დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ რამდენიმე მეთოდის შესახებ, რომელთა დახმარებით ნებისმიერი ძველი კბილის ჯაგრისი ღირებული ინსტრუმენტი გახდება. სტომატოლოგები კბილის ჯაგრისის ხშირად გამოცვლას გვირჩევენ, რაც მათი ლიკვიდირების აუცილებლობას ქმნის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გადააგდოთ, მაგრამ რისთვის?
ბოლო დროს ადამიანების უმეტესობა უფრო ახალგაზრდა თაობიდან განსხვავებულად ცხოვრობს. ისინი გატეხილს აღარ არემონტებენ, უბრალოდ ყრიან და ახალს ყიდულობენ. ერთი მხრივ, ეს მოსახერხებელია. მეორე მხრივ, ძალიან ბევრ გადაუმუშავებულ ნაგავს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი პლანეტა იხრჩობა.
ძველი კბილის ჯაგრისები
პირის ღრუს ინსტრუმენტები შეგიძლიათ არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ. Paparazzi.ge–ს რედაქცია თვლის, რომ სისულელეა გადააგდოთ ის, რისი გამოყენებაც კიდევ შეიძლება. არანაირი სიღარიბე, მხოლოდ რაციონალურობა!
ძველი კბილის ჯაგრისი გამოგადგებათ შემდეგ შემთხვევებში:
1. სამზარეულოს ფილების გაწმენდა. ჩვეულებრივი ღრუბელი რთულად მისაღწევ ადგილებს ისე ვერ გაუმკლავდება, როგორც უხეში ჯაგრისი. არადა სწორედ ასეთ ადგილებში ყველაზე ბევრი ჭუჭყი გროვდება.
2. ფილების ღარების გაწმენდა. წინასწარ ჯაგრისი ქლორში ან სპეციალურ ტუალეტის და სააბაზანო ოთახის საწმენდ ხსნარში დაასველეთ. ასე ფილების ღარების მარტივად მოწესრიგებას შეძლებთ. შემდეგ უბრალოდ ჩამორეცხეთ.
3. ფენის გაწმენდა. იმის მიუხედავად, რომ თითქოსდა ყველაფერს თავისით წმენდს, ასე არაა. შიგნით ბევრი მტვერი გროვდება, რომელთა ამოღებას მხოლოდ კბილის ჯაგრისით შეძლებთ. თქვენ ხომ არ გსურთ სუფთა თმა მტვრიანი ჰაერით გაიმშრალოთ?
4. ონკანების გაწმენდა სამზარეულოსა და სააბაზანოში. პატარა ჯაგრისით შემრევის და აერატორის ფილტრების გაწმენდა ძალიან მოსახერხებელია. თუ თქვენთან ხისტი წყალი მოდის, ჯაგრისი წინასწარ ძმარში დაასველეთ.
5. პროდუქტების სახეხის გაწმენდა. ზოგჯერ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ღრუბლით გაწმენდისას სახეხზე ბოსტნეულის ნარჩენები მაინც რჩება. კბილის ჯაგრისი მათ ადვილად გაუმკლავდება.
6. სიმინდის ულვაშების მოშორება. ხელით ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ბევრს ასეთ მოუხერხებელი საქმის კეთება აღიზიანებს. ჯაგრისი ამ საქმეს თითებზე უკეთ გაუმკლავდება.
7. კლავიატურის გაწმენდა. თუ ცალკე კლავიატურა გაქვთ, ის უნდა გადააბრუნოთ და კლავიშებს შორს ჯაგრისით გაწმინდოთ. ასე მტვერი და ნამცეცები ქვემოთ გამოვარდება. გაოცდებით, თუ რამდენად სუფთა გახდება და უკეთ იმუშავებს!
თუ კლავიატურა ნოუთბუქში ჩაშენებულია, სჯობს თავად არ გაწმინდოთ, არამედ წელიწადში ერთხელ სპეციალისტთან მიიტანოთ. აპარატი მით უფრო დიდხანს გემსახურებათ, რაც უფრო რეგულარულად მასზე იზრუნებთ.
თქვენ ანიჭებთ ძველ კბილის ჯაგრისებს ახალ სიცოცხლეს თუ უბრალოდ ნაგავში ყრით? თუ სტატია საინტერესო და ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.