“ხასან ფაშა” კატლეტი ყველით ქურაში – თურქულად

394

ცხოვრებაში ბედნიერების ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სასურველი – გემრიელად ჭამაა. ასევე სასურველია კერძი კარგად გამოიყურებოდეს და მარტივად მზადდებოდეს. სწორედ ამიტომ Paparazzi-ს რედაქცია “ხასან-ფაშას” შემოგთავაზებთ. კოტლეტი ქურაში ყველის გულსართით, ზემოდან კი პიურე. რატომ აქვს კერძს ასეთი უცნაური სახელწოდება? იმიტომ, რომ თურქული რეცეპტია!

Photo credit: GettyImages

აქ ყველაფერი თქვენი გემოვნებით არის: მარტივი ინგრედიენტები, სწრაფი და მარტივი მომზადება.

Photo credit: GettyImages

ინგრედიენტები კატლეტისთვის

  • 400 გრამი ხორცის ფარში
  • 50 მილიგრამი რძე
  • 1 ხახვი
  • 2 ნაჭერი თეთრი პური
  • 1/2 ჩაის კოვზი ძირა
  • 50 გრამი მაგარი ყველი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები პიურესთვის

  • 4 გათლილი კარტოფილი
  • 50 მილიგრამი რძე
  • 50 გრამი მაგარი ყველი
  • 30 გრამი კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მოზმადების წესი

1. დავიწყოთ ფარშით. ამ შემთხვევაში ძროხის ხორცს ვიყენებთ თუმცა თქვენ ნებისმიერი ხორცის ფარშის ან მათი ნაზავის გამოყენებაც შეგიძლიათ. ფარშს წვრილად დაჭრილი ხახვი, რძეში დამბალი პური, მარილი, წიწაკა და ძირა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ფარში მზად არის.

Photo credit: Depositphotos

2. დაკავდით ყველით. აქ რამდენიმე ნიუანსი გვაქვს. ყველი აუცილებლად კარგი ხარისხის უნდა აირჩიოთ. ამისთვის 100 გრამი ყველი დაგჭირდებათ. ყველის ნაჭერი ორ ნაწილად დაჭერით. ერთი ნაჭერი წვრილ სახეხზე გახეხეთ, ის პიურესთვის გამოგადგებათ. მეორე კი ჯერ-ჯერობით გადადევით.

Photo credit: Depositphotos

3. პიურეს გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს: მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი, რძე და ზეთი. ჩაზილეთ და მარილით შეაზავეთ.

4. დავუბრუნდეთ ფარშს. ჟარუნას პერგამენტი დააფარეთ და მასზე კატლეტები მოათავსეთ. მათი ფორმირება ისე მოახდინეთ, რომ მრგვალები გამოვიდნენ – ცენტრში ჩაღრმავებით. გააცხელეთ ჟარუნა 200 გრადუსამდე და კატლეტები 10 – 15 წუთით შედგით.

5. დარჩენილი ყველი ნაჭრებად დაჭერით. ის იმდენი უნდა იყოს რამდენი კატლეტიც გაქვთ. ყველი კატლეტის ჩაღრმავებაში მოათავსეთ – როდესაც მათ ქურიდან გამოიღებთ. ზემოდან ყოველ კატლეტს ცხელი პიურე დაადეთ. ჟარუნა ქურაში კიდევ 10 წუთით მოათავსეთ. კერძი მზად არის!

Paparazzi-ს რედაქციისგან

“ჰასან-ფაშას” კოტლეტები მაგდასთან პომიდვრის სოუსით უნდა მიიტანოთ. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ის დაჭრილი მწვანილითაც მორთოთ. თავს ნუ შეიზღუდავთ, შეგიძლიათ თამამი ექსპერიმენტები აკეთოთ. აუცილებლად მოამზადეთ ეს კერძი და შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს