3 ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს იღბლიანად იქორწინებენ

3209

ყველა გოგო ოცნებობს ლამაზ და დაუვიწყარ ქორწილზე. მათ თავში ბავშვობიდანვე ჩნდება ფიქრები პრინცესას კაბაზე, ბროლის ქოშებსა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პრინცზე. Paparazzi-ს რედაქცია თავის მკითხველს გაუმხელს თუ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს და ვინ უნდა მოამზადოს სადედოფლო ფატა!

ქორწინება 2021 წელს

მერწყული

რა თქმა უნდა ასტროლოგები 100 პროცენტიანი სიზუსტით ვერ გეტყვიან ნამდვილად გათხოვდებით თუ არა წელს, თუმცა ვარსკვლავებს შეუძლიათ მიგანიშნონ, რომ ყველაფერი იღბლიანად ეწყობა. ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით თქვენ უფრო მეტად გაგიადვილდებათ ქალბატონებისთვის ეს უმნიშვნეოვანესი დღე მოიწყოთ. ასე, რომ შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ კაბა და საზეიმო სცენარიც მოიფიქროთ.

თხის რქა

თხის რქებო, თქვენი პრინცი უკვე გზაშია! ის ვისი სახელიც პირველად მოგივიდათ თავში – თქვენი საბედოს სახელია! დიდი ალბათობით ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წელს გადადგამთ და სამუდამოდ დაუკავშირებთ ცხოვრებას თქვენს რჩეულს. რეკომენდებულია ურთიერთობა ფიციალურადაც დააკანონოთ და ჯვრისწერაც გადაიხადოთ, რადგან ცაში დაკანონებულ კავშირს ცხოვრებისეული პრობლემები ვერ დაარღვევენ.

კურო

და ბოლო ნიშანი რომლებსაც პირად ცხოვრებაში ძალიან გაუმართლებთ – ეს კუროა. ძვირფასო ქალბატონებო, მეუღლე ბრძნულად აირჩიეთ. გახსოვდეთ, რომ მამაკაცი არა მხოლოდ კარგი მეუღლე არამედ პასუხისმგებლიანი მამაც უნდა იყოს თქვენი შვლებისთვის. ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენ ქორწინების რამდენიმე შემოთავაზება გექნებათ. თამამად ენდეთ თქვენს გულს და სხვას ნუ მოუსმენთ.

თუ დღეს ჩვენს სტატიაში ვერ მოხვდით, არ განაწყენდეთ! ეს ნიშნავს, რომ ცოტა უნდა მოიცადოთ. რადგან აჯობებს მოთბინება გამოავლინოთ და თქვენი ცხოვრება მხოლოდ ღირსეულს დაუკავშიროთ.

გისურვებთ ორმხრივ სიყვარულს და ბედნიერ ქორწინებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს