რისი გაკეთება არ უნდა აიძულოთ ბავშვს

0
1272
photo credit: Unsplash

მშობლებს ხშირად ინტუიციურად უწევთ შვილების წახალისებასა და დასჯას შორის ბალანსის პოვნა. ეს ყოველთვის სწორად არ მუშაობს. ზოგჯერ რაიმე კონკრეტულის გასაკეთებლად ბავშვზე დაძალება გამართლებულია, რადგან ეს მისდა სასიკეთოდ ხდება. თუმცა ხშირად მშობლები ცდებიან და ბავშვებს რაღაცის გაკეთებას მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აიძულებენ.

სწორედ ამიტომ, Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ კონკრეტულად რა არ უნდა აიძულოთ ბავშვს. ასევე გეტყვით, როგორ არ მიაყენოთ ბავშვს ზიანი, როცა თვლით, რომ მისდა სასიკეთოდ მოქმედებთ.

photo credit: Unsplash

ბავშვზე დაძალება

მშობლების ოცნებების რეალიზება

დედა ბალერინობაზე ოცნებობდა, მამა იურისტობაზე და დაიწყო. ბავშვს მისთვის უინტერესო წრეებზე სიარულს აიძულებენ, ხოლო პრეტენზიებზე პასუხობენ „ჩვენ უკეთ ვიცით, გაიზრდები და მიხვდები“.

photo credit: Unsplash

ასეთმა მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ შვილები მათი საკუთრება არ არიან და მათ უფლება აქვთ თავად აირჩიონ, თუ რით დაკავდნენ. თუ რაღაც კონკრეტული სულელურად მიგაჩნიათ, მაგრამ ბავშვს მოსწონს, უბრალოდ გაჩუმდი.

ბავშვს დააცადეთ, რომ საქმიდან სიამოვნება მიიღოს და თავად მიხვდეს, ეს სჭირდება თუ არა. თქვენი მოთქმა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენების მცდელობა, უფრო ცუდად იმოქმედებს.

photo credit: Unsplash

სადილობა

ნეტა იცოდნენ ჩვენმა ბებიებმა და მზრუნველმა დედებმა, თუ რამდენ ადამიანს მიაყენეს ზიანი იძულებითი კვებით. ჯერ ბავშვი პირში საჭმელს უყრიან, შემდეგ ჩივიან, თუ რატომ გასუქდა.

photo credit: Unsplash

ბავშვობაში პატარების ნივთიერებათა ცვლა სწრაფია, ამიტომ გასავითარებლად ცდილობენ ბევრი აჭამონ. მოზარდობის პერიოდში ყველა პრობლემა თავს იჩენს – გოგოები წონის სწრაფად მატებას იწყებენ.

ამას მოსდევს კვების ქცევის დარღვევები, სიმსუქნე და დიეტაზე ყოფნის მუდმივი მცდელობა. ბავშვის ცხოვრების ამ პერიოდში დედამ და ბებიამ შეიძლება, პირიქით, ჭარბ წონაზე დაცინვა დაუწყონ „რა ძროხასავით ჭამ, ნახე, როგორ გასუქდი“.

photo credit: Unsplash

მოტყუება

ჩვენ, ყველა ადრე თუ გვიან ტყუილის თქმას ვსწავლობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებში ამის გაკეთება უნდა წაახალისოთ. თუ ბავშვს თქვენ გამო ვინმესთან ტყუილის თქმას აიძულებთ, შემდეგ თავად თქვენ მოგატყუებთ.

photo credit: Unsplash

სხვა ბავშვებთან ურთიერთობა

მშობლები შვილების მოსმენას ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ისინი ხომ დაკავებულნი არიან, ბავშვების ტიტინის მოსასმენად დრო არ აქვთ. არადა სწორედ ასეთ მომენტებში შვილმა შეიძლება გითხრას, რომ ეზოში ბავშვები უინტერესოები არიან და მათთან ურთიერთობა უბრალოდ არ სურს.

ან გაგიზიაროს, რომ ეზოში ბავშვები ბოროტები არიან და დასცინიან. მშობლებმა ამის შესახებ შეიძლება არ იცოდნენ და ძალით სხვა ბავშვებთან სამეგობროდ ქუჩაში უშვებდნენ. საბოლოოდ, ბავშვს ჭკვიან მშობლებთან შეწინააღმდეგება უჭირს და ქუჩაში მორიგი დამცირების მისაღებად მიდის.

თუ ბავშვს ვინმესთან მეგობრობა არ სურს, გამოდის მიზეზი არსებობს. თქვენ ხომ ვალდებული არ ხართ გარემოცვაში ყველასთან მეგობრობდეთ. მაშინ რატომ აიძულებთ ბავშვს? თუ ბავშვი მორცხვია, ეს ვერ დაეხმარებათ, პირიქით, სიტუაციას გააუარესებს.

photo credit: Unsplash

იყოს საუკეთესო

მშობლები ხშირად იდეალური ბავშვის იმიჯს ქმნიან და ამის რეალობას ქცევას ცდილობენ. ამ ფანტაზიაში ჭუჭყიან შარვლებს, ცუდ ნიშნებს ან მორცხვობას ადგილი არ აქვს.

მშობლებს სურთ იდეალურად დამჯერი, მაგრამ ამავდროულად ძლიერი ნებისყოფის მქონე შვილი, რომელიც ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება. ასე არ ხდება. დედა და მამა ბავშვებიდან ან უნებისყოფო ბოსტნეულს ქმნიან, რომელიც თავის აზრს ვერ იცავს, ან ძლიერ და შეუპოვარ მეამბოხეს.

photo credit: Unsplash

თქვენ როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება არ უნდა ვაიძულოთ ბავშვს? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.