაკლებად განერვიულებს. უბრალოდ სარგებლობ იმით რაც გაქვს. მას შემდეგ რაც საკუთარი ბინა გიჩნდება იწყებ მის მოწყობაზე ფიქრს და იმის განსზღვრას თუ როგორ მოუხდება საწოლი ამ ერთოთახიან ბინას, ან იქნებ დივანის შეძენა აჯობებს?
ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია რამდენიმე რჩევას მოგცემთ ერთოთახიანი ბინის მოწყობასთან დაკავშირებით. რა ჯობია, საწოლი თუ გასაშლელი დივანი? დივანი სანამ ახალია მასზე ძილი ასე თუ ისე მოსახერხებელია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი იცვლება და წელი ტკივილს იწყებს.
საწოლი ერთოთახიან ბინაში
გვანცამ რომელიც რამდენიმე წელი ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა ზუსტად იცის რაზეც საუბრობს. ის ყოველთვის ოცნებობდა თავისთვის დიდი საწოლი ეყიდა. ეს დროც დადგა! მან ერთოთახიანი ბინა შეიძინა.
რამდენიმე ცვლილება, უბრალო რემონტი და გვანცა მართკუთხედ ოთახში მოხვდა, მის ზურგს უკან საშუალო ზომის სამზარეულოა, კორიდორი კუპე-კარადად გადაკეთდა ახლა კი საწოლის შეძენის დრო დადგა.
მან მაქსიმალური ვარიანტი შეარჩია. საწოლი ბინაში მიიტანეს და როდესაც საწოლი და საჭირო ავეჯი განთავსდა – ოთახში ადგილი საერთოდ აღარ დარჩა…
საწოლი ერთოთახიან ბინაში
ყველაფერი ისე იყო გაკეთებული როგორც გოგონამ დაგეგმა თუმცა ადგილი საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ უზარმაზარმა საწოლმა ოთახში მთელი ადგილი დაიკავა და ასეთი გაჭირვებით შექმნილი ჰარმონია სრულად დაარღვია.
გასაგები გახდა, რომ სტუმრები ამ ბინაში თავს მოხერხებულად ვერ იგრძნობდნენ. გვანცას დაფიქრება მოუწია როგორ უნდა მოქცეულიყო რაგდნა არც საწოლზე აპრებდა უარის თქმას. ბოლოს გასაშლელ დივანზე დაფიქრდა, რომელიც მას ბინის წინა მფლობელებისგან დარჩა. მართალი ის საწოლზე პატარა იყო, მაგრამ მასზე ძილის საკმაოდ მოსახერხებელია. თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც საწოლზე შეაჩერა, საწოლის კომფორტსა და დივანის პრაქტიკულობას შორის პირველმა გაიმარჯვა.
რედაქციისგან
გვანცას ყველაფერი რიგზე აქვს და თავის საწოლში გემრიელად ძინავს. მას ახალი მიზანი გაუჩნდა – ოროთახიანი ბინა! იქ მას სტუმრების მიღების საშუალებაც ექნება და საწოლი დივანის დასადგმელ ადგილს აღარ “შეჭამს”. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში ტქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და თავად როგორ არჩევანს გააკეთებდით. რა ჯობია ერთოთახიან ბინაში: საწოლი თუ გასაშლელი დივანი?